ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის გადასახადების 10-ჯერ შემცირების ინიციატივით გამოვიდა.
“დაბალშემოსავლიანი ყაზახების მხარდასაჭერად, გთავაზობთ, მათი საგადასახადო ტვირთი 10-ჯერ შევამციროთ და 2019 წლის 1 იანვრიდან 1%-ით დავბეგროთ”, _ ციტირებს სახელმწიფო მეთაურს ადგილობრივი გამოცემა nur.kz-ი. მისივე თქმით, “მნიშვნელოვანია, ამ გზით გამოთავისუფლებული თანხები მათ შრომის ანაზღაურებაზე მიიმართოს”.
პრეზიდენტ ნაზარბაევის თვლის, რომ, ასეთი რეფორმის შემთხვევაში, ქვეყნის 2 მილიონ მოქალაქეს მოემატება შემოსავალი და ეს ტვირთად არ დააწვება დამსაქმებლებს.