Home რუბრიკები პოლიტიკა “შეერთებული შტატები მოძებნის საბაბს და დაბომბავს ყველა ქვეყანას, რომლებსაც აქვთ განვითარებისა და...

“შეერთებული შტატები მოძებნის საბაბს და დაბომბავს ყველა ქვეყანას, რომლებსაც აქვთ განვითარებისა და რესურსების საკუთარი მოსახლეობის სასარგებლოდ გამოყენების პრეტენზია”

ალექსანდრე ჭაჭია

13 აპრილს აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელ ხალხს მიმართა და სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამერიკის ლიდერმა სირიის ხელისუფლება დუმის (დამასკოს აღმოსავლეთით მდებარე დასახლებული პუნქტი) მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა. მან არც რუსეთი დაივიწყა და ამ ქვეყნის ხელისუფლებას უსაყვედურა, რომ არ შეასრულასირიაში ქიმიური იარაღის განადგურების ვალდებულება”. ტრამპის მიმართვის შემდეგ აშშის დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ხომალდებმა და ავიაციამ სირიის ტერიტორია დაბომბეს.

“მიზნები, რომლებსაც დავარტყით, უშუალოდ არის დაკავშირებული სირიის რეჟიმის ქიმიურ პროგრამებთან. ჩვენ მიზნები ავარჩიეთ ისე, რომ მინიმიზებული ყოფილიყო მოქალაქეების სიცოცხლისთვის სახიფათო რისკები. პირველი მიზანი _ ეს არის სამეცნიერო-საკვლევი ცენტრი დამასკოს რაიონში. ეს ობიექტი იყო ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი. მეორე მიზანი იყო ქიმიური ნივთიერებების საწყობი ჰომსის დასავლეთით”, _ განაცხადა აშშ-ის შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის წარმომადგენელმა, გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა.

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ ავიადარტყმების წინ, 14 აპრილის ღამეს, თეთრი სახლი, ფაქტობრივად, “სირიით ცხოვრობდა”, ყოველ შემთხვევაში ასე წერს “The Wall Street Journal”-ი, თუმცა, ამ “ტიტანური სამუშაოს” შესრულების მიუხედავად, რომელმაც “კოლოსალური ძალისხმევა” მოითხოვა, აშშ-ის ფრთოსანი რაკეტების, “ტომაჰავკებისა” და სხვა საომარი საშუალებების მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მცირე იყო. სირიული წყაროების მიხედვით, ამერიკელებმა, ბრიტანელებმა და ფრანგებმა დაბომბეს დამასკოს რაიონები: კისვა, ჯამარანი, ბარზე, ავიაბაზა “დმეირი”; ჰომსის პროვინციაში _ სამხედრო საწყობები. სამხედროებსა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

ავიაბაზა “დმეირი”, რომელიც დამასკოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს 35 კმ-ში, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. აქედან, როგორც სირიელი ისლამისტი “ბოევიკები” და მათი მფარველები ირწმუნებიან, ქიმიური შეტევა განხორციელდა დამასკოს აღმოსავლეთით მდებარე დასახლებულ პუნქტზე _ სირიის სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენებიდან ჰაერში გააფრქვიეს ქლორის შემცველი ნივთიერება და ზარინიც კი _ ნერვების დამბლის გამომწვევი აირი.

დუმასა და აღმოსავლეთ გუტაში, რომელიც ცოტა ხნის წინათ გადავიდა სირიის სამთავრობო ჯარების ხელში, დაგეგმილ პროვოკაციაზე რფ-ის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღით ადრე იცოდა და იქ რუსმა სამხედროებმა მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარეს, რაც კარგად გამოჩნდა სამეულის _ აშშ-ბრიტანეთი-საფრანგეთის _ მიერ ნომერი პირველი მიზნის დაბომბვისას.

სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა მათ წინააღმდეგ მიმართული 103 ფრთოსანი რაკეტიდან 71 გაანადგურეს. აღსანიშნავია, რომ სირიის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა დაკომპლექტებულია 30 წლის წინათ სსრკში შექმნილიC-125”-ით, “C-200”-ით, “ბუკ”-ით, “კვადრატითადაოსათი”. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელებმა და მისმა მოკავშირეებმა სულ გამოიყენეს 103 ფრთოსანი რაკეტა, მათ შორის, საზღვაო ბაზირების “ტომაჰავკი”, რომლის დამზადებაც დაახლოებით 1,6 მლნ დოლარი ჯდება, აგრეთვე, ამერიკელი ბომდამშენებიდან (“B-1”) გაშვებული მართული ავიაბომბები “GBN-38” (35 ათასი დოლარი), აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა (“F-15” და “F-16”) გამოიყენეს რაკეტები “ჰაერი _ მიწა”, ბრიტანული თვითმფრინავებიდან (“ტორნადო”) გაუშვეს 8 რაკეტა “Scalp EG” (დაახლოებით 1,4 მლნ).

ამერიკული და ბრიტანული რაკეტები არ მოხვდნენ რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მოქმედების ზონაში, მაგრამ რუსეთის სამხედრო ბაზებზე _ “ჰმეიმიმისადატარტუსზე” _ განლაგებული სისტემები სრულად აკონტროლებდნენ ზღვიდან და ჰაერიდან გაშვებულ ამერიკულ და ბრიტანულ რაკეტებს.

სირიელებმა კი ჩამოაგდეს აეროდრომდვალისკენგაშვებული 4 რაკეტა; აეროდრომდმეირისკენმიმართული 12 რაკეტა; აეროდრომბლეისკენმფრინავი 18 რაკეტა; აეროდრომშაიარათისკენმიმართული 12 რაკეტა; 9 რაკეტიდან, რომლებიც აეროდრომმეზესკენმიფრინავდნენ, 5 ჩამოგდებულია, აეროდრომჰომსისდასაბომბად გაშვებული 16 რაკეტიდან კი 13 რაკეტა გაანადგურეს.

“შურისძიების აქტის” ორგანიზატორებმა წარმატებას მიაღწიეს მხოლოდ დასახლებულ პუნქტ ბარზესა და ჯარამანის დაბომბვისას. 30 რაკეტიდან, რომლებიც ამ პუნქტის დასაბომბად გაუშვეს, სირიელებმა მხოლოდ 7 ჩამოაგდეს.

“ეს ობიექტები, რომლებიც თითქოს დაკავშირებული იყო სირიის სამხედრო ქიმიურ პროგრამასთან, დიდი ხანია, არავის გამოუყენებია, მასში არც ადამიანები იყვნენ და არც მოწყობილობები იყო. ამჟამად დამასკოში სიმშვიდეა”, _ განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

სიმშვიდე დამასკოში _ ეს სირიისა და რუსეთის გამარჯვებაა. ტრამპის ერთადერთი წარმატება კი არის ის, რომ მან დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დაიყოლია ამ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაზე. არადა, სირიაზე დარტყმა განხორციელდა გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციის გარეშე, აგრეთვე, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმისა და პრინციპის უგულებელყოფით.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი ანგლოსაქსებისა და ფრანგების სარაკეტო დარტყმები სუვერენულ სახელმწიფოზე აგრესიად შეაფასა.

“ჩადენილია აგრესიის აქტი სუვერენული სახელმწიფოს მიმართ, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის წინა ხაზზეა. როგორც 1 წლის წინათ, როცა აშშ-მა დაარტყა სირიის ავიაბაზა “შაიარათს”, ახლაც საბაბად გამოყენებული იყო მშვიდობიანი მოსახლეობის ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის სცენარი, ამჯერად _ დუმაში. რუსი სამხედრო ექსპერტები ჩავიდნენ იმ გამოგონილი ინციდენტის ადგილას და ვერ იპოვეს ქლორისა და სხვა მომწამვლელი ნივთიერებების კვალი. არც ერთ ადგილობრივ მცხოვრებს არ დაუდასტურებია ქიმიური შეტევის ფაქტი”, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ექსპერტები კი სვამენ კითხვებს:

* რატომ უნდა მოეწამლა ბაშარ ასადს თანამემამულეები _ მშვიდობიანი მოქალაქეები, როცა უკვე გამარჯვებულია სამოქალაქო ომში, მას ხომ ეს მაშინაც კი არ გაუკეთებია, როცა დამასკო ალყაში იყო და მისი ბედი ბეწვზე ეკიდა?

ისიც ხომ ყველამ იცის, რომ აშშ-მა და ბრიტანეთმა სწორედ გამოგონილი საბაბით, სადამ ჰუსეინს ქიმიური იარაღი აქვსო, მიწასთან გაასწორეს ერაყი?

* ეს არის ტრამპისჭკვიანირაკეტები? ეს რაკეტები ხომ 30 წლისწინანდელი საბჭოთა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისჟანგიანისისტემებით ჩამოაგდეს?

* რა საჭირო იყო რამდენიმე ასეული მილიონად ღირებული “ტომაჰავკებითა” და სხვა ფრთოსანი რაკეტებით დაბომბვა სირიის ტერიტორიისა, როცა არ არის საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა ამ ქვეყანაში ქიმიური იარაღის არსებობაზე?

* სად გაქრა მომწამვლელი ნივთიერებები საწყობებიდან, რომლებიც, როგორც ამერიკელები არწმუნებენ მსოფლიოს, ზუსტი წერტილოვანი დარტყმებით ააფეთქეს? ამ აფეთქებული ობიექტების გარშემო მცხოვრები ადამიანები ხომ უნდა მოწამლულიყვნენ ქიმიური ნივთიერებით?

* ხომ არ არის ეს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების დახმარება “ისლამურის სახელმწიფოს” ტერორისტებისადმი?

როგორც ჩანს, აშშ-ს გამოგონილი საბაბით სირიის დაბომბვა იმისთვის სჭირდებოდა, რომ მსოფლიოსთვის დაემტკიცებინა თავისი სამხედრო ძლიერება, და ის, რომ კვლავაც მსოფლიოს ბატონია…

ამერიკა რომ ყოველთვის გააჩაღებს ომს მსოფლიოში ლიდერობის შესანარჩუნებლად, წლების წინათ ამბობდა პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია. აი როგორ აფასებდა ის აშშის როლს მსოფლიოში თითქმის 17 წლის წინათ, 2001 წლის სექტემბერში, “დილის გაზეთისთვისმიცემულ ინტერვიუში:

“ეს ის ქვეყანაა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იქცა ერთადერთ ზესახელმწიფოდ. მის ისტებლიშმენტში გაიმარჯვა კონცეფციამ, რომლის თანახმადაც, აშშ უნდა იყოს მსოფლიოს ხელმძღვანელი, მსოფლიოს მმართველი. აშშ ქმნის ვითარებას, რომლის მსხვერპლიც თვითონ ხდება. დადგება დრო, როცა ამერიკას იმპერიალისტური პოლიტიკა უკან შეუბრუნდება და ტრაგიკულ შედეგამდე მივა.…

ამერიკამ უნდა შეცვალოს საგარეო პოლიტიკა და შეეგუოს იმ ამბავს, რომ მსოფლიოში არსებობენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები, თავისუფალი ერები, რომლებსაც აქვთ ეროვნული თვითმყოფადობა, განვითარების საკუთარი გზა და ტრაექტორია”.

ქვემოთ მოყვანილი ტექსტები კი ამონარიდებია ალექსანდრე ჭაჭიას მიერ გაზეთსაქართველო და მსოფლიოსთვის” 2013 წელს მიცემული ინტერვიუებიდან:

“თუ იმასაც დავუმატებთ, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომელიც ფულს ბეჭდავს და ამერიკასა და მთელ მსოფლიოს დოლარებით ამარაგებს, კერძო საწარმოს წარმოადგენს, რომელიც 100 წლის წინათ იმავე როკფელერებმა და როტშილდებმა მორგანებთან, ლემანებთან, დიუპონებთან ერთად ჩამოაყალიბეს, მაშინ ნათელი გახდება, რომ შეერთებული შტატები, უბრალოდ, პლანეტის უმდიდრესი ადამიანების კერძო კორპორაციაა, ხოლო აშშ-ის პოლიტიკური კლასი ამ კერძო კორპორაციის თანამშრომლები არიან. და იქ სახალხო დემოკრატიის სიოც კი არ ქრის” (“საქართველო და მსოფლიო” #31(218), 2013წ.).

ამერიკელები სირიას ახალახალ მოთხოვნებს წაუყენებენ, მათ მიერვე დაფინანსებული ისლამისტი ტერორისტების ხელით ახალახალ სისხლიან სპექტაკლებს გაუთამაშებენ, რათა სირიის ხელისუფლებასაკუთარი ხალხის წინააღმდეგ მხეცურ მოპყრობაშიდაადანაშაულონ, მოაწყობენ ათეულობით პროვოკაციას, მაგრამ მაინც აუცილებლადიპოვიანსაბაბს, თუნდაც ამისთვის ბაშარ ასადის ყურის ფორმისანტისაკაცობრიოდდაბარბაროსულადგამოცხადება დასჭირდეთ. მსოფლიოში ლიდერობის შესანარჩუნებლად, გაკოტრების თავიდან ასაცილებლად, იმისათვის, რომ ევროპელი მარიონეტები მორჩილებაში ჰყავდეს, რუსეთისა და ჩინეთის დასასუსტებლად ამერიკას სჭირდება ომები და ქაოსი მსოფლიოში; მას სჭირდებაყველას ყველასთანდაპირისპირება. შეერთებული შტატები მოძებნის საბაბს და დაბომბავს ყველა ქვეყანას, რომლებსაც აქვთ განვითარებისა და რესურსების საკუთარი მოსახლეობის სასარგებლოდ გამოყენების პრეტენზია” (გაზეთისაქართველო და მსოფლიო” #34 (221), 2013.).

ზუსტად ასეა _ აშშ ყველაფერს აკეთებს ერთპოლუსიანი მსოფლიოს შესანარჩუნებლად, რუსეთისა და ჩინეთის დასასუსტებლად სჭირდება ომი, რომელიც 1991 წლიდან დღემდე უკვე გააჩაღა რამდენიმე ქვეყანაში _ ავღანეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ერაყში (2-ჯერ), ლიბიაში, სომალიში, იუგოსლავიაში, იემენში, სირიაში.

აი, ასეთია საქართველოს, უფრო ზუსტად მისი ხელისუფლების, “სტრატეგიული მოკავშირის” ნამდვილი სახე.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

2 COMMENTS

  1. საინტერესოა მოვისმინოთ რას ფიქრობს რუსეთის პოლიტიკაზე ამიერკავკასიაში და კავკასიაში საერთოდ… მსოფლიოსთან მიმართებაში რომ დავანებოთ თავი… რატომ ვართ თავად ერთპოლუსიანები??? ტენდენციურები??

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here