გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტის შემზღუდველი ზომები “არ უპასუხებს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წესებს”.
“ევროკავშირის ქვეყნები ერთიანი ფრონტით გამოვლენ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ალუმინსა და ფოლადზე დაწესებული ბაჟის წინააღმდეგ”, _ განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პორტუგალიის პრემიერმინისტრ ანტონიო კიშტასთან ერთად 31 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მერკელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ “ვუპასუხოთ გაბედული და ერთიანი მეთოდით”. მერკელის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დაწესებული შემზღუდველი ზომები “არ უპასუხებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს”, _ იუწყება სააგენტო France-Press.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის 23 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააწესა ახალი საბაჟო გადასახადები ფოლადსა (25%) და ალუმინზე (10%) ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც პროდუქციას აშშ-ს აწვდიან. ამ საკითხზე 1 ივლისამდე ვადა გაუგრძელა ავსტრალიას, არგენტინას, ბრაზილიას, კანადას, მექსიკას, კორეის რესპუბლიკას, აგრეთვე, ევროკავშირის ქვეყნებს.