ოფიციალური თეირანი აცხადებდა, რომ, თუ აშშ ბირთვულ შეთანხმებაზე უარს იტყვის, ირანი ურანის გამდიდრებას დაიწყებდა.
8 მაისს ტრამპმა განაცხადა, რომ 2015 წლის ირანის ბირთვულ შეთანხმებას ტოვებდა, რითაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის რისკი გაზარდა და ამით ევროპელი მეგობრები გაანაწყენა.
9 მაისს ცნობილი შეიქნა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ სანქციებს 180 დღეში აღადგენდა და ის შეზღუდვები, რომლებიც ამ ქვეყნის წინააღმდეგ ბირთვული შეთანხმების ფარგლებში იყო დაწესებული, კვლავ განახლდებოდა. 24 მაისს კი აშშ-მა ირანში მოქმედ ცხრა ორგანიზაციას სანქციები დაუწესა.
2015 წელს აშშ-მა, საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა ირანთან მიღწიეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თეირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის სანაცვლოდ საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ირანის მიერ ნავთობით ვაჭრობის აკრძალვის გაუქმებას.