სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ადელ ალ–ჯუბეირმა CNN –ის ეთერში ვაშინგტონსა და თეირანს შორის დადებულ ხელშეკრულებას “არასრულფასოვანი” უწოდა და მხარი დაუჭირა ტრამპის გადაწყვეტილებას ამ გარიგებიდან გამოსვლის შესახებ.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულება არ ეხებოდა ბალისტიკური რაკეტების შექმნისა და ირანის მიერ ტერორისტების მხარდაჭერის პრობლემებს. “მიმაჩნია, რომ, თუ ირანი განაახლებს ურანის გამდიდრების პროგრამას იმ დონეზე მაღლა, რომელიც ამჟამადაა, მაშინ ამას უნდა მოჰყვეს ყველა სხვა სახელმწიფოს გამოსვლა ამ გარიგებიდან და მათი მხრიდან დამატებითი სანქციების მიღება ირანის საწინააღმდეგოდ”, _ თქვა მან.
შეკითხვას, აპირებს თუ არა საუდის არაბეთი ატომური იარაღის შექმნას, ალ-ჯუბეირმა დადებითად უპასუხა: “ჩვენ სავსებით ნათლად და გარკვევით განვაცხადეთ, რომ, თუ ირანი მიიღებს ბირთვულ პოტენციალს, განსხვავების აღმოსაფხვრელად ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რისი საშუალებაც გვაქვს”.