ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი “ფეიკ ნიუს” მედიაა, რომელსაც სულელები უწევენ პროპაგანდას _ ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკული მედიის მიერ 12 ივნისს სინგაპურში გამართული შეხვედრის გაშუქებას, რომელიც ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შორის შედგა.
“სასაცილოა “ფეიკ ნიუს” მედიაზე თვალის მიდევნება, ეს განსაკუთრებით ეხება NBC-სა და CNN-ს. ძალიან ცდილობენ, ნაკლებად მნიშვნელოვნად წარმოაჩინონ ის შეთანხმება, რომელსაც ჩრდილოეთ კორეასთან მივაღწიეთ. 500 დღის წინათ ისინი ხვეწნასა და მუდარას დაიწყებდნენ, რომ ეს შეთანხმება შემდგარიყო, ვინაიდან ომის გაჩაღება იყო მოსალოდნელი. ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი “ფეიკ ნიუს” მედიაა, რომელსაც სულელები უწევენ პროპაგანდას”, _ დაწერა დონალდ ტრამპმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე.
თუ დემოკრატიის აკვნად წოდებული აშშ-ის მთავარი მტერი, როგორც ამას ამ ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, არის “ფეიკ ნიუს” მედია, ხომ წარმოგიდგენიათ, ვინ არიან საქართველოსთვის დასავლეთის მიერ გულუხვად დაფინანსებული ტელევიზიები…