Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ-ის არმიამ თავის რიგებში პირველი ტრანსგენდერი მიიღო

აშშ-ის არმიამ თავის რიგებში პირველი ტრანსგენდერი მიიღო

აშშ-ის არმიამ თავის რიგებში პირველი ტრანსგენდერი მიიღო

ამ “სასიხარულო” ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. სააგენტო Reuters-ს ეს ახალი ამბავი დაუდასტურა ამერიკის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა დევიდ ისტბერნმა, რომელმაც განაცხადა, რომ 2018 წლის 23 თებერვალს ერთმა ტრანსგენედერმა ხელი მოაწერა აშშ-ის არმიაში სამსახურის გავლის კონტრაქტს.

იუწყებიან, რომ თავდაპირველად მას მოუწევს ახალგაზრდა მებრძოლის კურსის გავლა, შემდეგ კი დაიწყებს სამსახურს ერთ-ერთ საარმიო ქვედანაყოფში.

უწყებაში განაცხადეს, რომ ზუსტად არ იციან, ზუსტი რაოდენობა იმ ტრანსგენდერებისა, რომლებსაც შეეძლოთ ემსახურათ არმიაში თავიანთი ბიოგრაფიის ამ პიკანტური დეტალის დამალვის გზით. პენტაგონის აზრით, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არის პირველი კონტრაქტი, რომელიც ტრანსგენდერთან ოფიციალურად გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის აგვისტოში დონალდ ტრამპმა აამოქმედა აკრძალვა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ტრანსგენდერების მიღებისა, მაგრამ შარშან, წლის ბოლოს, სასამართლომ გააუქმა 45-ე პრეზიდენტის განკარგულება და თეთრი სახლის ადმინისტრაცია იძულებული შეიქნა, დათანხმებოდა სქესგამოცვლილი პირების არმიაში სამსახურს.

2 COMMENTS

  1. კიდევ ერთი დასტური წმინდა წიგნის სიტყვებისა: “ახლოს არს, კართა ზედა”.
    ღმერთო დაიფარე ჩვენი დედაეკლესია, სამშობლო და ოჯახები. გარეთ გამოსვლის დროა, ზნეობის სადარაჯოზე უნდა დავდგეთ, თავგანწირვის მაგალითი კი მრავალგზის მოგვცეს წინაპრებმა.

  2. და რისი გამკეთებელია ჯარში ეს უბედური?!
    საკუთარი ერთი ადგილი ვერ დაუცვიათ და სამშობლოს დაიცავენ?)))

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here