Reuters–ი იუწყება, რომ აშშ–ის კონგრესის ლიდერები ხანგრძლივი კამათის შემდეგ შეთანხმდნენ ფედერალური ბიუჯეტის პროექტზე 2018 წლის დარჩენილ პერიოდში, რომელიც 30 სექტემბერს დამთავრდება.
სახელმწიფო დაწესებულებები მიიღებენ 1,3 ტრილიონ დოლარს; “რუსეთის გავლენის” წინააღმდეგ საბრძოლველად 250 მლნ-ზე მეტი დოლარის დახარჯვაა დაგეგმილი; 380 მლნ-ს ფედერალური ხელისუფლება გაანაწილებს გრანტებად, რომლებმაც უნდა გააძლიეროს ამერიკის საარჩევნო სისტემის დაცვა; გამოძიების ფედერალური ბიურო დამატებით 307 მილიონ დოლარს გამოყოფს “რუსეთის კიბერშეტევების” წინააღმდეგ საბრძოლველად.
420 მილიონ დოლარს უკრაინის დასახმარებლად ითვალისწინებენ, 105 მილიონს კი საქართველოს უწილადებენ. უკრაინას დამატებით 200 მილიონს სამხედრო ხარჯების დასაფარავად, მათ შორის, ლეტალური იარაღის შესაძენად, მისცემენ.
თებერვალში გაცხადდა, რომ 2019 საფინანსო წელს თეთრ სახლს განზრახული აქვს “რუსეთის შესაჩერებლად 6,3 მლრდ დოლარის გამოყოფა. ამასთანავე, თავდაცვის ხარჯები გაისად 13 პროცენტით გაიზარდება და 686 მილიარდს მიაღწევს.