Home რუბრიკები პოლიტიკა “თუ საპროტესტო გამოსვლები ეთნიკურ და რელიგიურ დაპირისპირებაში გადაიზრდება, თურქეთი ცერემონიებს არ დაიწყებს”

“თუ საპროტესტო გამოსვლები ეთნიკურ და რელიგიურ დაპირისპირებაში გადაიზრდება, თურქეთი ცერემონიებს არ დაიწყებს”

ბათუმი

საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დაიწყო თურქეთის ფინანსურეკონომიკური ექსპანსია, რომელსაც მალე მოჰყვა რელიგიურიდეოლოგიური ექსპანსიაც. ამის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვლინება იყო თურქეთის მხრიდან ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენების მოთხოვნა. როგორც გაირკვა, საქართველოს ხელისუფლება, სააკაშვილის მეთაურობით, 2006 წლიდან აწარმოებდა მოლაპარაკებებს თურქეთთან მეჩეთების აღდგენის საკითხზე, მაგრამ ეს ამბავი ქართველი საზოგადოებისთვის მხოლოდ 2010 წლის ბოლოს შეიქნა ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ, როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა ახმეტ დავითოღლუმ განაცხადა, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება, ორი ქვეყნის კულტურის სამინისტროებს კი არა, მიხეილ სააკაშვილსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიუღიათ(!). თვით დავითოღლუმ კი ფრიად საყურადღებო რამ განაცხადა: “ჩვენ ერთობლივი ისტორია გვაქვს (?! _ გ.გ.). ტაძრები თურქეთის ტერიტორიაზე ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობაა (?! _ გ.გ.), მათ ნებისმიერ შემთხვევაში ჩავუტარებთ რესტავრაციას. საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ძეგლები, აგრეთვე, ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობაა და საქართველოს ეკუთვნის, ეს განსაკუთრებით ეხება აჭარას. ამ რეგიონში მუსლიმანები ცხოვრობენ”.

ამ საკითხზე მწვავე იყო საქართველოს საპატრიარქოს განცხადება:

“მასმედიით გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს, თანხმობა მისცეს ბათუმში ე. წ. აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას და ახალციხეში ახმედიეს მეჩეთის რესტავრაციას. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები, ორ წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს თურქეთისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის და ეს ხდება საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) უხეში დარღვევით, რადგან საქართველოს საპატრიარქო, რომელიც არის ყველა ქართული ეკლესია-მონასტრის მესაკუთრე, არ იყო და არ არის ჩართული ოფიციალურ მოლაპარაკებებში; მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩვენი პრინციპული, მაგრამ, ამასთანავე, კონსტრუქციული პოზიცია ყოველთვის გვქონდა. ეს პოზიცია გამოიხატა თურქეთის პრემიერმინისტრ, ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი 2011 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მიწერილ წერილშიც, რომლის პასუხიც, სამწუხაროდ, დღემდე არ მიგვიღია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მეტად პრობლემურია ხელისუფლების სურვილი, ბათუმში ახალი მეჩეთ-კომპლექსის მშენებლობის შესახებ, რასაც ძველი მეჩეთის აღდგენად წარმოაჩენენ. გამართლება არ აქვს იმ პოზიციასაც, თითქოს ეს კეთდება ოშკისა და იშხანის გადარჩენის მიზნით, რადგან, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა თურქეთის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ამიტომაც ხელისუფლებას ამ მიზნით წლების წინათ უნდა მიემართა იუნესკოსთვის (რაც არაერთხელ შევახსენეთ) და ეს თემა დღეს განხილვის საგნად არ უნდა ექცია. მიუხედავად ყოველივე ამისა, ჩვენ წამოვაყენეთ ისეთი წინადადება, რომელიც შესაძლებელს გახდის ამ ქართულ-თურქული მოლაპარაკებების ორმხრივად მისაღები გზით განვითარებას. ამიტომაც იყო, რომ საქართველოში და, პირველ რიგში, აჭარაში გახსნილი ასობით მეჩეთისა და ჯამეს საპირწონედ ტაოსა და ლაზეთში თითო-თითო ეკლესიის აღდგენა-ამოქმედება შევთავაზეთ და საპატრიარქოს ჩართვა აღნიშნულ მოლაპარაკებებში. ჩვენ ვდგამთ კიდევ ერთ ნაბიჯს და ამ ეტაპზე აღარ ვაყენებთ ხახულის ეკლესიის (ტაოს მხარე) საკითხს. ვითხოვთ, მხოლოდ უძველეს ქართულ საეპისკოპოსო ქალაქ არდაშენში (ლაზეთის მხარე) მცირე ზომის ბაზილიკის ჩვენი თანხებით აღდგენა-ამოქმედებას (ამ რეგიონში ქართული სხვა არაერთი გაცილებით დიდი ძეგლია) და ამის შემდეგ თურქეთსა და საქართველოში მეჩეთებისა და ტაძრების რესტავრაციაზე საუბარს ჩვენი მონაწილეობით. თუ ამის განხორციელება რაიმე მიზეზით თურქული მხარისთვის მიუღებელია, ჩვენთვისაც ყოვლად მიუღებელია ოშკისა და იშხანის გადარჩენის საბაბით ბათუმში ჩვენი ისტორიის მძიმე პერიოდის სიმბოლოს, აზიზიეს მეჩეთის, მშენებლობა.

მეჩეთი

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ასეთი ქმედებით ხელოვნურად ხდება მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაძაბულობის პროვოცირება; არადა, საქართველოში მუსლიმები, რომელი ერის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ ისინი, ისევე, როგორც სხვა რელიგიის აღმსარებელნი, არასოდეს იზღუდებოდნენ, პირიქით, ყოველთვის კარგად გრძნობდნენ თავს და ამიტომაც იყო, რომ არაერთმა მათგანმა შესწირა სიცოცხლე საქართველოს დაცვას; ეს დღესაც ასეა და ამას, პირველ რიგში, ქართველი ადამიანის შემწყნარებლური ქრისტიანული ბუნება განაპირობებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ, როგორც თურქეთის, ისე საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებენ ჩვენს შეთავაზებას და არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით და ქვეყნებს შორის პრობლემების შექმნას შეუწყობს ხელს”.

ანალოგიური შინაარსის განცხადება საქართველოს პატრიარქმა 2011 წლის 18 იანვარსაც გამოაქვეყნა, რომელშიც დაუშვებლად მიიჩნია ხელშეკრულების ხელმოწერა იმ პირობებში, როცა საქართველოში უამრავი ჯამე, მეჩეთი და მედრესე მოქმედებს, ხოლო თურქეთში არც ერთი მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი არ არის. პატრიარქის მიერ თურქული საერო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხსენება სულაც არ იყო შემთხვევითი, რადგან პრეზიდენტ სააკაშვილის დედა, თურქოლოგი გიული ალასანია, მათ გახსნას ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციამდე” ლობირებდა. ერთერთ გამოსვლაში სააკაშვილმა თქვა, რომ დედისგან იცის: “თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია”. იქვე ისიც დასძინა, რომ თურქეთისგან მტრის ხატის შექმნა ყოველთვის იყო რუსეთის ინტერესი.

პატრიარქის განცხადებიდან ერთი კვირის შემდეგ სააკაშვილმა პირველი ოფიციალური კომენტარი გააკეთა ამ საკითხზე სატელევიზიო პროგრამაში “პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს”. მან თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ტაძრები, ფაქტობრივად, თურქულად გამოაცხადა და საუბარი იმ კალაპოტში წარმართა, თითქოს საქართველოში მუსლიმთა არსებობას ეწინააღმდგებიან, ხოლო მეჩეთების მშენებლობას ანტიქართულ ქმედებად მიიჩნევენ. სინამდვილეში საქართველოში არც ერთი ამგვარი განცხადება არც მართლმადიდებლებს, არც მუსლიმანებს არ გაუკეთებიათ.

ამ მოვლენების შემდეგ ბათუმში 90 წლის წინათ დაღუპული ქართველი მეომრების საფლავთან გაიმართა საპროტესტო აქცია. აქციაზე მართლმადიდებლები და მუსლიმანები ერთად იდგნენ და აპროტესტებდნენ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას. მოგვიანებით შეწყდა ამ მეჩეთის მშენებლობაზე ლაპარაკი, მაგრამ 2017 წელს მუსლიმანთა თემმა ბათუმში გრანდიოზული მეჩეთის აშენების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო მერიას მიმართა და, როცა უარი მიიღო, სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

პარალელურად, საქმეში ე.წ. მესამე სექტორიც ჩაერთო და, როგორც სასამართლო სისტემა, ისე კონკრეტული მოსამართლე კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვია. ცოტა ხნის წინათ ამ საქმეზე განცხადებები ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ _ “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინტიტუტმა” (TDI) და “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” _ გაავრცელა. მათი განმარტებით, ბათუმის მერია უხეშად არღვევს მუსლიმანური თემის ინტერესებს, ხოლო სასამართლო სისტემა ამ პროცესის ინსტრუმენტია, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ამ განცხადებიდან ზუსტად ერთ კვირაში სასამართლო პროცესი დაინიშნა. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, რომელიც მანამდე არგუმენტებით ასაბუთებდა თემის მოთხოვნაზე უარის თქმას, უცებ ალაპარაკდა შეხვედრებსა და პოზიციების შეჯერებაზე. როგორც ჩანს, უცხოეთიდან დაფინანსებულიმესამე სექტორისგავლენა ხელისუფლებაზე უკვე ისე დიდია, მიუხედავად ყველა სამართლებრივი თუ არქიტექტურული დასაბუთებისა, რომ კონკრეტულ ადგილას კონკრეტული ნაგებობის, ამ შემთხვევაში მეჩეთის, აშენება არ შეიძლება, ორარასამთავრობო ორგანიზაციასმაინც თავისი გააქვს. სასამართლო პროცესზე, რომელიც ობიექტურობასა და სამართლებრივ ლოგიკას იყო მოკლებული, მოპასუხემ _ მერიის იურისტმა, მოსარჩელეს _ მუსლიმთა თემს, დავის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა და ამ მიზნით შეხვედრების გამართვა შესთავაზა. ამის შემდეგ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მხარეებს შეთანხმების მისაღწევად 30 კალენდარული დღე მისცა და სხდომა ერთი თვით გადადო.

აი ასე შეაფასა ბათუმში მიმდინარე პროცესები წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა დავითმა (ისაკაძე) ერთი კვირის წინათ ჩვენი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #7, 2017 წელი):

ეს ძალიან სახიფათო მოვლენაა დღევანდელი საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ახლოვდება ყარსის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის თარიღი. 2021 წლის 13 ოქტომბერს გასდის ხელშეკრულებას ვადა და თურქები ითხოვენ არა მხოლოდ ბათუმის, მთლიანად აჭარის შეყვანას თავიანთ იურისდიქციაში. ეს არის თურქული ექსპანსიის ნათელი გამოვლინება და ამის ფონზე ნებისმიერი, ვინც ცდილობს, ხელი შეუწყოს კონფრონტაციის განვითარებას, ემსახურება თურქეთის ინტერესებს.

რაც შეეხება იმ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ მეჩეთების მშენებლობას და ხშირად საუბრობენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიის უფლებებზე, ისინი არიან მტრები საქართველოსი. ისინი პირდაპირ იმართებიან დასავლეთიდან და სინამდვილეში მათ ვიღაცის უფლებები კი არ ადარდებთ, არამედ აღიზიანებთ ერთადერთი რამ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია იყო და დღემდე რჩება ქართველი ერის მთავარ სულიერ ციხესიმაგრედ. აი ამიტომაა მათი მიზანი საქართველოს _ მართლმადიდებელი სახელმწიფოს, დაშლა და დაქუცმაცება… წინა და მოქმედი ხელისუფლება, ფაქტობრივად, ტოლს არ უდებენ ერთმანეთს იმაში, რასაც ანტიეროვნული, ანტიქართული და ანტიმართლმადიდებლური საქმიანობა ჰქვია. გააფთრებით ებრძვიან ყველაფერს, რაც ჩვენს თვითმყოფადობას განაპირობებს. ამის ფონზე, სიმართლე გითხრათ, გამკვირვებია, რატომაა ხალხი დადუმებული. რატომ არ იღებს საზოგადოება ხმას იმაზე, რაც ხდება და რა უბედურებაც გარდაუვალია მომავალში, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა…”.

ალექსანდრე ჭაჭია
ალექსანდრე ჭაჭია

აღსანიშნავია, რომ საფრთხეზე, რომლის წინაშეც ქართველი ხალხი დგას, წლების წინათ გვაფრთხილებდა პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია. აი, რა განაცხადა მანსაქართველო და მსოფლიოსთვის” 6 წლის წინათ (2012 წლის მე-12 ნომერი) მიცემულ ინტერვიუში:

* “თურქეთის ფინანსურეკონომიკურმა ექსპანსიამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ უკვე პოლიტიკაშიც თვისებრივად ახალ ძვრებს მოითხოვს, ამისთვის კი ქართველი მოსახლეობის ფსიქოლოგიური მომზადებაა საჭირო. საიდუმლოებას არ წარმოადგენს ის, რომ აჭარის ახალი ობიექტები, რომლებითაც ასე ამაყობს ჩვენი ხელისუფლება, თურქების აშენებულია და მათ საკუთრებას წარმოადგენს. ფეშენებელური სასტუმროებისა და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, შეუძლებელია, აჭარაში რენტაბელური იყოს: მისით სარგებლობისთვის ქართველებს ფული არ აქვთ, ხოლო სომხური ტურისტული ნაკადი ასეთი სიმძლავრეების ასათვისებლად საკმარისი არაა, საკურორტო სეზონიც აჭარაში ძალიან ხანმოკლეა. მიუხედავად ამისა, თურქები მაინც ყიდულობენ მიწას, აშენებენ თავიანთ ობიექტებს, შესაძლოა, იმის იმედად, რომ ცოტა ხანში შეძლებენ თანამემამულეებისთვის მათ საცხოვრებელ ბინებად რეალიზებას. მითხრეს, რომ დღეს ბათუმში 23 ათასი თურქია ჩაწერილი. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ეს საკმაოდ სოლიდური რაოდენობაა. აჭარაში არასოდეს უცხოვრია ამდენ თურქს, მაშინაც კი, როდესაც იგი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. წლების წინათ ვწერდი და ახლაც შემიძლია გავიმეორო, რომ თურქეთთან ურთიერთობებში ჩვენ შემდეგი გარემოებებით უნდა ვიხელმძღვანელოთ:

პირველი _ თურქული ეროვნული ელიტა (პოლიტიკური, ინტელექტუალური, სამხედრო) ყოველთვის მიიჩნევდა აჭარას თავის ისტორიულ ტერიტორიად, ხოლო დასავლეთ საქართველოს _ საკუთარი გავლენის ბუნებრივ ზონად;

მეორე _ თურქები თვლიან, რომ აჭარა მათ ძალის გამოყენებით რუსეთმა წაართვა და არა საქართველომ;

მესამე _ თურქეთი ისლამურ სამყაროში აშშის ერთადერთი დიდი სამხედროპოლიტიკური მოკავშირეა და აშშ თურქეთს რეგიონულ ზესახელმწიფოდ აღიარებს, რომელსაც აქვს უფლება, თავისი ზეგავლენა კავკასიაზე გაავრცელოს;

მეოთხე _ ერთი მხრივ, რუსულქართულმა მტრულმა ურთიერთობებმა და მეორე მხრივ, თურქეთსა და რუსეთს შორის ძალიან აქტიურმა ეკონომიკურმა თანამშრომლობამ შეიძლება საქმე მიიყვანოს რუსეთის მიერ აჭარის ავტონომიის გარანტის როლზე უარის თქმასა და ყარსის ხელშეკრულებიდან გამოსვლამდე”.

როგორც ხედავთ, ცნობილმა პოლიტოლოგმა 6 წლის წინათ ივარაუდა ქართველი ერისთვის სახიფათო პროცესების განვითარება. დღეს, იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წელს ვადა გასდის ყარსის ხელშეკრულებას, კიდევ უფრო ნათლად ჩანს თურქეთის ფინანსურ-ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსია. ამ დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა არა მხოლოდ თურქეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებები, რომლებიც მოითხოვდნენ 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე უბრწყინვალესი გამარჯვების აღსანიშნავი დღე არ დაგვეწესებინა, არამედ ბათუმის დიდი ნაწილის ე.წ. თურქი ინვესტორების მიერ ხელში ჩაგდება და ქართული ტელევიზიების მდარე თურქული სერიალებით გადავსებული ეთერიც.

ბატონი ალექსანდრე ჭაჭია ამავე ინტერვიუში ასე აფასებს ხელისუფლების დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი:

* “ჩვენს ხელისუფლებაზე აჭარაში აღარაფერია დამოკიდებული. თურქები ჩვენს ოფიციალურ დასტურს მხოლოდ ზრდილობის გამო ითხოვენ. დღეს მათ აჭარაში ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ და ვერავინ შეუშლის ხელს. საქართველოს ხელმძღვანელობას მშვენივრად ესმოდა, რომ აჭარაზე კონტროლი ნელნელა გადადის თურქების ხელში, მაგრამ ვერ შეეწინააღმდეგა. თურქებს რომ შეეწყვიტათ ობიექტების შენება აჭარასა და თბილისში, მაშინ რა წარმოედგინათ, როგორც საკუთარი მმართველობის შედეგი: ზუგდიდში შადრევანი? პლეხანოვზე გადაღებილი ფასადები? სად მიეყვანათ უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები?

ჩემთვის ძვირფასი ბათუმელების საპროტესტო განწყობის შესახებ ვიცი, მიხარია, რომ ხალხი, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ისტორიულ მეხსიერებას ინარჩუნებს, მათ შორის იმ სულთნის შესახებაც, მაგრამ მოვუწოდებ, იყოს ძალიან ფრთხილად თავის ქმედებებში. თუ თურქებმა მეჩეთის აშენება გადაწყვიტეს, ისინი მას ააშენებენ, ხოლო თუ საპროტესტო გამოსვლები ეთნიკურ და რელიგიურ დაპირისპირებაში გადაიზრდება, თურქეთი ცერემონიებს არ დაიწყებს. ერდოღანი მოსკოვში ჩაფრინდება, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში გააკეთა, ხოლო მოსკოვს შემაფერხებელი ფაქტორის როლის თამაშის საფუძველი აღარ აქვს”.

საქართველოს ხელისუფლება, როგორც წინა, ასევე ამჟამინდელი, ისეა შეპყრობილი ვასალის სინდრომით დასავლელი პატრონების მიმართ, რომ ისტორიის ფალსიფიკაციასა და სიცრუესაც არ ერიდება. სააკაშვილის ნათქვამი, რომ “თურქეთი საქართველოს ისტორიული მეგობარია”, შარშან გაიმეორა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, რამდენიმე დღის წინათ კი ორივეს _ სააკაშვილსაც და კვირიკაშვილსაც _ კვერი დაუკრა საქართველოს დაზვერვის ხელმძღვანელმა დავით სუჯაშვილმა, რომელმაც პარლამენტის კომიტეტის დახურულ სხდომაზე განაცხადა: რუსეთი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა, მტერია, თურქეთი კი _ საქართველოს მთავარი მოკავშირე”, და ეს თქვა, იმის მიუხედავად, რომ აჭარა სწორედ რუსეთმა შემოუერთა დედასაქართველოს, ხოლო ართვინის, არტაანისა და ოლთისის ოლქები, ტაო-კლარჯეთი _ სულ 12 ათასი კვ.მ ტერიტორია დღესაც მიტაცებული აქვს თურქეთს. მაგრამ დასავლელი პატრონების მითითებების შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხომ ყველაფერზე თვალს დახუჭავენ, ოღონდ მათ კეთილდღეობას არაფერი დაემუქროს? იმას კი არად დაგიდევენ, რომ თურქეთს, რომელსაც ურთიერთობა გაუფუჭდა აშშ-თან, შეუძლია, საქართველოში თავისი ჯარი შემოიყვანოს და დაიკავოს არა მხოლოდ აჭარა…

ქართველი ერისთვის ამ რთული ვითარებიდან გამოსავალს ალექსანდრე ჭაჭია შემდეგი ამოცანების გადაჭრაში ხედავდა:

* “დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ ქვეყნის შემდგომი დაშლა, არ მივცეთ ხელისუფლებას ახალი ტერიტორიების დაკარგვის შესაძლებლობა. ამისთვის უახლოესი წლების განმავლობაში ბეწვის ხიდზე მოგვიწევს სიარული. თუ შევძლებთ, ვიქნებით ერი საკუთარი სახელმწიფოთი. მთავარია, დარჩენილი ტერიტორია შევინარჩუნოთ. ხოლო ამ საქმეში უმნიშვნელოვანესი ადგილი მოსახლეობის მუსლიმანურ ნაწილთან ჩვენს ურთიერთობებს ეთმობა. უნდა გავიგოთ, რომ აჭარაში თურქების აქტიურობა, ისლამური ფაქტორის ზრდა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობაში, ბორჩალოში საზოგადოებრივი პარლამენტის შექმნა, ბაქოდან საქართველოს მისამართით მკვეთრი განცხადებები _ ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვის რგოლებია. ამასთანავე, გვახსოვდეს, რომ საქართველო ეკონომიკურად მთლიანად თურქეთსა და აზერბაიჯანზეა დამოკიდებული. თუ ადრე ჩვენ უკან რუსეთი იდგა და შეგვეძლო, დიდი ყურადღება არ მიგვექცია ისლამური ფაქტორისთვის, დღეს იგი ჩვენი არსებობის უმნიშვნელოვანესი პირობა გახდა. ჩვენ 200 წელია, დაგვავიწყდა, მაგრამ თურქეთსა და ირანს მშვენივრად ახსოვთ, რომ საუკუნეების განმავლობაში საქართველო მათი ვასალური ტერიტორია იყო.

მუსლიმანურ მოსახლეობასთან ერთად მშვიდად ცხოვრება ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ქართველთა ნაწილი მუსლიმანები არიან. მეტიც, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ისლამი თავისი სულიერზნეობრივი ღირებულებებით უფრო ახლოსაა მართლმადიდებლობასთან, ვიდრე იგივე პროტესტანტიზმი და მის წიაღში აღმოცენებული კულტურა. მუსლიმანებს, ისევე, როგორც მართლმადიდებლებს, აღაშფოთებს საზოგადოებაში ზნეობის დაცემა, გარყვნილების პროპაგანდა, ნიჰილიზმი, თაობათა გაუცხოება, ეროვნული ტრადიციების უარყოფა. ეს სერიოზული საფუძველია ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობისთვის საერთო სამშობლოს სასიკეთოდ”.

დიახ, ასეა: აჭარაში და სრულიად საქართველოში თურქეთის ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსია, თურქეთისა და რუსეთის დაახლოება და ინტერესების თანხვედრა, საქართველოს ხელისუფლების ვასალური მორჩილება დასავლელი პატრონებისადმი საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს, ამიტომ თითოეული ქართველი დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს საზოგადოების ნებისმიერ თემთან, ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენლებთან ურთიერთობას, უარი თქვას დასავლურ აღვირახსნილ პროპაგანდაზე და, ამასთანავე, დაიცვას თავისი ეროვნული ტრადიციები, ფასეულობები, მართლმადიდებლობა.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here