სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა თავის კოლეგასთან _ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სერბეთი არ აპირებს არც ნატოში, არც რომელიმე სხვა სამხედრო ალიანსში გაერთიანებას და დაიცავს სამხედრო ნეიტრალიტეტს.
“სერბეთი დაიცავს თავის დამოუკიდებლობას, თავის სამხედრო ნეიტრალიტეტს და არ აპირებს არც ნატოს წევრობას, არც ნებისმიერი სხვა სამხედრო კავშირის წევრობას”, _ თქვა ვუჩიჩმა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ ქვეყანაში ჩატარებული სოციალური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხვაში მონაწილეთა 84 პროცენტს არ სურს ნატოს სამხედრო ალიანსში გაერთიანება.