Home რუბრიკები საზოგადოება თბილისის მერიის თანამშრომელი კემეროვოში ბავშვების ცოცხლად დაწვით ხარობს

თბილისის მერიის თანამშრომელი კემეროვოში ბავშვების ცოცხლად დაწვით ხარობს

ქეთი ლაგვილავა

ვოტ ნემეცკი მალჩიკ, სტრელიაი!” _ გიორგი მახარაშვილის ეს შეძახილი ფილმშიჯარისკაცის მამაყველას გვახსოვს. “სასტიკი და მკვლელი საბჭოთა სისტემაცკი, როგორც მას ახლა მოიხსენიებენ, გვმოძღვრავდა, რომ ბავშვი ბავშვია, თუნდაც მტრის შვილი იყოს, და მას არ უნდა შეეხოს ომისა და დაუნდობლობის უმკაცრესი განაჩენი.

ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ფილმში მოქმედება ხდება XX საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, არ იყო ჩამოყალიბებული “საერთაშორისო წითელი ჯვარი” და ჯერ კიდევ არ იყვნენ შეთანხმებული სახელმწიფოები, რომ საომარ ვითარებაში დაჭრილებს, ტყვეებსა და ბავშვებს ჰუმანურად უნდა მოეპყრან. მიუხედავად ამისა, ყველამ ისედაც, თავისთავად, ბუნებრივად იცოდა ეს და ამიტომაც უპასუხებს შერცხვენილი რუსი “სალდათი” ჯარისკაცის მამას მოთხოვნაზე, გერმანელ ბავშვს ესროლეო _ “ჩტო ია, ფაშისტ ჩტო ლი?!” და თავდახრილი უბრუნდება თავის ტანკს.

ნამდვილად არ ვდებ თავს იმაზე, რომ მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის ან მის მოკავშირეთა არც ერთ ჯარისკაცს გერმანელი ბავშვი არ მოუკლავს. ომი ომია და ომის დროს ყველაფერი ხდება, ყველაზე წარმოუდგენელი სისასტიკეც კი. აქ საუბარი მხოლოდ იმაზეა, საჯაროდ რას მოგვიწოდებდა და რას გვიქადაგებდა “სასტიკი საბჭოური პროპაგანდა”, თანაც ომიანობის პერიოდში.

ანუ, ამით იმის თქმა მსურს, რომ თუნდაც ფიქრობდეს რომელიმე კონკრეტული ადამიანი ან სახელმწიფო, ან რომელიმე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასე არაადამიანურად, იმდენი ტვინი მაინც უნდა ეყოს, ეს საჯაროდ არ გაამჟღავნოს, მით უფრო _ მშვიდობიანობის დროს და მით უფრო მაშინ, როდესაც ბავშვები, ბრძოლის ველზე ან ტანკებით გადათელილ სოფელში კი არა, კინოს ყურებისას, კარჩარაზულ სავაჭრო ცენტრში იწვიან ცოცხლად და გარეთ მყოფთ მათი გადარჩენის არანაირი შანსი არ აქვთ.

ქეთი ლაგვილავა
ქეთი ლაგვილავა

* “რუსი ღორების შვილები ამოიწვნენ და ამოიბუგნენ _ ეს რა ბედნიერი დილა გამითენდა!”

* “ღმერთი ანიშნებს მაგ დამპლებს, რომ დროა, შეჩერდნენ, თორემ აი, მასეთ ცეცხლში ამოიწვება ყველა!”

* “ყველაზე კარგი რუსი ცოცხლად შემწვარი და შებოლილი რუსია!”

* “მივუსამძიმრო კი არა, იქ რომ ვყოფილიყავი და ნავთი მქონოდა, მთელ ცისტერნას მივასხამდი!”

ეს არის მცირე ნაწილი იმ შემაძრწუნებელი “ფეისბუკ-პოსტებისა”, რომლებსაც სოციალური ქსელის ქართველი მომხმარებლების ნაწილი აქვეყნებდა რუსეთის ქალაქ კემეროვოში მომხდარ სულისშემძვრელ ტრაგედიაზე. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ყველაზე მსუბუქი შეფასებებია მათ შორის, რასაც ეს არაადამიანები წერდნენ…

ამის გამეორებისა და გამოქვეყნების გამოც მკითხველს ბოდიშს ვუხდით. აი, დანარჩენს კი, ნორმალური ადამიანი, არათუ იფიქრებს და იტყვის, ვერც კი გაიმეორებს.

ამ მასშტაბის ტრაგედიაზე მსგავსი საუბარი თავისთავად საშინელებაა, რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი კატასტროფაა ის, რომ “ფეისბუკზე” ასე “მპოსტველებს” შორის წამყვან ადგილზეა, როგორც სოციალურ ქსელში წერენ, “ქართული ოცნების” აქტივისტი, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ყოფილი წევრი, თბილისის მერიის ამჟამინდელი თანამშრომელი ქეთი ლაგვილავა.

იმ პოსტებს შორის, რომლებსაც შეძრწუნებული ქართველი მკითხველი ე.წ. სქრინების სახით ავრცელებს და აღშფოთებას ვერ მალავს, _ აი, ასეთი არაადამიანები სად იბადებიანო, შეიძლება ითქვას, ლიდერობს ქეთი ლაგვილავას პოსტები. ეს ქალი 26 და 27 მარტს ლამის ყოველ წუთს ახალ-ახალ პოსტებს აქვეყნებდა ამ უმძიმესი ტრაგედიის თემაზე და ყოველი მომდევნო პოსტი უფრო და უფრო ამაზრზენი და გულისამრევი იყო… ყურადღება მიიქცია მისმა ბოლო პოსტმა, სადაც ის წერს, რომ ასეთი არაადამიანური აზრები მხოლოდ იმიტომ აფრქვია, თითქოს “მეგობრების გაფილტვრა-გამოხშირვა” სურდა და სინამდვლეში მასაც ეცოდება დაღუპული ბავშვები… აქ ყველაზე ამაზრზენი სწორედ ის არის, რომ ამ ქალს ეს თავის მართლება ჰგონია. როგორც ჩანს, მერიაში, ალბათ, პირადად კახა კალაძემ მისცა შენიშვნა და ამ ყოვლად ტუტუცმა ქალმაც ასეთი “საინტერესო” თავის მართლება მოიგონა _ თურმე, “მეგობრებთან ურთიერთობის გარკვევის მიზნით” დაღუპულ და ცოცხლად დამწვარ ბავშვებზე ქილიკი, მათთვის “დამწვარი ღორების” წოდება და ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ლანძღვა-გინება მიღებული ამბავი ყოფილა და ამ “არგუმენტის” გამოყენება თავის გამართლების მიზნით სულაც არ არის პრობლემა.

პირდაპირ ვიტყვი: საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს ამ უტიფარი და უწიგნური ადამიანის სასწრაფოდ გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან. წესით, კალაძეს არც უნდა დასჭირდეს საზოგადოების მოთხოვნა, ეს ისედაც უნდა გააკეთოს, თუკი თავმოყვარეობა აქვს, მაგრამ ამის იმედი ნაკლებად გვაქვსთუმცა, იმის იმედიც ნაკლებად გვაქვს, რომ თუნდაც საზოგადოების ზეწოლის შედეგად მიიღოს კალაძემ ეს გადაწყვეტილება

დასასრულ, თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო ერთ საინტერესო გარემოებას და ერთი რიტორიკული კითხვაც დაგისვათ: ის ადამიანები, რომლებსაცრუსეთუმეებსუწოდებენ, რატომ არიან გაცილებით ნორმალური, ჰუმანური, დალაგებული, ვიდრე ნატოამერიკისა და დემოკრატიული დასავლეთის ფანატიკოსები?

კი ბატონო, მესმის, რომ საკითხი _ საქართველო ე.წ. რუსულ ორბიტას უნდა დაუბრუნდეს თუ ამერიკული წნეხის ქვეშ იცხოვროს, არ არის მარტივი გადასაწყვეტი და ამას დიდი სჯა-ბაასი და დებატები სჭირდება, ამ კითხვაზე პასუხს არც ვითხოვ, მე მხოლოდ იმას გეკითხებით, აი თუნდაც ყველაზე თავგადამკვდარი “პუტინისტისგან” მაინც თუ გსმენიათ ან წაგიკითხავთ ფრაზები: “აუ, რა მაგარია, ამერიკელები 11 სექტემბერს რომ ცოცხლად ამოიწვნენ ტყუპ ცათამბჯენში!”, “ვაიმე, როგორ მესიამოვნა კუნძულ უტოიაზე მანიაკმა ბრეივიკმა ახალგაზრდულ ბანაკში შეკრებილი 70 სოროსელი სტუდენტი რომ ამოხოცა!”… მსგავსი რამ ამ “საზიზღარი რუსეთუმეებისგან” ვინმეს სმენია? მე ასეთი ტრაგედიებისას “პრორუსების” მხოლოდ მისამძიმრება და თანაგრძნობა წამიკითხავს…

მაშ, რატომ ხდება, რომ დემოკრატიული და თავისუფალი დასავლეთის მეხოტბეები, ფაქტობრივად, ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტობის კანდიდატ სისხლიან მანიაკებს გვაგონებენ, ხოლო “პირსისხლიანი რუსეთის” მიმართულებით მომზირალნი, მათთან შედარებით, ღირსეული, დალაგებული და ადეკვატური აზროვნების მქონე ადამიანები არიან?

როგორც უკვე გითხარით, შეკითხვა რიტორიკულია.

ბაკურ სვანიძე

57 COMMENTS

  1. ცოტა მიუღებელი ცენზურით ,მაგრამ იუმორით გამორჩეული ჩემი ფეისმეგობარია,მეუცნაურა მისი პოსტი და პასუხიც გავეცი,მერიაში თუ მუშაობდა ნამდვილად არ ვიცოდი,რადგან აქ ტომებად დადებულ ჩემს არცთუ იავარდით მოფენილ გზას და არაერთ თხოვნას ვაჟღერებდი მის თვალწინ…ოთხი შვილის,მათ შორის ბავშვობიდან ორი შშმ პირის,უმამო და უსახლკარო შვილების დედა…მე აღარ მიკვირს მისი სიცივე და მიკერძოებულობა…ვწუხვარ

    • ასეთ ხალხს არამარტო გული აქვთ ცივი, სისხლიც სხვა ფერისა აქვთ და აზროვნებაც დაქვეითებული… უფალო დაეხმარე ასეთ უგულოებს…

  2. საცოდაობაა ეს ყველაფერი რას დაემსგავსეთ თუ დაგამსგავსათ ამ შეშლილმა ცხოვრებამ თქვე ავადმყოფებო

  3. კარგი ანალიზია და კატგი დასკვნა ამ ორ ბანაკად გაყოფილი საზოგადოების. სამწუხაროა მაგრამ უნდა დაგეთანხმოთ რომ რაღაც დიდი რამ დააკლდა საზოგადოებას. აუცილებელი არაა ყველა გიყვარდეს, მაგრამ აუცილებელია კულტურული ადამიანისათვის, იყოს ზრდილობიანი და გულისხმიერი. 90იანი წლები გრძელდება…არ დამთავრდა მორალური ომი საზოგადოებაში.
    თქვენ კი წარმატებები ბაკურ სვანიძე

  4. ესეთი სასტიკი და დაუნდობელი ადამიანები შორს უნდა იყვნენ საზოგადოებიდან.

  5. kitxvaze gpasuxob-martlmadideblebi didad gansxvavdebian danarhenebisagan!rac sheexeba meriis tanamshromels moikvetos eklesiidan da gaatavisuflon samsaxuridan.asetebi xalxs siketes ver moutanen!

  6. სულ პირველი “ანონიმური” კომენტარის ავტყორის:- ჰო! აბა რა! იუმორია ცოცხლად დამწვარი ბავშვების ლანძღვა და მათთვის “ღორების” წოდება კი! “ცოტა განსხვავებულია” თან კაცო… თავში ტვინი გიდევთ თუ ქვა?

  7. სრული სიმართლეა! თითქოს ჩემი გულის ამოძაცილი ვიღაცამ წაიკითხა, ლამაზად ჩამოაყალიბა და მაგალითებით აამეტყველა.

  8. ტრაგედიაა რაც მოხდა,ფსიქიკის დეფექტია ამით გახარება და სრული გოთვერნობაა ამის ანტი დასავლურ პროპაგანდად გამოყენება.

  9. არავითარი ბანაკები. ეგ ბანაკობიეს წაძახილები დაგვღუპავს.არც რუსეთს ამოსდის მზე და მთვარე ჩვენთვის და არც ამერიკას.მხოლოდ მეთოდებშში და რესურსებშია განსხვავება.რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას,საშინელ ჭაობებში ერთადერთი ბილიკი უნდა მოძებნონ,რომ ქვეყანა გამოაძვრინონ ამ ორი ერთმანეთზე უარესი მონსტრების დაპირისპირების არეალიდან. ჰოდა გინდა დიალოგი დაარქვით,გინდა თვალების პაჭუნი,ამ საბედიწერო ჟამს ყველაფერი მოსულა ჩემი ქვეყნის გადასარჩენად.

  10. არ მუშაობს ეს გოგო მერიაში!
    გაარკვიეთ ხოლმე ჯერ

  11. “ვეფხისა და მოყმის’შემქმნელ ერი,ყველაზე ჰუმანური ერი გადაგვარების გზაზეა.რა გვჭირს ხალხო?

  12. ქართული ფრთიანი გამოთქმა არის ერთი “ღმერთო გველსაც არ მოუკლა შვილიო”….. ნეტა ამ სიხარულის ავტორებს ღმერთის არ ეშინიათ ?

  13. Icit ra sheidzleba rusebi argvikvardes magram ak bavshvebzea laparaki xalxo ase rogor gagekinat sisxli da civebi gaxdit bevrni uflis madideblebi vinc xart gekitxebit isini xom angelozebi arian kvela bavshvi angelozia mat mere akalobeben tu akalibeben kargebad da cudebad..kmarat ra xalxo kmarat

  14. ეს ქალი უბედურია,იმიტომ რომ სულით ავადმყოფია.მერიიდან კიარა საერთოდ უნდა გააქრონ აქედან.საზიზღარი,არაადამიანი.

  15. სახეც მხეცის ააქვს! არ შემეცოდება ალმოდებული რო იწვოდეს ეს ქალი თუ რაც არი მხეცი!ნაღდად არ შემეცოდება და არც არავის მივცემ უფლებას ვინმემ წყალი მიასხას,ეს ეხება ყველას ვინც მასეთ კომენტერებს დებდა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  16. არ მუშაობს მერიაში და არ აქვს კალაძესთან შეხება. ჩემი ფეიბუქმეგობარია და მისი ყველა პოსტი ვიცი. ზედმეტი მოუვიდა, მაგრამ ეს დანარჩენი სხვ3ბის დაწერილი დააბრალეს. რა თქვა უნდა კალაძეს ერჩიან და მაგიტომ. არადა არანაირი შეხ3ბა არ აქვს მერიასთან

  17. ოკუპანტი რუსეთის მძულს აფხაზი სომეხი და ოსი სეპარატისტების განადგურებას მხარს დავუჭერდი,ოღონდაც ვერაფრით ვერ გავიმეტებ უცოდველ ანგელოზ ბავშვებს ასეთი საშინელი სიკვდილისათვის,დღემდე გული მტკივა რომ წარმოვიდგენ იმ უბედურ დღეში მყოფ ბავშვებს,შეუძლებელია ეს ნორმალურ ადამიანს გაუხარდეს ან რა კომენტარი უნდა დაწერო ასეთ ზნედაცემულ ადამიანზე ეს ვიღაც ტვინ გამორეცხილი ავადმყოფი ქაჯია და სულაც არ მიკვირს რომ კალაძესთან მუშაობს მერიაში.,Facebook-ზე განსაკუთრებით ბილწსიტყვაობაში გამოირჩევიან ქოცბანდის ქალები რომლებიც თუ რამე საპირისპირო კომენტარს გააკეთებ??…კალგოტკებიდან ამოხტებიან და პრჭყალებით ჩამოგახევენ სახეს,ასეთებს არც თავისი ხალი და არც რუსის ბავშვები არ ეცოდება

  18. Sazogadoebistvis seriozul sashishriebas carmoadgens misi sisastike. Misi adgili isolatorshia da ara sajaro samsaxurshi.
    Ak rusi araper shuashia, es arseba adamianebis sikvdilit xarobs .

  19. ესეთებს რა უნდათ თანამდებობებზე, ვინ მოიყვანა და ვინ დასვა ესეთები? პირველ რიგში იმათ უნდა მოეთხოვოთ ვინც ასეთები მოიყვანა თანამდებობებზე. ამათი ადგილი საერთოდ საზოგადოებაში არ უნდა იყოს. ჩვენ რუს ხალხს კი არ ვებრძვით, არამედ, ვებრძვით მათ პოლიტიკას, აქ უბრალო ხალხი არაფერშუაშია. ეს ვერ შეუგნიათ და ისე გაყვირიან ვაი პატრიოტები
    .

  20. იმ საბრალომ უკვე გამოუტანა საკუთარ თავს განაჩენი…ასეთ სისასტიკეს რომ იტყვი ,ამაზე უარესი რა უნდა გაუკეთო საკუთარ თავს?იდეური მკვლელია და არაფრით განსხვავდება თუნდაც იმ აზერბაიჯანელისგან ლიფტში რომ მოზარდზე იძალადა…რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვისისტია? ბოროტების საკმევლის მკმეველია…ამაზრზენია მისი კომენტარები,წაკითხვა შეუძლებელია.ეეჰ,”კოკასა შინა რაცა დგას,იგივე წარმოდინდების”

  21. ღმერთმა არ ქნას და არ გამეორდეს ეს ტრაგედია საქართველოში, დაზღვეული არავინაა ღმერთის გეშინოდეთ !

  22. წესიერი ახალგაზრდები უმუშევვრები დადიან ამნაირი ვინ მიიღო სამსახურში

  23. მე არ ვიცი ქვრივია ის თუ ცივი მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი რომ ამ ქალის გაზრდილი ის ოთხი შვილიც მაგნაირი ბოროტი იქნება. 28 ცლის ვიკავი 1981წ. ტაშკენტში 14 ცლის გოგო გამოვიყვანე ცეცხლიდან, ხალხი ჩემს ირგვლივ დხოხავდა და მადლობას მიხდიდა თუმცა გვარიანად დამწვარი ვიყავი ვიდექი და სიხარულის ცრემლები მომდიოდა ხალხი რომ ყვიროდა ქართველი ქართველი მოლოდეც ქართველებიო. აი როგორი ვართ და ვიქნებით ჩვენ ქართველები და ვიქნებით. მაგ უჯიშო ქალმა ალბათ არ იცის იქ კემეროვოში ქართველი დედაც დაიჭღუპა, დარსალია, სხვის შვილს რომ შველოდა.

  24. Tkve sazizxrebo amas rogor ambobt bavchvebze rogor xarobt am tragediit an chvilebi ar gyavt an Debi da zmebi magram tkven xom kartvelebi cart urjuloebi yvelas AR exeba tkven xom sadistebi cart gmertma dagsajot bavchvebic gariet tkvens binzur politikachi mezizxebit ver gitant tkvens gamo vnanob room tkvens. Sakartvelochi vcxovrob. Tkve vampirebooo.

  25. ფაქტები დადეთ, ასე ყველას შეუძლია დააბრალოს ადამიანს ათასი რამ

  26. თამაზ ჭეიშვილი: მე არ ვიცნობ ამ მასალის ავტორს პირადად,მაგრამ მიმდა შევაქო და მადლობა გადვუხადო ამ სამართლიანი პუბლიკაციისთვის!
    მეორე,გასარკვევია ვინ არის სინამდვილეში ეს დედკაცი?იქნებ ავადმყოფია და თუ ავადმყოფია მერიაში კი არა ,ფსიქიატრიულ განყოფილებაშია მისი ადგილი!ან კი საერთოდ მუშაობს მერიაში?
    მესამე,თუ შეხვალთ ჩემს კედელზე იქ ნახავთ თუ რამდენი ეთნიკური ქართველი უსამძიმრებს კემეროველებს,თუმცა ასეთ დროს მნიშვნელობა არ აქვს ეროვნებას და ეთნიკურობას!

  27. საინტერესო და სამართლიანი პუბლიკაციაა! იქნებ ეს დედაკაცი საერთოდ არ მუშაობს მერიაში?ეს,გასარკვევია! თუ მუშაობს აშკარად აქვს ფსიქიური პრობლემები და მისი ადგილი მერიაში კი არა ფსიქიატრიულ განყოფილებაშია!
    თუ შეხვალთ ჩემს ე.წ. ,,კედელზე,, ნახავთ, რომ უამრავი ეთნიკური ქართველი გულწრფელად თანაუგრძნობს კემეროვლოში დაღუპულთა ოჯახებს და განიცდის,თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ეთნიკურ ნიშანს და ეროვნულობას,ადამინმა არ უნდა დაკარგოს ჰომო მორალესის სახე და არ უნდა გადაიქცეს ჰომოსაპიენსად!

  28. Sircxvilia xalxo. Ase ram gagaborotad’ am mzime marxvashi ra sitkvebs ushvebt piridan. Gmerti ganikitxavs kvelas’tqven ki simshvidisken mogicodebt. Gana me momcons kovelive’magram uplistvis mimindvia ……

  29. ეს უნდოდა ამ საცოდავ არსებას.პუარი თავისი ღვარძლით და ბოროტებით.როგორი გაჭირვება.როგორი ცხოვრებაც არ უნდა გაოარო პირველ რიგში ადამიანობა უნდა გქონდეს.ამით განვსხვავდებით პირუტყვებისგან.ჰოდა ეს სახე არ გააჩნია ამ მდედრობით სქესს მიახლოვებული არსება.ჰოდა ვარქმევ პირუტყვს თუმცა პირუტყვსაც შეუძლია სხვისი ნაშიერის შეცოდება და ზრუნვა.მეცოდება ეს არსება.ამ ცივი და იდიოტური პიარის შემდეგ რასაცზეცად აღზევბას ელოდა თავისი ერთუკრედიანი ტვინის წყალობით მიწას დაენარცხა.საცოდავი.უგულო არსება.უფალის წყალობით დადგება ის დრო რომ ბოროტი ენის წყალობით მიეზღვება სასჯელი და გაიგებს რას ნიშნავს ბოღმაში და ბოროტებაში ცურვა.მეცოდები უჭკუო დედაკაცო და ამ წოდასაც არ ისახურებ.

  30. სამწუხაროდ იმაში სცდებით, რომ რუსეთუმეები ასეთ პოსტებს არ დებენ და ასეთ აზრებს არ აფრქვევენ. 11 სექტემბრის დროინდელი არ მახსოვს, მაშინ ამდენი წვდომა რუსეთუმეებს სოციალურ ქსელთან არ ჰქონდათ, მაგრამ იაპონიის ცუნამი თუ გახსოვთ, იქ სასწაულ პოსტებს და აზრებს გადააწყდებით. იგივე შემიძლია გითხრათ შტატებში წყალდიდობებზე და ქარიშხლებზე, ჰაიტის მიწისძვრაზე და ა.შ. ასე რომ, თქვენ სხვის თვალში რომ რომ დირეს ხედავთ, იქნებ საკუთარშიც დაინახოთ და ნუ დააბრალებთ პროევროპულ მოსახლეობას, რომ ისინი სისხლისმსმელები არიან, ან მხოლოდ მათ შორის არიან სისხლისმსმელები, რომ რუსეთუმეები ფრთიანი ანგელოზები დაფრინავენ და მხოლოდ ღვთიურიაზრები იბადება მათ წმნიდა და გაურყვნელ თავებში 🙂 მინიმუმ ტენდენციურობა 🙂 🙂

  31. გმადლობთ,თქვენ ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანების აზრი გამოხატეთ

  32. ჩვენ ყოველთვის გამოგვარჩევდა ტოლერანტობა სხვა ერებისგან და გირსების აგმატებული სჰეგრდზნება გვირგვინსადგამდა ქარტველ კაცს მარადჟამს ყველგან…ტეტჩერის სიტყვები გაიხსენეთ საქარტველოში ვიზიტისას…იმ ზემოთ აღნიშნულ კომენტარების ავტორებს ეროვნება არა აქვთ! ადამიანური მათ მხოლოდ ფიზეოლოგიური აგებულება აქვთ!

  33. “ჩამოვედი რათა თვალებში ჩავხედო ხალხს რომელმაც არ იცის რა არის ზიზღი სხვის მიმართ ” ასე ბრძანა მარგარეტ ტეტცერმა საქართველოში ვიზიტისას….ტოლერანტობა, სიყვარული და გირსების მომეტებული შეგრძნება საფუძვლად უდევს ვეფხვისტყაოსანს რომელიც მსოფლიოს ამცნობს ამაყად ქართველი კაცის მტკიცე და განუმეორებელ ხასიათს და მაგალითის უნარიანობით გამოარჩევს მას! ნუთუ ისე დავკნინდით რო ადამიანობა მხოლოდ ფიზეოლოგიურად შემოგვრჩა… ნუთუ იმას ვისი გორისანი ვართ არანაირი მნიშვნელობა აღარა აქვს?! იმათ ვინც ისუზნეობანი ქართული სახელით წერა ეროვნება არ გააჩნიათ !

  34. მასეთ ავადმყოფებს დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია.მსგავსად დაისაჯონ ღირსია!

  35. სამწუხაროდ ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავსი არაადამიანური აზროვნებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მაგრამ არანაირ მორალურ კონდიციებში არ თავსდება ასეთი აზროვნების არსების იმ გუნდში ყოფნა რომელსაც ადამიანებზე ზრუნვა და ქალაქის აღმშენებლობა ავალია.

  36. რუსეთუმე სასტიკებიც მინახავს რომელსაც თავისი დამწვარი და თავმოჭრილი და სამშობიეროდან გადაყრილი ბავშვები არ ანაღვლებთ და ამერიკა ევროპის მოყვარული სასტიკი ადამიანებიც. ასე რომ რატომ არიან ლმობიერი რუსეთუმეები ცოტა უხერხული შეკითხვაა. ჩემი სახლი გადაბუგეს და გაამწარეს მთელი ჩემი სანათესაო და ციცხლად დამიწვეს ბებია და მგონი მაქვს უფლება არ მიყვარდეს რუსეთი. მაგრამ არ განვიცადო ბავშვევის ამბავი? არ შენეცოდოს ადამიანები რომლებსაც შვილები ციცხლად დაეწვათ? იცი ნე რა მგონია ვერ განიცდის სხვის ტკივილა ის ვისაც თვითონ არ განუცდია და ეს ფარისეველი რუსეთუმებო და პატრიოტობის ნიღაბს ამოფარებული ასევე ფარისეველი გაბოროტებული ხალხი ვისაც ბავშვების სიკვდილი გაბედნიერებთ აი ერთნაერთ გულს მირევთ. …თუ მშვიდობა გინდა შენს ქვეყანაში არც სხვას უნდა უსურვო ამოწყ ეტა და არც სხვისი სიკვდილი ინდა გაბედნიერებდეს.

  37. ара аквс мнишвнелоба вис усурвеб цецхлши амохруквас ту раиме убедуребас асети адамиани винц асет сисазизгрес церс да аврцелебс верасодес икнеба мимтевебели мартлмадидебели кристиани чеми азрит сериозулад самкурналоа митуметес кали ме мгони асети кали дедобис гирсиц араа ан ту екола швили рогори унда гаизардос албат исетиве надзирала рогориц 51 сколаши 2 мхецурад даклули бавшвебис мквлели. мивмартав калакис мерс тховнит моацилос тбилисис мериас асети \фурункули\ ану дзирмагара .

  38. პირველი მაწილი სრული სიმართლეა, რადგამ ადამიანს, რომელიც ამ ტრაგედიას სახალისოდ და ღმერთის მიერ შურისძიებად აღიქვამს, არ შეიძლება ადამიანი ეწოდოს. რაც შეეხება მეორე ნაწილდ, ეს უკვე ინტრიგანის ანალიზია და მეტი არაფერი. რა შუაშია ნატო და პუტინისტობა ამ შემთხვევაში? ჩემ გარშემო ლამის ასი პროცენტი (ვიმეორებ, ჩემ გარდემო) რუსეთის წინააღმდეგია, მაგრამ ყველა შეძრა ამ ამბავმა. ტყუილად ცდილობთ ამ საშინელი ტრაგედიის სათქვენოდ გამოყენებას,,რადგანარაადამიანი ყველგან შეიძლება მოიძებნოს.

  39. ღერთო, შენ გაუსწორე ასეთ ადამიანს ტვინი. ბოდიში,
    ადამიანებს. სამწუხაროა, მაგრამ ბევრნი არიან. გთხოვ უფალო, რომ მიუტევო და გონება გაუნათლო ასეთ ხალხს!

  40. ეტყობა ფსიქიურად აშლილი პიროვნება არა არსებაა , ადამიანის სტატუსი რომ მიიღოს მკურნალობა ჭირდება , საქართველოში ბევრს ჭირდება დახმარება ამ კუთხით , უნდა განვითარდეს კერძო ფსიქიატრიული მკურნალობები , ცხოვრების გაუარესებული მდგომარეობა უნდა შემსუბუქდეს რომ ადამიანმა გონზე მოვიდეს და რეალურ ცხოვრებას კეთილი აზრებით შეხედოს და აღიქვას მისი ადგილი საზოგადოებაში .

  41. iq qartvelma qalma ibrdzola da tavi sheswira bavshvebis gadasarchenad ai es unda iyos saamayo da misabadzi bavshvi yvelasi ertia xolo mag qalis gazrdili masetive sheugnebeli viri gamova tu ara meti

  42. აბა წაიკითხეთ კომენტარები ჩინელებზე რას წერენ ქართველები კორონა ვირუსის გავრცელების დროს. და საერთოდ აქ რო ერთმანეთის ლანძღვადა თათხვა გინება მიდის მიკვირს მართალია აქ არავინ არ ხედავს ერთმანეთს მარა ხო ყველა თითქმის ქართველია საქართველოდან რამ გააბოროტა ეს ხალხი ასე. მაგრამ არა უშავს ალბათ ღვთის ნებაა ასეთი ის ზევიდან ჩუმად გვიყურებს და თითოეულ ადამიანს ამოწმებსს ყოველ წუთსადა წამს ვარგა თუარა კარგი ქვეყნის ამშენებლად. ხო გახსოვთ იგავი მთესველზე ხოდა ეგრეა მარტო ის ქალი არ ყოფილა ცუდი თესლი არამედ ყველა იმ ბინძური კომენტარის დამდებმაც აჩვენა თავისი სიტყვით თავისისიბინძურე ღმერთს და მოხვდნენ იმ უვარგის თესლებში რომლებიც გადაყრასადა განადგურებას ექვემდებარებიან ასე რომ მალე მოვა დრო გაიწმინდება არამარტო საქართველო არამედ მთელი დედამიწა ადამიანად წოდებული ნაგავისაგან და ამოისუნთქავს ეს დამძიმებული მიწა განთავისუფლდება და კვლავ გააგრძელებს აყვავებას დარჩენილ კეთილ ადამიანებთან. ეცადეთ ახლა მაინც ისევ თქვენს გადასარჩენად ნუ აფრქვევთ ამ ბინძურ სიტყვებს ერთმანეთის მიმართ. რაც არ უნდა ცუდი იყოს ადამიანი თქვენ შეეშვით ღმერთი მიხედავს მაგას. თქვენკი ნუ იგროვებთ ნაკვერჩხლებს თქვენს თავზე. ღმერთი შეგეწიოთ ყველას და გაგისწოროთ აზროვნება რო გადარჩეთ ქართველნო ამინ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here