Home სხვადასხვა დაიჯესტი გადაიხადე და დაგიცავ, ოღონდ ეს მეც უნდა მსურდეს და სარგებელიც უნდა მივიღო...

გადაიხადე და დაგიცავ, ოღონდ ეს მეც უნდა მსურდეს და სარგებელიც უნდა მივიღო _ ტრამპის მოთხოვნა “სტრატეგიული მოკავშირეების” მიმართ

ამერიკაზე უკეთ ჩვენი წინდახედულება დაგვიცავს

დოლარი

აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 კვირის წინათ განაცხადა, რომ აშშ უკვე აღარ სურს მსოფლიო პოლიციელის როლის შესრულება და დაიჩივლა, რომ ეს ძალიან არახელსაყრელი მდგომარეობაა ამერიკელებისთვის. “ჩვენ სულ უფრო ნაკლებად გვსურს, ვიყოთ მსოფლიო პოლიციელი. ჩვენ ათეული წლების განმავლობაში ვხარჯავდით უზარმაზარ თანხას მსოფლიოში წესრიგის შესანარჩუნებლად, და ეს აღარ უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი. ჩვენ გვსურს, დავამყაროთ წესრიგი ჩვენთან, ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის აღდგენას”, _ თქვა ტრამპმა ნიგერიის პრეზიდენტ მოჰამადუ ბუჰარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ეს, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური განცხადებაა პირველი პირისგან იმ ქვეყნისა, რომელიც, ათეულობით წლებია, ფეხქვეშ თელავს საერთაშორისო სამართალს და ცდილობს, მსოფლიოზე იბატონოს. აქ საქმე ის კი არ არის, რომ აშშ-ს უცებ გაეღვიძა სინდისი ან პატივისცემა საერთაშორისო სამართლის მიმართ, ტრამპი, უბრალოდ, მიხვდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე აღარ შეუძლია, შეინარჩუნოს გეოპოლიტიკური საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც მისმა წინამორბედებმა შექმნეს, და რომდემოკრატიის დამცველებს”, რომლებიც მიეჩვივნენ ვარსკვლავებიანზოლებიანი დროშის ქვეშ მუშაობას, მოუწევთ პროფესიის შეცვლა.

გლობალური პოლიციელის (თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, გლობალური სატუსაღოს დარაჯის) როლში ამერიკის შეერთებული შტატების ბოლო წარმატებული ოპერაცია იყო ლიკვიდაცია მუამარ კადაფისა, რომელიც დოლარის სისტემიდან გაქცევის მცდელობისას მოკლეს.

მას შემდეგ, რაც კადაფიმ დაიწყო პანაფრიკული ვალუტის შექმნისა და ლიბიის სანავთობე ვაჭრობის უდოლარო სისტემაზე გადაყვანის გეგმის რეალიზაცია, მისი ბედი გადაწყდა _ ლიკვიდაციამაც არ დააყოვნა. ამის შემდეგ აშშ-ს “სუფთა მოგება” აღარ ჰქონია, სირიაში კი სრული მარცხი განიცადა, როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ისე იმიჯის მხრივ. ასადი ცოცხალია და დაუმორჩილებელი დამასკოდან ხელმძღვანელობს სირიას. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოზე ჰეგემონია, რომელსაც აშშ მიეჩვია ბოლო 30 წლის განმავლობაში, უკვე აღარ არის.

ბოლო პერიოდამდე ამერიკის არმიის “მონეტიზაციის”, მარტივად რომ ვთქვათ, არმიით ფულის შოვნის მთავარი მიზანი დოლარის სისტემის დაცვა იყო. თუ ვინმე შეეცდებოდა ამ სისტემიდან ცალმხრივად გასვლას, შემთხვევათა უმრავლესობაში ჰქონდა პერსპექტივა იმისა, რომ თავისი ქვეყნის სანაპიროზე ეხილა ამერიკული ავიამზიდების ჯგუფი და, ამასთანავე, ქვეყნის მთავარ მოედანზე მიეღო მორიგიფერადი რევოლუცია” “ყველაფერი კარგის დასაცავად და ყველაფერი ცუდის წინააღმდეგ”. ეს განაპირობებდა იმას, რომ კონკრეტული ქვეყნების ელიტები უარს ამბობდნენ დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებაზე.

აშშ-ის პრობლემა ამჟამად არის ის, რომ ეს სქემა უკვე ისე აღარ მუშაობს, როგორც ადრე, ამერიკის არმია კი იმაზე მეტ რესურსს მოიხმარს, ვიდრე ოდესმე მოიხმარდა: ტრამპმა ხელი მოაწერა აშშ-ის 2018 წლის ბიუჯეტს, რომელშიც თავდაცვისთვის გამოყოფილია წინა წელთან შედარებით 80 მლრდ-ით მეტი თანხა _ 692 მლრდ დოლარი.

ამერიკის პრაგმატულ პრეზიდენტს უწევს არმიის “მონეტიზაციის” მეთოდების ძებნა და არა იმ საკითხის გადაწყვეტა, როგორ გამოიყენოს არმია გარკვეული გლობალური ამოცანების გადასაჭრელად, არამედ იმის, საერთოდ, როგორ შეინახოს და თავიდან აიცილოს ვითარება, რომელშიც ფულის ნაკადებს მიჩვეული ამერიკის სამხედრო ელიტა თვითონვე არ მოისურვებს აშშ-ის მართვას ვაშინგტონიდან. ეს არც ისეთი დაუჯერებელი სცენარია, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ თავდაპირველად; განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პრესტიჟული კვლევითი ცენტრის _ Pew Research Centerის მონაცემებით, 2017 წელს აშშის არმიას ენდობოდა გამოკითხულთა 72%, რაც 2,25-ჯერ მეტია პრეზიდენტის ნდობაზე (32%). ამერიკულ კორპორაციებს ენდობოდა გამოკითხულთა 21%, ხოლო კონგრესს _ მხოლოდ 12%.

ამერიკის პრეზიდენტი დღეს იძულებულია, იმუშაოს სავაჭრო აგენტის რანგში აშშ-ის არმიისთვის, რომელიც “ბორცვზე მდებარე გაბრწყინებული ქალაქის პრეტორიანელთა გვარდიის” სტატუსიდან ჩამოქვეითდა და “გლობალური დემოკრატიის” დამცველიდან გადაიქცა დაქირავებულთა ყველაზე დიდ დაჯგუფებად პლანეტაზე. ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია ტრამპის აღიარება-განცხადება იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთს მოუწევს გადახდა, თუ ერ-რიადს სურს, ამერიკელი სამხედროები დარჩნენ სირიაში. აი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ფრაზა:

საუდის არაბეთი ძალიან არის დაინტერესებული ჩვენი გადაწყვეტილებით. და მე ვთქვი: თუ გსურთ, რომ ჩვენ დავრჩეთ (სირიაში _ ..) შეიძლება მოგიწიოთ გადახდა”.

მსგავსი რამ ტრამპს ადრეც უთქვამს, ოღონდ გერმანიისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების მიმართ.

2017 წლის მარტში, The Sunday Times-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს მოსთხოვა, გადაეხადა 300 მლნ გირვანქა სტერლინგი ნატოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის და განაცხადა, რომ ბერლინს უზარმაზარი ვალი აქვს ნატოსა და აშშ-ის. “აუცილებელია, გერმანიამ გადაიხადოს მძლავრი და ძალიან ძვირი საფასური თავდაცვისთვის, რომლითაც ჩვენ ამ ქვეყანას უზრუნველვყოფთ”. გადაიხადე და დაგიცავ, ოღონდ თუ მე მოვისურვებ და თუ ამისგან სარგებელს მივიღებ _ აი, ტრამპის მოთხოვნასტრატეგიული მოკავშირეებისმიმართ.

ამერიკის “სტრატეგიულ” პარტნიორებში შედის საქართველოც, რომელსაც აშშ-მა 75 მლნ დოლარად მიჰყიდა ტანკსაწინააღმდეგო სისტემები “ჯაველინი”. ტრამპი მიხვდა, რომ აშშ-ს უკვე აღარ შეუძლია კოლოსალური თანხების ხარჯვა სტრატეგიული მოკავშირეების დასაცავად და იმისთვის, რომ რომელიმე ქვეყანა დაიცვას, ფულს ითხოვს; საქართველოს ხელისუფლება კი, რომელიც აშშ-ის “სტრატეგიულ მოკავშირეობაზე” დებს თავს, ვერ ხვდება, რომ ძია სემს საქართველო მხოლოდ რუსეთთან დასაპირისპირებლად სჭირდება და ამ შემთხვევაშიც საეჭვოა, რომ ჩვენი დაცვა მოახერხოს ან ისე დაგვიცავს, როგორც 2008 წლის აგვისტოში; თუმცა ისიც საკითხავია, საქართველოს, რომლის მოსახლეობის 11,8% უმუშევარია და სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ 788 ათასი ადამიანია, აქვს შესაძლებლობა, რომ აშშ-ს უზარმაზარი თანხა გადაუხადოს თავდაცვაში. ამის საშუალება ხომ გერმანიასაც არ აქვს, რომლის ბიუჯეტიც 1,5 ტრილიონ დოლარს აჭარბებს?!

რამდენიმე დღის წინათ გერმანიის ლიდერმა ანგელა მერკელმა, როდესაც ის ქალაქ ახენში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემიის მინიჭებას ულოცავდა, განაცხადა:

ისე აღარ იქნება, რომ აშშ, უბრალოდ, დაგვიცავს. ევროპამ აუცილებლად თვითონ უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ბედი. ეს სამომავლო ამოცანაა.

აღსანიშნავია, რომ მერკელი პირველად არ მოუწოდებს ევროპას, დაეყრდნოს მხოლოდ საკუთარ ძალებს. მაგალითად, გასულ წელს, ნატოს სამიტის შემდეგ, რომელზეც პრეზიდენტმა ტრამპმა ალიანსის წევრი ქვეყნებისგან თავდაცვის ხარჯების გაზრდა მოითხოვა, გერმანიის კანცლერმა ანალოგიური ფორმულირება გამოიყენა და განაცხადა, რომ ევროპელებმა საკუთარი ბედი თვითონ უნდა გადაწყვიტონ, ვინაიდან დრო, როდესაც მათ შეეძლოთ, სხვებს დაყრდნობოდნენ, წარსულს ჩაბარდა.

ტრამპის განცხადება სტრატეგიული მოკავშირეების მიმართ თავდაცვისთვის თანხის გადახდაზე _ ეს არის ანარეკლი რეალობის ახალი აღქმისა, რომელმაც შეაღწია ამერიკულ საექსპერტო და მედიასაზოგადოებაში. ამერიკულმა გამოცემა The National Interest-მა ცოტა ხნის წინათ გამოაქვეყნა ანალიტიკური მასალა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ჰეგემონიის დაკარგვის აღიარებად, აგრეთვე, იმის ნიშნად, რომ აუცილებელია, დაიწყოს მოლაპარაკებები საგარეო კრედიტორებთან აშშ-ის სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციაზე. ბოლო პერიოდამდე ეს შეუძლებლად მიიჩნეოდა.

აღსანიშნავია, რომ ეს თვალსაზრისი გამოქვეყნდა გამოცემაში, რომელსაც აფინანსებს Jor The National Interest-ი _ ნაციონალური ინტერესების ცენტრი, ანუ გავლენიანი არაკომერციული ორგანიზაცია, დაფუძნებული პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის მიერ და დაკავშირებული რესპუბლიკური პარტიის ზომიერ წრეებთან.

ამჟამად ამ ცენტრს ხელმძღვანელობს ჰენრი კისინჯერი _ პოლიტიკური რეალობის სკოლის ცოცხალი ეტალონი. თუ, ამასთანავე, წამოიჭრება საკითხი იმის შესახებ, რომ ამერიკელი სამხედროების გამოხდომები მსოფლიოში პრეისკურანტის მიხედვით უნდა დაფინანსდეს და რომაშშის მთავარი მტერი არის არა ჩინეთი ან რუსეთი, არამედ სახელმწიფო ვალი” (ეს არის მთავარი თეზისი The National Interestში გამოქვეყნებული სტატიისა), მაშინ აშკარაა, რომ ამერიკის პოლიტიკური ელიტის ნაწილი მიხვდა, რომ აშშის ჰეგემონია დასრულდა. და ამ ელიტის რეალისტურმა ნაწილმა დაიწყო ძებნა მეთოდისა, როგორ იცხოვროს სამყაროში, სადაც ვაშინგტონი აღარ იქნება ძალის ერთადერთი ცენტრი და აღარ ექნება პრეტენზია დედამიწის ჭიპის სტატუსზე.

ამერიკის ელიტის ყველაზე ხმაურიანი ნაწილი, ჰილარი კლინტონიდან და ჯონ მაკეინიდან ნიკი ჰეილიმდე და მაიკ პომპეომდე, ცდილობს, მუქარითა და ძალადობით დაიბრუნონ დაკარგული დიდება. ამერიკის ელიტის უფრო პრაგმატული და ცივსისხლიანი ნაწილი, კისინჯერიდან ტრამპამდე, უკვე გადავიდა ვაჭრობის სტადიაზე და ცდილობს, მაქსიმალური სარგებელი მიიღოს “ამერიკის იმპერიული მემკვიდრეობის” გაყიდვიდან ან “მონეტიზაციის” სხვა ფორმებიდან.

იმ ქვეყნებს კი, რომლებმაც თავიანთი ბედი და ცივილიზაციური არჩევანი დაუკავშირეს ამერიკის მომაკვდავ იმპერიას, მომავალი კარგს არაფერს უქადის. როგორც აჩვენებს პრაქტიკა, იმპერიის ლიკვიდაციის ან გაკოტრებისას, ისევე, როგორც კორპორაციის ლიკვიდაციის ან გაკოტრებისას, პირველ რიგში, ყიდიან არაპროფილურ აქტივებს და აქ საქმეს სტრატეგიული მოკავშირეობა და ვერანაირი ერთგულების დაპირება ვერ უშველის. აი ეს უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ხელისუფლებამ.

ამ საკითხზე აღსანიშნავია ყოფილი პრემიერის, აწ უკვე “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება ამ ორგანიზაციის 11 მაისს გამართულ ყრილობაზე: ჩვენ ნაწილობრივ უკვე მოვახერხეთ რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაცია და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შესაძლებელი გახდება ურთიერთმოსმენისა და დიალოგის რეჟიმზე გადასვლა”.

ამ შინაარსის მოწოდება თუ დაპირება ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების სათავეში “ქართული ოცნების” მოსვლის წინაც გასცა, მაგრამ მას შემდეგ ამ მიმარულებით არაფერი გაკეთებულა; თანაც მიდგომა, რომ რუსეთთან ურთიერთობას საერთაშორისო პარტნიორების დახმარებთი მოვაგვარებთ, უკვე წლებია, წყლის ნაყვაა და მეტი არაფერი, რადგან ამ “საერთაშორისო პარტნიორებს” საქართველო მხოლოდ რუსეთთან სავაჭროდ სჭირდებათ. “საერთაშორისო პარტნიორების” დახმარებით რუსეთთან დიალოგის დაწყების მცდელობა ხომ იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა არ არის და გარედან მითითებების გარეშე ნაბიჯს არ დგამს; ან რატომ პირდაპირი გზით არ ცდილობს საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას, მით უმეტეს, რომ რუსეთის ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა არაერთხელ მკაფიოდ მიანიშნეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მზად არიან დიალოგის დასაწყებად?! მაგალითად, 2015 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივაზე ასე უპასუხა:

“2008 წლის მოვლენების შემდეგ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, ჩვენ არ ვართ დაძაბულობის მიზეზი. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს, პირველ რიგში, ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხების საქმეა, მათთან უნდა იმუშაოთ. ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ. საჭიროა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ვფიქრობ და მზად ვართ, გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი”.

რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს რუსეთთან დიალოგის დაწყების გზაზე. ეს იმიტომ, რომ სწორედ დასავლეთის _ ნატოსა და აშშ-ის, აგრეთვე, დიდი ბრიტანეთის, გავლენისგან ვერ დაუღწევია თავი, თუმცა ეს არც სურს, რადგან არ ფიქრობს ქვეყნისთვის სასიცოცხლო ინტერესების გატარებაზე. ხელისუფლებაში არ ფიქრობენ, რომ ნატოში შესვლა ამ ალიანსის სამხედრო ძალების განლაგებას ნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე და სწორედ ეს არის საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს სამიზნეში აღმოვჩნდებით.

ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში პოზიტიური მოვლენაა და იმედია, ის ყველაფერზე მაღლა დააყენებს საქართველოს ინტერესებს.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here