ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა ფასები პირველადი მოხმარების საქონელზე როგორც საცალო, ისე საბითუმო ბაზრებზე. ფასები გაიზარდა ასევე ტრანსპორტზე და ყველაფერზე, რაზეც კი შეიძლებოდა. ფასების მატებას ეკონომიკის ექსპერტები ქვეყანაში სამომხმარებლო ბაზრის მონოპოლიზებით ხსნიან. «მორჩა, დამთავრდა კორუფციის ამბავი და აღარ უნდა ვეძებოთ იქ, სადაც ის არ არის. დაიმახსოვრეთ, ჩვენ არა ვართ შევარდნაძის მთავრობის წევრები, რომლებიც კორუფციას ეკეკლუცებოდნენ,» _ ეს იმ პრეზიდენტის სიტყვებია, რომლის პრეზიდენტობის პერიოდში «ნაციონალებმა» მიაღწიეს იმას, რომ უკვე ღიად და დაუფარავად ახდენენ დარგების მონოპოლიზებას, რაც ქართველი ხალხისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საარსებო წყაროს წარმოადგენს, მონოპოლიზებულ სექტორებში ფასები კი მაღალ სახელისუფლო კაბინეტებში რეგულირდება. «იმ პირობებში, როცა საქართველოში კორუფცია აღარ არის, მთავარ პრობლემას გადაწყვეტილებების მიღებისას «გაჭედვა», ბიუროკრატია, ქაღალდომანია და თანამდებობრივი ტკბობა წარმოადგენს. მართალია, ეს ბევრგან აღმოიფხვრა, მაგრამ ყველა სამინისტროსა და სახელმწიფო უწყებაში ბოლომდე უნდა გადაიჭრას,» _ აცხადებს პრეზიდენტი.
მაშინ, როცა ქვეყანაში ამდენი უმუშევარი, სოციალურად დაუცველი და მიუსაფარი ადამიანი ცხოვრობს, «საქართველო და მსოფლიო» შეეცადა, გაერკვია, როგორ ცხოვრობს «ნაცელიტა». საერთო სურათმა მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა, თუმცა ეს კიდევ არაა სრული სია იმ ბიზნესებისა, რომელთაც ხელისუფლების წარმომადგენლები ასე საგულდაგულოდ მალავენ. კომპანიების უმრავლესობა მათი ახლობლების სახელზეა დარეგისტრირებული, მაგრამ ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რეალურად ვინ დგას ამა თუ იმ ბიზნესის უკან. მაშ ასე, გთავაზობთ 9 ნაციონალის ბიზნესების სიას.დავით კეზერაშვილი _ თავდაცვის ყოფილი მინისტრი:
მისი ცოლის, სოფო ჩიქოვანის ძმა _ 26 წლის დიმიტრი ჩიქოვანი აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე ოფშორში ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანიის «ბლექ-სთაილის» წარმომადგენელი გახდა საქართველოში. კომპანია მალევე გახდა საქართველოში გარე რეკლამის მონოპოლისტი. მისი დაფუძნებულია კომპანია «outdoor.ge» , სადაც 70%-იანი წილის მფლობელია. თვის მხრივ, ამ კომპანიის დაფუძნებულია კომპანია «აუთდორ მონიტორსი», სადაც 100%-იანი წილის მფლობელია. ეს უკანასკნელი აფუძნებს «აუთდორ ლიფტს», სადაც 50%-ს ფლობს, რომლის მეწილე კეზერაშვილის მეგობარი კახა ნინუა ბოკერიას ქვისლია. «აუთდორ ლიფტის» დაფუძნებულია «აუთდორ ტრანსპორტი», რომელიც 50%-იანი წილით «აუთდორ ტრანსპორტ ედვერთაიზინგს» აფუძნებს. გარდა ამისა, «ოუტდოორ.გე» 20%-იანი წილის მფლობელია კომპანია «სამკუთხედში», რომლის დირექტორიც დიმიტრი ჩიქოვანია, დამფუძნებელი კი «რუსთავი 2»-ის დირექტორი გოგი გეგეშიძე. «ბლექ სთაილის» დაფუძნებულია ასევე კომპანია «აუთდორ ტოპოგრაფი», სადაც 75%-იანი წილის მეპატრონე გოგი გეგეშიძეა. კეზერაშვილის ცოლისძმის კომპანია ასევე მეწილეა (70%-ით) კომპანია «ვაით დისთრიბიუშენში». ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია აფუძნებს ასევე «ბიესემ-ჯორჯიას». სულ 11 კომპანიაა, რომელთა უკან კეზერაშვილი დგას.
2008 წლიდან კომპანია «უნი გრუპის» მეწილეა. კომპანია «ლუკოილის» საწვავის ექსკლუზიური დისტრიბუტორია. «უნი გრუპს» სხვადასხვა დროს გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები: 2011 წლის 22 თებერვალს ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების ცენტრთან, რომლის ღირებულებაა 8480 ლარი; 2011 წლის 15 მარტს განათლების სამინისტროსთან _ 224050 ლარი; 2011 წლის 22 თებერვალს უზენაეს სასამართლოსთან _ 197850 ლარი; 2011 წლის 23 თებერვალს ტელერადიო ცენტრთან _ 78005 ლარი; 2011 წლის 25 თებერვალს სახელმწიფო-სამხედრო ტექნიკურ ცენტრ «დელტასთან» _ 36000 ლარი; 2011 წლის 1 აპრილს ზოოპარკთან _ 26366 ლარი; 2011 წლის 15 მარტს ფინანსთა სამინისტროსთან 137 330 ლარი; 2011 წლის 28 თებერვალს თბილისის მერიასთან _ 20412 ლარი; 2011 წლის 1 მარტს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან _ 134 069 და 22568 ლარი; 2011 წლის 25 თებერვალს ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრთან _ 10176 ლარი; 2011 წლის 17 თებერვალს მეცნიერებათა აკადემიასთან _ 24849 ლარი; 2011 წლის 17 თებერვალს საქართველოს იუსტიციის საბჭოსთან _ 67200 ლარი; 2011 წლის 25 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან _ 112056 ლარი; 2011 წლის 28 იანვარს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან _ 73500 ლარი; 2011 წლის 23 თებერვალს ბოლნისის მუნიციპალიტეტთან _ 84000 ლარი; 2011 წლის 23 თებერვალს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან _ 9029 ლარი; 2011 წლის 11 თებერვალს უშიშროების საბჭოსთან _ 82468 ლარი; 2011 წლის 14 იანვარს ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალურ გაერთიანებასთან _ 153530 ლარი; 2011 წლის 17 იანვარს ეკონომიკის სამინისტროს ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციასთან _ 19977 ლარი; 2011 წლის 24 იანვარს ტყიბულის მუნიციპალიტეტთან _ 79200 ლარი; 2011 წლის 24 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოსთან _ 152000 ლარი; 2011 წლის 17 იანვარს ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის საქვეუწყებო დაწესებულებებთან _ 20000 ლარი; ჯამში მოგებული ტენდერებიდან კომპანიაში შესულმა თანხამ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 1 მილიონ 823 ათას 915 ლარი შეადგინა.
კეზერაშვილს მოიაზრებენ იარაღით უკანონო ვაჭრობაშიც. იგი ამ ბიზნესში სააკაშვილის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან ერთადაა.
ძმები ბეჟუაშვილები – გელა ბეჟუაშვილი, საგარეო დაზვერვის უფროსი და დავით ბეჟუაშვილი, დეპუტატი:
აფხაზეთის ომის შემდეგ, მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია «ჩემექსიმ ინტერნეიშენალი» რობერტ ბეჟუაშვილს ეკუთვნის. ეს კომპანია თავის მხრივ ფლობს კომპანია GIG group-ს. მასში კი შემდეგი კომპანიები შედის: «საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია», «გარდაბნის თბოელექტროსადგური», «საქართველოს ნახშირი» (საქართველოში ნახშირის საბადოების ერთპიროვნული მფლობელია), «ინტერტრანსი» (რკინიგზით შემოსული კონტეინერების მომსახურება), «გლობალ ტრანსი» (საქართველოში მიმდინარე მშენებლობებში აქტიურად მონაწილეობს); «ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა»; «ინდუსტრია კირი»; «დურნუკის ღორღი»; «ორბი»; «ტიფლისი-სიტი»; «ბიზნეს-ცენტრი საბურთალო»; «ოფიცერთა სახლი»; «ბიზნეს-ცენტრი ჯიქიას ქუჩა»; «ბიზნეს-ცენტრი დელისი»; «ბიზნეს-ცენტრი ყაზბეგის #47»; «ა კლასის ბიზნეს-ცენტრი ლერმონტოვის ქუჩაზე»; «სასაწყობო მეურნეობა აგლაძის ქუჩაზე», ელიავას ბაზრობა;
საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში («სანსითი»); მანგლისის სამთო კურორტი (მიწა 14 ჰექტარი); გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტი (მიწა 4 300 კვმ); ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტი (მიწა 12000 კვმ);
ეს GIG-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩამოთვლილი კომპანიებია, თუმცა არსებობს 24 კომპანია, რომლებიც პირდაპირ და ირიბად უკავშირდება ბეჟუაშვილების ბიზნესს. შპს «ქართული ღორღი»; «იჯიესი» (50% _ სახელმწიფო, 50% _ GIG group); ტელეკომპანია «რუსთავი 2» (30%); ტელეკომპანია «პირველი სტერეო» (65%); ტელეკომპანია «მზე» (45%); თავის მხრივ, «პირველი სტერეო» ტელეკომპანია «ტოპ-ტვ»-ის 100%-ს ფლობს; «ნანოტესტი»; «კასპიცემენტი» («რუსთავცემენტი», «მელიზა», «კავკასიატრანსი», «კარიერინვესტი»); «საქცემენტი» (საქმშენი 100%); «ვაიმაქს ჯორჯია» (51%); «ჰაიდელბერგ ჯორჯია»; «ჰაიდელბერგ ბეტონ ჯორჯია»; ბეჟუაშვილების ინტერესი იკვეთება ასევე რიყეზე «ბუდა ბარის» მშენებლობაშიც.
გიგა ბოკერია – უშიშროების საბჭოს მდივანი:
სამშენებლო კომპანია «არტ-იქს»-ის მფლობელია ბოკერიას ცოლის და, რომელსაც აღმაშენებლის რეაბილიტაცია დაევალა. კომპანია «არკ სტუდია», მფლობელი ლევან ბოკერია. ტელეკომპანია «საქართველო», ასევე გიგა ბოკერიას ქვისლს, კახა ნინუას ეკუთვნის. ჟურნალი «ტაბულა» _ თამარ ჩერგოლეიშვილი. თბილისის მეტროში განთავსებული სარეკლამო ბილბორდების ბიზნესი; უკრაინიდან არმატურისა და რკინა-ბეტონის რეალიზაციის ბიზნესი.
გიორგი უდესიანი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე:
«კუს ტბა პალასის» დირექტორი, მეწილე, «იოლის» მეწილე; რუსთავის ავტობაზრობა (მიწა 33 374კვმ); ავჭალაში ყოფილი შუშის ქარხნის ტერიტორიაზე კომპანია «თბილისი ლოჯისტიკ პარკი», რომლის (სავარაუდო ღირებულება 30 მილიონი დოლარი, მიწა _ 14 ჰექტარი) მშენებლობის დასრულების შემდეგ, კომპანია მოემსახურება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტვირთებს.
გივი თარგამაძე – თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე:
სამშენებლო კომპანიები და გზების მშენებლობის ბიზნესი – «ბლექ სი გრუპი», რომელიც თარგამაძის დეიდაშვილს _ ამირან მამუჩაძეს ეკუთვნის, «ელიავას ბაზრობის» წილის მეპატრონე; საბაჟო საქმიანობაში მისი ძმის სახელიც ფიგურირებს. თვეში 5000 დოლარად მფარველობდა არჩილ გეგენავას ბიზნესს.
ძმები რურუები:
მათი სახელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაყიდვაში ფიგურირებს; პიკასოს «ცისფერი ქალი», ვან გოგის «მამის პორტრეტი», ბრილიანტები, შუამდინარეთის ოქროს ქანდაკებები და მილიონებად შეფასებული სხვა ძვირფასეულობა, რომლებიც ერაყიდან ქურთების პროვინციისა და აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით საქართველოში უნდა შემოსულიყო. გარიგება პიკასოს და სალვადორ დალის ნახატებს ეხებოდა, რომელთა საერთო ღირებულება 47 მილიონ ევროს შეადგენდა, თუმცა გაირკვა, რომ მოგებამ 22 მილიონი ევრო შეადგინა. თუმცა მყიდველ ქალბატონს შუამავალმა ზაზა ჯაფარიძემ თანხა არ დაუბრუნა და უთხრა, რომ მის უკან ჯარი იდგა. შემდეგ გაირკვა, რომ ამ გარიგების შესახებ საქმის კურსში იყო ამჟამინდელი კულტურის მინისტრი ნიკა რურუა. გასაყიდი ნახატების თანხის გადამრიცხველ ბანკად «სილკ როუდ ბანკი» დასახელდა, რომელიც გიორგი რამიშვილის საკუთრებაა. ცნობილია, რომ რურუები და რამიშვილი ახლო მეგობრები არიან.
ბიზნესი შპს «გრეკო», რომლის 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია «გრეკო ჯგუფი საქართველოა», რომლის მფლობელი ასევე გიორგი რურუაა. შპს «ბესტი»-ს მოწილე, «გრანდი», «ორი წუთი». ექსკლუზიური ბიზნესის რიგებში შევიდა თბილისის იპოდრომი და ჟოკეი კლუბი;
გიორგი რამიშვილი, იგივე «ზარალა» _ «სილქ როუდ გრუპის» თავმჯდომარე, ყოფილი «ვერის საძმოს» წევრი, ძმებ რურუების მეგობარი:
«სილქ როუდ გრუპი» _ მეწილე, რომელსაც ეკუთვნის «სილქნეტი», «ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია» (65 ბენზინგასამართი სადგური, 9 გაზგასამართი სადგური, 4 სამრეცხაო, «ვისოლის» გაზი მოსახლეობისთვის, ქუთაისის საფეხბურთო კლუბი «ტორპედო», «ვისოლგაზი» – შეკუმშული გაზით მომარაგება, ავიასაწვავის ბაზრის მოთამაშე, ყულევის, ბათუმის, ფოთის პორტებში შემავალი გემების ბუნკერინგი).
«რადისონ ბლუ ივერია», უძრავი ქონების კომპანია «დი ესი» (ტელეგრაფის შენობა – ღირებულება 50 მილიონი დოლარი; ტურისტული კომპლექსი ქობულეთში, სასტუმრო «მესხეთი» ბათუმში, «ბათუმი რივიერა», «რადისონ ბლუ ბათუმი», საცხოვრებელი კომპლექსი «საქანელა», რომლის აშენების შემდეგ ზემელი თბილისში, ფაქტობრივად, აღარ იარსებებს; ქობულეთში სასტუმრო «ჩირაღდანი», «ჰორიზონტი», სანატორიუმი «ქობულეთი», «ტალღა», ტურბაზა «ქობულეთი», «მწვანე კონცხი», «კრისტალი», «ჩაქვი», «მახინჯაური», «მზიური», «კოლხიდა», «ნარინჯი», «ნიავი»), წინანდლის კომპლექსი, «საქართველოს ტელეკომი», რომელშიც 2005 წელს თითქმის მთელი საქართველოს რეგიონალური კავშირგაბმულობა გაერთიანდა. «სმარტი» _ სუპერმარკეტების ქსელი; «ბითიეი სილქ როუდ ბანკი».
არჩილ გეგენავა – დეპუტატი:
43 კომპანია მის გვარს უკავშირდება. შპს «მეგაფუდს», სადაც გეგენავას ძმაა მეწილე, 100-მილიონიანი კონტრაქტი აქვს თავდაცვის უწყებასთან. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებულია 1 მილიონ 655 ათას 900-ლარიანი კონტრაქტი; იგივე კომპანია ზრუნავს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმრების კვებაზე. ასევე სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამახურეთა და დროებით იზოლატორში მოთავსებულ პატიმართა კვებაზეც. შპს «ფუდსერვისი», სადაც ისევ არჩილ გეგენავას ძმის სახელი ფიგურირებს (ხელშეკრულება აქვს გაფორმებული რუსთავის ბაგა-ბაღებთან, ქუთაისის ბაღების გაერთიანებასთან; «ემ გრუპი», სადაც 50%-იანი წილი აქვს გეგენავას ძმას, მასში სხვადასხვა რესტორანი და კვების ობიექტები შედის; ასევე ყვარლის ტბის კომპლექსი და საკონდიტრო კომპანია «ემ თეიქი»; სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ-კოლეჯი; საჯარო რეესტრში აღნიშნული კომპანიის მფლობელებზე ინფორმაცია არ არსებობს.
გეგენავა ჩანს ვაკის ხორცპროდუქტების ქარხანაშიც, სადაც დეპუტატის ძმას 15%-იანი წილი აქვს, ასევე აქვს ამ კომანიაში 25%-იანი წილი «ჰოლდინგ ჯის». საკვები პროდუქტების კომპანია «ჰორეკაშიც» გეგენავების წილია. საკვები პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების რეალიზებას უკავშირდება კიდევ 13 კომპანია. «კოლხი ბიზნეს ჯგუფის» დამფუძნებელი დეპუტატი გეგენავაა, სადაც ახლა მეწილეები მისი მეგობრები არიან. «პროგრეს ჯგუფში», სადაც გეგენავები 20%-ს ისედაც ფლობდნენ, შემდგომში მინისტრ რურუას ძმამ, გიორგი რურუამ დამატებითი წილი დაუთმო უკვე «ემ გრუპის» ეგიდით მოქმედ გეგენავებს. კომპანიის 30%-იანი წილი გასხვისებული აქვს «ფუდსერვისზე», რომელიც ასევე გეგენავას სახელზე ირიცხება. შპს «აზიურში» გეგენავები 25%-ს, ხოლო «ემ გრუპის» სახელით 47%-იან წილს ფლობენ «ბელ დე ჯურში»; შპს «გრანდი», «ბესტი», «ჰოლდინგ ჯი», სადაც 10%-იანი წილის მფლობელია ანდრო გეგენავა.
აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიის ხელმძღვანელების ვინაობაც არაა ცნობილი. სავარაუდოდ, ისიც გეგენავების ბიზნესს ეკუთვნის. იგივე კომპანიაა ზემოთჩამოთვლილ კომპანიებში მსხვილპროცენტიანი მეწილე. თავის მხრივ, ამ კომპანიის სახელი გვხვდება შემდეგ კომპანიებში: უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახური «თორნი», «AES intellinet GEORGIA», «ექს-მეტი», «ათინათი», «ეიჩარ არს», «ჯეო პროვიანი». 2010 წლიდან კომპანია «სუფთა სამყაროში» ისევ გეგენავების გვარი ჩნდება. კომპანიის მიერ სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებასთან გაფორმებულმა ხელშეკრულებებმა საერთო ჯამში 1 მილიონ 447 ათას 397 ლარი შეადგინა. «სუფთა სამყარო» 40-მდე სახელმწიფო დაწესებულებას ალაგებს, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც.
გეგენავების სახელს უკავშირდება, აგრეთვე, კომპანია «აგროგანვითარება», «აგროვესტი», «ნობ», «ხის სახლი», «ჯეო პლასტიკი». შპს «სი ენდ სი»-ს ხელმძღვანელი არჩილ გეგენავა თანახმაა 100%-იანი წილი მიჰყიდოს «თელიანი თრენდინგს», სადაც ასევე 100%-იანი წილის მფლობელი ასევე არჩილ გეგენავაა, რისთვისაც 800000-იან სესხს იღებს ბანკიდან. ასევე მას ეკუთვნის საქველმოქმედო ფონდი «ერთგულება», რომელიც აქტიურად აფინანსებდა გიგი უგულავას საარჩევნო კამპანიას.
შარანგიები: ლორენცო შარანგია, შვილები _ მერაბ შარანგია, რეზო შარანგია, ლევან შარანგია, შოთა შარანგია
მიხეილ სააკაშვილისა და შარანგიების დაახლოება სააკაშვილის კიევში ცხოვრების დროს დაიწყო. მისი უახლოესი მეგობარი და ჯგუფელი, ვისთანაც ის ცხოვრობდა, გახლდათ ვინმე გია ყარამანაშვილი, რომლის დაც, ნატა ყარამანაშვილი არის რევაზ შარანგიას მეუღლე.
შარანგიები მამის კომუნისტური წარსულის და მოსკოვში ქართული კრიმინალური კლანის წყალობით აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ მალევე დადგნენ ფეხზე. მოსკოვში ლორენცო შარანგიას სახელზე რეგისტრირებული კომპანიის საქმიანობაში მითითებულია: საცალო ვაჭრობა, საშუამავლო მომსახურება, რეკლამა.
ისევ მოსკოვი, ამჯერად სხვა კომპანიის დირექტორად მერაბ ლორენცოს ძე შარანგია სახელდება. რაც შეეხება საქმიანობას, ის საკმაოდ მრავალფეროვანია, სპეციალიზირებული ტექნიკის შეძენა-მონტაჟით დაწყებული, სატრანსპორტო გადაზიდვებით დამთავრებული.
«საქართველოს რკინიგზა», «ლიბერთი ბანკი», «საქართველოს ბანკი», «კავკასუს ონლაინი», «თბილისის წყალი», დეზერტირების ბაზარი, «სოკარი», «სახალხო აფთიაქი», «თბილისი ცენტრალი», რიყის ტერიტორია, «ბილაინი», «საქართველოს ლატარეის კომპანია», «ნუგეში», «ჯი ემ სის რესტორნების ქსელი», «შემოიხედე, განაცვალეს» ქსელი, «იაპონური რესტორანი» «სი თი პარკი», «თბილისის ტაქსი», სამარშრუტო ტაქსები, ბათუმის «ინტურისტი».
არჩილ გეგენავა, კახა დამენია, რომან ფიფია: ანგარიშები კვიპროსზე, ლონდონში, სინგაპურში, შვეიცარიაში; კავშირი ცნობილ საბჭოთა აფხაზ ფეხბურთელთან და ბიზნესმენთან ახრიკ ცვეიბასთან და გაყიდულ საფეხბურთო თამაშებთან. ყველაფერი ეს ერთ ადამიანამდე მიდის _ რეზო შარანგიამდე, სააკაშვილთან დაახლოებული ეს ბიზნესმენი სახელდება ყველა აღნიშნული პოლიტიკური და ბიზნესგარიგების იდეის ავტორად.
ის არის არა მარტო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი ამ ქვეყანაში, არამედ «ძლიერთა ამა სოფლისა» პირველი ოცეულის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პერსონაც.
მოამზადა ლილი მიროტაძემ