ვენაში კონსტიტუციურმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს უფლება უნდა მისცეს, ოფიციალურ საბუთებში სურვილისამებრ ჩაწერონ, რომ მიეკუთვნებიან მესამე სქესს. ამის თაობაზე იუწყება სააგენტო AP-ი.
ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს ერთ-ერთი მოქალაქის სარჩელის განხილვის შედეგად. იგი მოითხოვდა, ნება დაერთოთ, გრაფაში “სქესი” ჩაეწერა “სხვა” ან “ინტერი”. “ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, რომ მაღიარებენ იმად, ვინც ვარ”, _ განაცხადა მან ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ.
ამ გადაწყვეტილებას მიესალმა რიგი ოპოზიციური პარტიებისა, მაგრამ მემარჯვენე ავსტრიის პოპულისტურმა თავისუფლების პარტიამ, რომელიც სამთავრობო კოალიციაში შედის, გააკრიტიკა იგი და გაუგებარი უწოდა. მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება მრავალი პრობლემის წარმოქმნის მიზეზი გახდება, მათ შორის _ სამხედრო სამსახურისა და საპენსიო ასაკის საკითხებში.
ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც მესამე სქესი აღიარა, იყო გერმანია.