ბრიტანეთში სამშობიარო სახლების საშუალო სამედიცინო პერსონალს სთხოვენ, უარი თქვას ახალშობილთა მისამართით ისეთი ტერმინების გამოყენებაზე როგორიცაა, მაგალითად, “რა მშვენიერი ბიჭუნაა”, ან “რა ლამაზი გოგონაა”, რადგან ამით შეიძლება აწყენინონ მელოგინეებს.
სანაცვლოდ კი სთავაზობენ, გამოიყენონ ტერმინები: “ჯანმრთელი ბავშვი” და “კარგად გაართვით თავი”, “სამშობიარო პალატის” ნაცვლად კი თქვან “სამშობიარო ოთახი”.
ერთი წლის წინათ ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციამ სამედიცინო პერსონალს დაბეჯითებით ურჩია, ორსულებს არ უწოდონ “მომავალი დედები”, რადგან ასეთმა მიმართვამ შეიძლება ტრანსგენდერები გაანაწყენოს.