Home ახალი ამბები მსოფლიო ტრამპისა და პუტინის შეხვედრამ შეცვალა ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა, შეცვლის მსოფლიოსაც

ტრამპისა და პუტინის შეხვედრამ შეცვალა ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა, შეცვლის მსოფლიოსაც

შემაჯამებელი პრესკონფერენციის თეზისები

ტრამპი და პუტინი

პუტინის თეზისები:

_ მოლაპარაკებები ჩატარდა საქმიან და გულახდილ ატმოსფეროში;

_ ორმხრივი ურთიერთობები ცუდ დღეში გვაქვს, მაგრამ ამ სირთულეებისთვის ობიექტური მიზეზები არ არსებობს. ახლა “ცივი ომი” აღარ არის, ახლა სხვა გამოწვევები გვაქვს;

_ მინდოდა, რომ ტრამპს გაემარჯვა არჩევნებში, მაგრამ რუსეთი პროცესში არ ჩარეულა;

_ უილიამ ბრაუდერმა დაახლოებით მილიარდ-ნახევარი დოლარი მოიპარა რუსეთში და შტატებში გაიტანა. ამ ფულიდან დაახლოებით ოთხასი მილიონით ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანია დააფინანსა;

_ კურსი განიარაღებაზე გაგრძელდება;

_ ჩვენ გავუზიარეთ ამერიკელ კოლეგებს ჩვენი მოსაზრებები სტრატეგიული სტაბილურობისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის სფეროებში თანამშრომლობის თაობაზე, აგრეთვე შევთავაზეთ, აღვადგინოთ ანტიტერორისტული თანამშრომლობის ჯგუფი;

_ მოსკოვსა და ვაშინგტონს შეუძლიათ, საკუთარ თავზე აიღონ სირიაში ჰუმანიტარული კრიზისის გადაჭრის საკითხი;

_ ტერორისტების განადგურების შემდეგ სირიის სამხრეთ-დასავლეთით გოლანის მაღლობებზე სირიისა და ისრაელის სამხედროები უნდა დაშორიშორდნენ;

_ კონფლიქტი ჩრდილოეთ კორეასთან ჩაცხრობისკენ წავა;

_ ტრამპის პოზიცია ყირიმის მიმართ ცნობილია _ ის ამას უკანონოდ მიიჩნევს. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ყირიმში რეფერენდუმი ჩავატარეთ ყველა საერთაშორისო კანონისა და გაეროს წესდების შესაბამისად. ჩვენთვის ეს თემა დახურულია;

_ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებისთვის მინსკის შეთანხმებებს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ პროცესი შეცერებულია უკრაინული მხარის მიზეზით. მიმაჩნია, რომ აშშ-ს შეუძლია უკრაინაზე გავლენა იქონიოს და დარეგულირების პროცესი გაააქტიურებინოს;

_ რუსეთი შეინარჩუნებს ბუნებრივი აირის ტრანზიტს უკრაინის გავლით, იმ პირობით, რომ რუსული “გაზპრომი” და უკრაინული “ნაფტოგაზი” მორიგდებიან სამეურნეო დავის ფარგლებში სტოკჰოლმის არბიტრაჟში;

_ ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტიციებს რომ ხელი შევუწყოთ, მე და პრეზიდენტმა ტრამპმა მოვილაპარაკეთ, შევქმნათ მაღალი დონის ჯგუფი ამერიკელი და რუსი ბიზნესმენებისგან;

_ უნდა განვაახლოთ კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობა;

_ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიანი თანამშრომლობის ფილოსოფიაზე;

_ ამ პირველი სრულმასშტაბიანი შეხვედრით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ყველა წინაღობის გადალახვა ვერ შევძელით.

ტრამპის თეზისები:

_ ვთვლი, რომ ამერიკაც და რუსეთიც _ ორივე დამნაშავეა ჩვენ შორის ცუდი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;

_ ჩვენი ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზე არასოდეს არ ყოფილა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა ოთხი საათის წინ;

_ ჩვენ გვქონდა პირდაპირი, გულწრფელი და პროდუქტიული დიალოგი;

_ მადლობა პრეზიდენტ პუტინს, რუსეთმა ასე კარგად რომ გაართვა თავი მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებას;

_ მშვიდობის მისაღწევად მე უფრო წავალ პოლიტიკურ რისკზე, ვიდრე პოლიტიკური მიზნებისთვის მშვიდობით გავრისკავ;

_ რუსეთმა წამოაყენა საინტერესო წინადადება კიბერუსაფრთხოებისთვის სამუშაო ჯგუფის შესაქმნელად;

_ პრეზიდენტმა პუტინმა დამაჯერებელი პასუხები გასცა ამერიკული მხარის წუხილს (იგულისხმებოდა ე.წ. რუსული კვალი ტრამპის არჩევაში);

_ ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობას ასიათასობით სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია;

_ განვიხილეთ ჩრდილოეთ კორეის საკითხი და რუსეთი დაგვთანხმდა დახმარებას;

_ განვიხილეთ რადიკალური ისლამური ტერორიზმი და ამ მიმართულებით კვლავაც ვითანამშრომლებთ;

_ სირიაში ვითანამშრომლებთ რუსეთთან, მაგრამ ირანმა უპირატესობა არ უნდა მიიღოს;

_ ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე ვითანამშრომლებთ კონკურენციის პირობებში;

_ ეს იყო ძალიან კონსტრუქციული დღე. მჯერა, რომ მომავალში უფრო ხშირად შევხვდებით. დღევანდელი შეხვედრა გრძელი გზის მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი მოლოდინები რეალიზმს ეფუძნება, ხოლო ჩვენი იმედები მოდის მშვიდობისა და თანამშრომლობისკენ;

_ იმედი მაქვს, რომ მომავალში ყველა იმ პრობლემას გადავჭრით, რომლებზეც დღეს ვილაპარაკეთ.

1 COMMENT

  1. იყოს ეს რუსი კაცო!წაგვლეკა ირანელებმა,არაბებმა,თურქებმა და კიდევ ვინ იცის ვინ არა! წაგვგლიჯავენ ამ მიწებს და მერე ესენი იძახებენ მაინც, რუსეთი ოკუპანტიო!ხოოდა მაგატმა გამოგონებულმა დემოკრატიამ,იმ დროს როცა მხოლოდ ზემდგომებია კარგად და სხვა არავინ ———– მეც და მოსახლეობის 60%-ი ისევ რუსეთისკენ მოახედა!ესეც რომ არ იყოს ამდენი ბრალდებები, უკვე მტყუანიც რომ იყოს მართლდება რუსები ყველას თვალში!საერთოდ იცოდეთ ლანძღვა ყველას თვალში გაკნინებთ! და თქვენზე ძალიან ცუდი შთაბეჭდილება რჩება!!!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here