Home რუბრიკები სამართალი შეცდომაა _ დილერი, სწორია _ დისტრიბუტორი

შეცდომაა _ დილერი, სწორია _ დისტრიბუტორი

ბარიგებს იმპორტიორებიც ხომ არ დავარქვათ და დღგ-ისგან გავათავისუფლოთ?!

დავით სუბელიანი

ალბათ, ყველას გახსოვთ, როგორი მასშტაბური იყო ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით გამართული აქციები. ისიც გემახსოვრებათ, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე რამდენი ადამიანი მივიდა და როგორ მოითხოვდნენ ცნობილი თუ უცნობი სახეები და სახელებიბახალასგამოშვებას. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ გიორგანაშვილს ბრალი დაუმძიმდა და ახლა სამუდამო პატიმრობა ან, უკეთეს შემთხვევაში, 20 წლით ელის თავისუფლების აღკვეთა.

ნარკომომხმარებლების შეცოდებიდან ნელ-ნელა გადავედით “ბარიგების” შეცოდებაზე. “თეთრი ხმაურის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი დავით სუბელიანი ამბობს: ნარკოტიკის გამსაღებლებს “ბარიგა” არ უნდა დავუძახოთ, რადგან ეს საბჭოთა გადმონაშთია და არაკაცის სინონიმიაო. სუბელიანი იმასაც ამბობს, _ “ბარიგებს” დილერები უნდა დავუძახოთო.

დათო, სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, გეტყვი, რომ “ბარიგა”, მართლაც, ცუდად ხვდება ყურს და ნარკოგამსაღებლებს, ამ სიტყვასთან ერთად, მკვლელები, არაადამიანები, ფაშისტები, გენოფონდის მტრები და ნაბიჭვრები უნდა დავუძახოთ. დილერი არა, ბიჭო, დისტრიბუტორი… იმპორტიორებიც ხომ არ დავარქვათ და დღგ-ისგან გავათავისუფლოთ?! აი ასეთი არასამთავრობოების აქტივისტები წირავენ ქვეყანას დასაღუპად; სწორედ დასაღუპად, რადგან, თუ 1990-იანებში ნარკოტიკების გამო თაობა დავკარგეთ, ახლა ანალოგიური საფრთხის წინაშე ვართ. იმისთვის, რომ ევროპიდან გრანტები მიიღონ, არასამთავრობოების წარმომადგენლებიაპრავებენყველაფერს, სიკვდილს აკანონებენ და, რაც მთავარია, არა მხოლოდ ნარკომომხმარებლებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც წირავენ. სამაგიეროდ, გახშირდა შემთხვევები, როცა სკვერებში სათამაშოდ გაყვანილი ბავშვები პოულობენ გამოყენებულ შპრიცებს, სულ უფრო ხშირად ვხვდებით დასვენების ადგილებზე “დობრი კაიფში” მყოფ ახალგაზრდებსა თუ ხნოვანებს და ამ ყველაფერს “გაგებით უნდა მოვეკიდოთ, რადგან თურმე ისინი ავადმყოფები არიან და მკურნალობა სჭირდებათ. მკურნალობის გარდა, არასამთავრობოები კატეგორიულად მოითხოვენ, ნარკოტიკის გაკეთების უფლება ყველგან იყოს დაშვებული და ეს მაშინ, როცა ხელისუფლება სიგარეტის მოწევას კრძალავს.

მართლა გაუგებარია, რატომ ითრევს ფეხს ხელისუფლება ამ მიმართულებით?! რატომ კატეგორიულად არ ამბობენ პარლამენტარები არას ამ კანონპროექტის განხილვაზეც კი (არათუ მიღებაზე)? როგორ გგონიათ, ევროპასა და ამერიკას მართლა ჩვენი ახალგაზრდების თავისუფლების დარდი აქვთ? რატომ არის დაფარული ამერიკელთა მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები?

“2017 წელს საქართველოს ხელისუფლებას არ აღურიცხავს დიდი ოდენობით უკანონო ნარკოტიკების ამოღების შემთხვევები. საქართველოს მთავრობა და არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ დაახლოებით 50 000 ნარკომომხმარებელია. მეტადონი, ჰეროინი და ბუპრენოფრინი ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკებია საქართველოში და ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარების შემთხვევები იზრდება. 2017 წლის კვლევამ აჩვენა ნარკოტიკების მოხმარების ზრდა ახალგაზრდებს შორის, 11%-ით კი _ მარიხუანის მოხმარების ზრდა. 2017 წელს აშშმა განაგრძო საქართველოს მხარდაჭერა ნარკოტიკებთან ბრძოლის კუთხით. საქართველოს მთავრობა დიდ ინტერესს იჩენს აშშთან შემდგომ თანამშრომლობაში. საქართველოს მთავრობა ანტინარკოტიკული პოლიტიკისა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პროცესში აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მისიებთან, პარტნიორ სახელმწიფოებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აკადემიურ წრეებთან”, _ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, მაგრამ ამაზე ყურადღებას არავინ ამახვილებს და სწორედ ამერიკის სახელით იბრძვიან ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის.

იმავე ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ნარკოდანაშაულით მოპოვებული ფულის გათეთრების საკითხზე:

საქართველოში არალეგალური შემოსავლის დიდ ნაწილს საბანკო სექტორში თაღლითობა, კორუფცია, კონტრაბანდა, გადასახადებისგან თავის არიდება და ორგანიზებული დანაშაული წარმოშობს. არსებობს არალეგალური ნარკოტიკების შიგა ბაზარი, აგრეთვე, საქართველო ნარკოტიკების სატრანზიტო პუნქტს წარმოადგენს. რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლი არ ვრცელდება და ისინი ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მონიტორინგს არ ექვემდებარება. საქართველოს პროკურორებმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებას შორის კავშირების გამომჟღავნებას. 2017 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, ფულის გათეთრების ბრალდებით 31 პროცესი და 8 გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი”, _ წერენ ანგარიშის ავტორები.

რა გამოდის: ამერიკა გვეუბნება, იღუპებით, ახალგაზრდობა წამალზეა შემჯდარი და თქვენ არაფერს აკეთებთო; არასამთავრობოები და პოლიტიკოსები კი გვეუბნებიან, რომ ლიბერალიზაცია სწორედ ამერიკისა და ევროპის მოთხოვნააო. გრანტებს არასამთავრობოები სწორედ ამერიკიდან და ევროპის ქვეყნებიდან იღებენ, ანუ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ოფიციალურად გვაფრთხილებენ, ერი ნადგურდებაო, არაოფიციალურად კი ამ განადგურებაში ხელს გვიწყობენ.

სხვათა შორის, ნარკომომხმარებლებსა დაბარიგებზეკანონი წინა ხელისუფლების პერიოდში გამკაცრდა. რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ცუდი იყო (და იყო კიდეც), ამ მიმართულებით ისინი აშკარად სწორად იქცეოდნენ და ეს ახლა გამოჩნდა. ის, რომ მაშინ არავინ აპროტესტებდა ნარკომომხმარებლებისა და გამსაღებლების დაკავებას, ბევრ კითხვას აჩენს. მაშინ ეშინოდათ და, რაც მთავარია, მაშინ ამ მიმართულებით ამოვისუნთქეთ _ ნარკომანები გაქრნენ, “ბარიგები” ფრთხილობდნენ და რეალურად, ძალოვანთა ფრთის ქვეშ ყიდდნენ წამალს, თუმცა ნარკოტიკებისადმი ინტერესი პრაქტიკულად განულებული იყო.

ახლა ვიღაც იკითხავს, გამოსავალი სად არისო. გამოსავალი ვიზალიბერალიზაციაშია. ხომ მოგვცეს ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის უფლება? ჰოდა, კეთილი ინებონ ნარკომანებმა და, თუ სურვილი აქვთ, 50 ევროდ აიღონ ბილეთი, გაფრინდნენ ჰოლანდიაში და უნდათ, ვენაში გაიკეთონ, უნდათ _ სხვაგან. მთავარია, მომავალმა თაობამ არ უყუროს, როგორ ნადგურდება ერი, როგორ ვიძირებით ჭაობში და, რაც მთავარია, როგორ ცდილობენ ადამიანები ამ ყველაფრისდაკანონებას”.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას: ფინანსური თვალსაზრისით 1990-იან წლებამდე არაფერი გვიკლია, კრიმინალის თვალსაზრისით შეიძლება გავასწროთ კიდეც და, თუ ნარკომანობა ისევ სასახელო გახდება და წამალს ყოველ კუთხეში გაიჩხერენ… არ გეტყვით, რომ არ შეგრჩებათ, რადგან პასუხის მომთხოვნი აღარავინ დარჩება, მთელი ერი გადაშენდება. ერში თქვენი შვილებიც შედიან, ბატონებო, და ამაზე იფიქრეთ, გაამკაცრეთ ნარკოპოლიტიკა და “ბარიგებს” უპირობოდ უვადო პატიმრობა მიეცით, შეწყალების უფლების გარეშე. არ დაიწყოთ ახლა, ეს ადამიანის უფლებების დარღვევააო, ისინი ადამიანები არ არიან, არა!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here