Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე ადგილები დედამიწაზე, რომლებიც ყველაზე მეტად არის დაცული

ადგილები დედამიწაზე, რომლებიც ყველაზე მეტად არის დაცული

ზონა 51, აშშ

სამხედრო ბაზები, ბიბლიოთეკა, საიდუმლო საცავი და ავტოსადგომიც კი. პლანეტა დედამიწაზე არის ადგილები, რომლებსაც თეთრ სახლსა და კრემლზე მეტად იცავენ.

ზონა 51, აშშ

ეს არის აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა, რომლის არსებობა დადასტურდა მხოლოდ 2013 წლის ივლისში. ობიექტის მაღალ დონეზე გასაიდუმლოების გამო ზონა 51-ის გარშემო სივრცე შეზღუდულია ფრენებისთვის, მოქალაქეებსა და ბევრ სამხედროს კი აკრძალული აქვს ბაზის ტერიტორიაზე შესვლა. ზონა 51 უფოლოგებისა და შეთქმულების თეორიების თაყვანისმცემელთა ფავორიტია. ამბობენ, რომ ამ რაიონს ხშირად სტუმრობს მფრინავი თეფშები: ადამიანებს ეგონათ, რომ საცდელი პროტოტიპები უცხოპლანეტელთა ხომალდებია. საბოლოოდ, ზონა 51 კოლექტიურ წარმოსახვაში გარდაიქმნა ბაზად, რომელშიც აშშ-ის ხელისუფლებას გამომწყვდეული ჰყავს უცხოპლანეტელები.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა პატარა აეროპორტი გახსნეს დამშრალი ტბის _ გრუმის რაიონში, ლას-ვეგასიდან 130 კმ-ის მოშორებით. ეს ზონა რუკებზე აღნიშნულია, როგორც Area 51 (ზონა 51). ობიექტი მივიწყებული იყო 1955 წლის აპრილამდე _ სანამ პრეზიდენტ ეიზენჰაუერის ადმინისტრაციას არ დასჭირდა ცენტრი ახალი ჯაშუში თვითმფრინავების გამოსაცდელად. ბაზის ტერიტორია 37-დან 40 კმ-მდე გააფართოვეს. 24 ივნისს მიიღეს Lokheed U-2-ის პირველი პროტოტიპი. იქ გადაყვანილი სამხედროებისთვის რამდენიმე თვეში ააშენეს სახლები, სკოლები, კინოთეატრები და ბეისბოლის სათამაშო მოედნები. ბაზას უწოდეს Paradise Ranch-ი.

რადგან ბაზის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაკავშირებული იყო სამხედრო მოწყობილობებთან, ამიტომ ყველა სამუშაო ტარდებოდა გრიფით: “სრულიად საიდუმლო” და ბაზის ტერიტორია ყოველთვის გულმოდგინედ იყო დაცული.

საიდუმლო ობიექტი მთა იამანტაუში
საიდუმლო ობიექტი მთა იამანტაუში

საიდუმლო ობიექტი მთა იამანტაუში

ბაშკირეთის რესპუბლიკის დასახლება მეჟგორიე ყველაზე ძნელად მისადგომი და იდუმალი ქალაქია რუსეთში.

ამ დასახლებულ პუნქტთან მთა იამანტაუში რაღაცას აშენებენ. ვარაუდობენ, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მარაგის საცავი. სხვა ვერსიით, იამანტაუში აშენებენ ბუნკერს, რომელიც სისტემა “მკვდარი ხელის” (ან “პერიმეტრის”) ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ობიექტი იქნება. სისტემა “პერიმეტრს” შეუძლია ავტომატურად გაუშვას მასირებული ბირთვული დარტყმა. ის არის გარანტია წყალქვეშა, საჰაერო და საშახტო ბაზირების ბალისტიკური რაკეტების სტარტისა, თუ მოწინააღმდეგე გაანადგურებს ყველა პუნქტს, რომლებსაც შეუძლია გასცეს ბრძანება საპასუხო ბირთვული შეტევის დაწყებაზე, და სრულიად დამოუკიდებელია კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებისა და სამეთაურო სისტემებისგან, თვით “ბირთვული ჩემოდნისგანაც” კი სახელწოდებით “ყაზბეგი”.

ყველაზე გავრცელებული ვერსია ასეთია _ იამანტაუში აშენებენ ქალაქს ათას კაცზე, სადაც გადავა ქვეყნის ხელმძღვანელობა მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში.

მორმონთა ეკლესიის საიდუმლო საცავი
მორმონთა ეკლესიის საიდუმლო საცავი

მორმონთა ეკლესიის საიდუმლო საცავი

სოლტ-ლეიკ-სიტის ახლოს განლაგებულია საცავი, რომელიც ეკუთვნის იესო ქრისტეს წმინდა ბოლო დღეების ეკლესიას (მორმონიზმის ყველაზე დიდი განშტოება). ბუნკერი განლაგებულია გრანიტის მთის ქვეშ 200 მ-ის სიღრმეზე. საცავი ისეა დაპროექტებული, რომ შეუძლია გაუძლოს ბირთვულ აფეთქებას.

ბუნკერი “პიონენი”
ბუნკერი “პიონენი”

ბუნკერიპიონენი

სტოკჰოლმში “პიონენი” იმისთვის ააგეს, რომ ბირთვული დარტყმის შემთხვევაში შვედეთის მთავრობას შეძლებოდა მუშაობა. ცივი ომის დამთავრების შემდეგ ინტერნეტპროვაიდერმა Bahnhof-მა “პიონენი” დატა-ცენტრად გადააკეთა. შიგნით შესვლა შეიძლება ერთადერთი გვირაბის მეშვეობით. შიგა ინფრასტრუქტურა კი ქმნის მიწისქვეშა ქალაქის იმიტაციას: არის ავტოსადგომები, “მწვანე” ზონები, აკვარიუმები და დღისა და ღამის შეცვლის სისტემაც კი. “პიონენის” ყველაზე ცნობილი კლიენტია wikillaks-ი.

ვატიკანის ბიბლიოთეკა
ვატიკანის ბიბლიოთეკა

ვატიკანის ბიბლიოთეკა

ვატიკანის ბიბლიოთეკაში ინახება ყველაზე ფასეული ისტორიული დოკუმენტები, რაც კი ოდესმე მოუძიებიათ. ითვლება, რომ XV საუკუნეში შექმნილ ვატიკანის უზარმაზარ ბიბლიოთეკაში დაცულია კაცობრიობის თითქმის ყველა ცოდნა წმინდა სწავლებაზე. სხვათა შორის, წიგნების დიდი ნაწილი გასაიდუმლოებულია. ზოგიერთ დოკუმენტზე კი ხელი მხოლოდ რომის პაპს მიუწვდება.

სპეციალისტთა აზრით, ვატიკანის ბიბლიოთეკაში ინახება მილიონ წიგნზე მეტი, აგრეთვე, უამრავი სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტი. წიგნთსაცავში შესვლა შეუძლიათ მხოლოდ მეცნიერებსა და თეოლოგებს, ოღონდ მხოლოდ კალმითა და ფურცლით ხელში. სტუმრებს საცავში მიჰყვება ორი გვარდიელი და მღვდელი. არქივის საერთო სიგრძე 84 კილომეტრია.

ფორტ ნოქსი
ფორტ ნოქსი

ფორტ ნოქსი

ადგილი, სადაც ინახება აშშ-ის ოქროს მარაგი ფასდაუდებელ ისტორიულ დოკუმენტებთან ერთად, გულმოდგინედ არის დაცული. ფორტში შესვლა შეიძლება კარის გავლით, რომლის წონა 22 ტონაა.

კურორტი “მწვანე ასკილი”
კურორტი “მწვანე ასკილი”

კურორტიმწვანე ასკილი

ეს კურორტი მდებარეობს დასავლეთი ვირჯინიის (აშშ) ტყეებში. ტერიტორიის ფართობი 2 ათას ჰექტარზე მეტია. “მწვანე ასკილში” ატარებენ თავიანთ შვებულებას მაღალი რანგის პოლიტიკოსები. ამ ადგილის მთავარი გამოცანა არის მიწის ქვეშ. 25 ტ წონის კარი ხურავს პროდუქტებით სავსე და საცხოვრებლად კარგად მოწყობილი ბუნკერის შესასვლელს. სწორედ იქ იცხოვრებს აშშ-ის კონგრესი ბირთვული ომის დაწყების შემთხვევაში.

ავტოსადგომი Bold Lane
ავტოსადგომი Bold Lane

ავტოსადგომი Bold Lane

დიახ, დიახ, სახელდობრ, ავტოსადგომი. ის მდებარეობს დიდი ბრიტანეთის ქალაქ დერბიშირში და პლანეტის ერთ-ერთ უსაფრთხო ადგილად ითვლება. იქ შესვლა ან გამოსვლა არავის შეუძლია სპეციალური საშვის გარეშე. მას შემდეგ, რაც ავტომობილს დააყენებთ, ირთვება მოძრაობის, მოცულობისა და ბგერის უამრავი საინფორმაციო გადამწოდი, რომლებიც აკონტროლებენ სივრცეს ავტომობილის გარშემო. სიგნალიზაციის ჩართვის შემთხვევაში ყველა შესასვლელ-გამოსასვლელი ავტომატურად იბლოკება.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here