რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა სირიაზე სამხედრო იერიშს გამოეხმაურა.
“სირიელ ხალხზე ჯერ “არაბული გაზაფხული” გამოსცადეს, შემდეგ _ “ისლამური სახელმწიფო”, ახლა კი _ ამერიკული “ჭკვიანი რაკეტები”; იმ სუვერენული სახელმწიფოს დედაქალაქზე, რომელიც, მრავალი წელია, ცდილობს, გადარჩეს ტერორისტული აგრესიის პირობებში, დარტყმა განხორციელდა. ამ ყველაფრის უკან დგანან ისინი, ვინც პრეტენზიას აცხადებს მსოფლიოში მორალურ ლიდერობაზე, თავის განსაკუთრებულობაზე. ნამდვილად განსაკუთრებული უნდა იყო, რომ იმ მომენტში, როდესაც სირიამ მშვიდობიანი მომავლის შანსი მიიღო, ცეცხლი გაუხსნა მის დედაქალაქს”, _ დაწერა მარია ზახაროვამ სოციალურ ქსელში.
ქალბრატონ მარია ზახაროვას: თითოეულ თქვენ სიტყვას ვეთაპნხმები. მადლობა სწირი პოლიტიკური შეფასებისათვის.