Home ახალი ამბები მსოფლიო მუსლიმანებს აიძულებენ, ჩაისახლონ კომუნისტები

მუსლიმანებს აიძულებენ, ჩაისახლონ კომუნისტები

კომუნისტები

CNN იუწყება, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მილიონზე მეტ წევრს ქვეყნის სინძიანუიგურის ავტონომიურ რაიონში მუსლიმანთა სახლებში ჩაასახლებენ.

პარტიული მოღვაწეების ეს ჩასახლება “ტერორიზმის, სეპარატიზმისა და რელიგიური ექსტრემიზმის” წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ნაწილია. ასეთი ერთკვირიანი ვიზიტები თვეში ერთხელ მაინც მოეწყობა. ოჯახებმა “სტუმრებს” უნდა წარუდგინონ პირადი ცხოვრებისა და პოლიტიკური შეხედულებების შესახებ დეტალური ანგარიშები. ისინი ასევე გაივლიან “პოლიტიკური ცოდნის გაღრმავების კურსებს”, რომლებსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ჩაუტარებენ.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა დაგმო მოქალაქეთა პირადი ცხოვრების უფლების ამგვარი ხელყოფა. “რა შეიძლება იმაზე ვერაგული იყოს, როცა ადამიანებს აძალებენ, ოჯახებში ჩაისახლონ მეთვალყურეები?!” _ ასე შეაფასა პეკინის გადაწყვეტილება ჩინეთის საკითხების სპეციალისტმა მაია ვანგმა.

თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 120 მუსლიმან-უიგური “გადამზადდება” ქალაქ კაშგარის პოლიტიკურ საგანამანათლებლო ბანაკებში. იქ ისინი იმღერებენ რევოლუციურ სიმღერებს, შეისწავლიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის სი ძინპინის იდეებს, ისაუბრობენ ჩინურად, რომელიც მათი მშობლიური ენა არ არის. ადგილობრივები უიგურულ ენაზე საუბრობენ.

1 COMMENT

  1. არ ბიჭო და თავის ნებაზე მიუშვებენ და მერე ქუჩებში გამოსვლებს დააწყებინებენ თავიანთი პრეტენზიებით, როგორც ამას ევროპაში აკეთებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here