21-22 ივნისს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართება ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების, ე.წ. OPEK+-ის შეკრება.
წინასწარი ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემა იქნება ნავთობით საერთაშორისო ვაჭრობის გადაყვანა დოლარიდან მულტივალუტურ კალათაზე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ მოსკოვში გაიმართა რუსეთისა და საუდის არაბეთის დელეგაციების შეხვედრა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ, შექმნან ნავთობის გლობალური ბაზრის და ნავთობზე ფასწარმოქმნის კონტროლის მექანიზმები.