Home რუბრიკები პოლიტიკა მძლეველი

მძლეველი

გიორგი მარგველაშვილი, ირაკლი კობახიძე

რამდენიმე დღის წინათ საქართველოს პარლამემენტმა გიორგი მარგველაშვილის რიგით მე-11 ვეტო დაძლია, მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდში საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა. მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების თანახმად, ქვეყნის ყველაზე მდიდარ ტელევიზიას, საზოგადოებრივ მაუწყებელს, დამატებითი შემოსავლის მიღება კომერციული რეკლამიდანაც შეეძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო ტელევიზიები სარეკლამო შემოსავალს დაკარგავენ. ოპოზიცია ფიქრობს, რომქართულმა ოცნებამეს გადაწყვეტილება ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი, კრიტიკული მედიის შესავწროებლად მიიღო.

კანონის შინაარსსა და შედეგებზე მსჯელობა ახლა დროის ფუჭი დაკარგვაა, რადგან კანონპროექტი დამტკიცებულია. ამ ვითარებაში კომიკურია მმართველი გუნდისა და პრეზიდენტის ურთიერთობა.

როგორც კი რომელიმე მნიშვნელოვან კანონს მიიღებს პარლამენტი და პრეზიდენტს გაუგზავნის ხელმოსაწერად, მარგველაშვილი საქმიანი, ნასიამოვნები სახით დგება ტრიბუნასთან და საზოგადოებას ამცნობს, რომ მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნა საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტი. პრეზიდენტი ვეტოს დადებას ძლივს ასწრებს, რომ სასწრაფოდ, ასევე ნასიამოვნები სახეებით დაფაცურდებიან უმრავლესობის წარმომადგენლები და იწყებენ მზადებას ვეტოს დასაძლევად. ყველაზე დიდი სიამოვნებით პრეზიდენტის ვეტოზე თვითონ მარგველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობენ. პარლამენტის თავმჯდომარე ოდნავ მკაცრი და, ამასთანავე, ნასიამოვნები გამომეტყველებით იწყებს პრეზიდენტის კრიტიკას და საზოგადოებას არწმუნებს, რომ უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. ისე, ამ პარლამენტის თავმჯდომარის ფუნქციაც ხომ ეს არის _ დაძლიოს ვეტო. ამიტომაც ირაკლი კობახიძის თიკუნებს _ ჩიჩილაკა”, “გოგლიმოგლა”, “კულულა და სხვ. _ თამამად შეიძლება დაემატოს მეტსახელი ირაკლი მძლეველი”. რადგან საქართველოს პარლამენტის ისტორიაში, ალბათ, ყველზე მეტი ვეტოს დამძლევი თავმჯდომარის სახელით შევა. სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტს ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც საზოგადოების ყურადღებას მხოლოდ ვარცხნილობით, ვეტოს დაძლევითა და ფლეგმატური ხასიათით იქცევს.

თუმცა, ირაკლი კობახიძის პოლიტიკურ გზაზეც იყო რამდენიმე მკვეთრი განცხადება, რომელიც მისი კრიტიკის საფუძველი გახდა. მაგალითად, ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც “ჩიჩილაკმა,” ასე ვთქვათ, მკვეთრი განცხადება გააკეთა, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში იყო, როცა მან ახალგაზრდებს კომუნისტები უწოდა. “კომუნისტების სოლიდარობა არ გაიშვა. არ არსებობს კომუნისტების მხრიდან სოლიდარობა. ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი საქართველოში არ არის. მინდა, მოგიწოდოთ, რომ ვიაროთ ცოდნის გზით. თქვენ უნდა დასვათ კითხვები და მიიღოთ პასუხები. ასე იღებს ადამიანი ცოდნას. თქვენ დღესაც კი არ გინდათ, რომ დასვათ კითხვები და მიიღოთ პასუხები. ასე შორს ვერ წახვალთ. კომუნიზმიც იმის შედეგია, რომ ჯერ არ გაგიღრმავებიათ ცოდნა. ცოდნა და კომუნიზმი ერთმანეთთან შეუთავსებელია. ეს არის რეალობა”, _ ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში კონსტიტუციის პროექტის განსახილველად შეკრებილ სტუდენტებს, რომლებიც მეშახტეებს სოლიდარობას უცხადებდნენ და შეხვედრაზე სასტვენებით სცადეს პროტესტის გამოხატვა. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში ვითარება დაძაბული იყო, ირაკლი კობახიძეს, რომელზეც ხშირად ამბობენ, არც ღვინოაო და არც წყალი, ნერვიც არ შეტოკებია, ისე დაიწყო დებატები ახალგაზრდებთან.

ირაკლი კობახიძის პოლიტიკური მოღვაწეობიდან დასამახსოვრებელი იყო, აგრეთვე, შემთხვევა, როდესაც მან ანა დოლიძეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას რამდენჯერმე მიმართა ბატონო გიორგითი. მაშინაც საქმე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხებოდა. დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იყო და კამათიც ვეტოს დაძლევაზე კენჭიყრამდე გაიმართა. კობახიძემ მომხდარი ასე შეაფასა: “ქალბატონი ანა 10 წუთის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ის იყო გიორგი მარგველაშვილი. ის ზღვარს ვერ ავლებდა პრეზიდენტსა და პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენელს შორის ისევე, როგორც ვერ გაავლო ზღვარი პოლიტიკოსსა და საჯარო მოხელეს შორის. 10 წუთი გვიმტკიცებდა იმას, რომ ზუსტად ისევე შეეძლო საუბარი, როგორც გიორგი მარგველაშვილს. მისი მტკიცების თანახმად, ტრიბუნასთან იდგა გიორგი მარგველაშვილი. მე რომ ვამტკიცო დღეს, რომ ვარ ანგელა მერკელი, თქვენ გაქვთ სრული უფლება, ქალბატონი ანგელა დამიძახოთ. ან რომ ვამტკიცო, რომ ვარ ტონი ბლერი, გაქვთ სრული შესაძლებლობა, რომ დამიძახოთ ბატონი ტონი”.

ისე, ირაკლი კობახიძეს სულაც არ სჭირდება იმის მტკიცება, რომ ის ანგელა მერკელია. სახის უემოციო გამომეტყველებით, ვარცხნილობით, არაფრის მაქნისი პოლიტიკოსის იმიჯით იგი ძალიან ჰგავს ანგელას. ასე რომ, მეტსახელი ანგელაც ზედგამოჭრილია ირაკლი კობახიძეზე

ირაკლი კობახიძის ფუნქცია ივანიშვილის ხელისუფლებაში, გარდა ვეტოს დაძლევისა, პრეზიდენტის ლანძღვაცაა, თითქოს გიორგი მარგველაშვილი ივანიშვილმა არ დაასვა ქვეყანას თავზე: “ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა საქართველოს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობას. ამის შემდეგ ჩვენ მივეცით საქართველოს პრეზიდენტს სახის შენარჩუნების შანსი. ჩვენ მივეცით რეაგირების შანსი და, შესაბამისად, მივმართეთ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით მას. მას ჰქონდა შანსი, რომ შესაბამისი რეაგირება მიეცა ამ ძალიან მძიმე, უმძიმესი შეურაცხყოფისთვის. თქვენ გახსოვთ, რა სიტყვები გამოიყენა ქალბატონმა ანა დოლიძემ და ამაზე პასუხი იყო აბსოლუტურად გამაოგნებელი. ამ უმძიმეს შეურაცხყოფას მან დაამატა დამატებითი შეურაცხყოფა და გამოიყენა ისეთი სიტყვები პირადად პრეზიდენტმა უკვე, როგორიც არის: კომკავშირელები, მედროვეები და .. საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ამბობს ასეთ რამეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები, ესენი არიან: თავხედები, უზრდელები, შარიკოვები, მედროვეები და კომკავშირელები. ჩვენ გვყავს ასეთი პრეზიდენტი. საქართველო ნამდვილად მეტს იმსახურებს, ეს შემიძლიათ გითხრათ. თუმცა, საქართველოს ისტორიას ახსოვს ამაზე უარესი პრეზიდენტიც, ამასაც გავუძლებთ რამენაირად და ჩვენ აუცილებლად გვეყოლება საბოლოო ჯამში ისეთი პრეზიდენტი, რომელიც იმოქმედებს მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად და, რომელიც იმოქმედებს ეთიკის სტანდარტების შესაბამისად”, _ ასეთი პრინციპული და კრიტიკულია ირაკლი კობახიძე პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ. მაგრამ ურიგო არ იქნება ასთივე პრინციპულობა აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართაც გამოიჩინოს.

თავის მხრივ, არც ანა დოლიძე დარჩა ვალში პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ქცევა ასე შეაფასა: ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ ვიხილეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი. სამწუხაროდ, ეს არის ქართული პოლიტიკის შარიკოვი, პერსონაჟია ბულგაკოვის ნაწარმოებიდან, რომელიც გარკვეული ვითარების გამო მოხვდება თანამდებობაზე და შეურაცხყოფს ყველას. ის შეურაცხყოფას აყენებს ასევე ათი ათასობით საჯარო მოხელეს, რომლებიც სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ, რადგან უდიერად იხსენიებს მათ. დარწმუნებული ვარ, ქართველი საზოგადოება შესაბამის ადგილს მიუჩენს მსგავს ქცევას”, _ განაცხადა ანა დოლიძემ.

პოლიტიკაში ირაკლი კობახიძის სახელს უკავშირდება საკონსტიტუციო რეფორმა, რომელზეც დღემდე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. თვითონ კობახიძე საკონსტიტუციო რეფორმას ასე იცავდა: “ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. ეს დღის წესრიგი არის ის, რომ მახინჯი კონსტიტუცია უნდა გასწორდეს და ჩამოყალიბდეს სწორი სახით, ვისაც უნდა, ხელი შეუშალოს ამ ყველაფერს, ეს მისი არჩევანია. ჩვენ, ბუნებრივია, ხელი ვერ შეგვეშლება ვერანაირი ფორმით. ჩვენ ხალხმა გამოგვიცხადა ნდობა, საკონსტიტუციო ნდობა 2016 წელს. გახსოვთ, რომ მთელი კამპანია იყო წარმოებულიქართული ოცნებისწინააღმდეგ იმისთვის, რომ ჩვენს პარტიას ვერ მიეღო საკონსტიტუციო ნდობა, თუმცა ჩვენმა ამომრჩეველმა მიიღო რაციონალური და პრაგმატული გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო ნდობა გამოუცხადაქართულ ოცნებას”, რამაც შესაძლებელი გახადა დღევანდელი უმახინჯესი დოკუმენტის, ქვეყნის ძირითადი კანონის გასწორება და ჩამოყალიბება დემოკრატიული სახით, და მისი შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ საუკეთესო ტრადიციებთან. ეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც აბსოლუტურად რაციონალური არჩევანის საფუძველზე მოგვცა ქართველმა ხალხმა. ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა ეს ყველაფერი, ჩვენ მივდევთ ქართველი ხალხის ნებას განსხვავებით სხვა სუბიექტებისგან, რომლებისთვისაც ამ ნებას მაინცდამაინც დიდი დატვირთვა აქვს”.

რაც შეეხება “ჩიჩილაკა”, “გოგლიმოგლა”, “მძლეველ”, “კულულა” და “ანგელა” კობახიძის ქონებრივ დეკლარაციას, ეს დოკუმენტი მას ბოლოს 2017 წლის 31 დეკემბერს აქვს შევსებული.

* ირაკლი კობახიძის საკუთრებაა წყნეთის გზატკეცილზე მდებარე 157,8 კვ.მ ბინა, რომელიც მას 2016 წელს საჩუქრად მიუღია. ამავე მისამართზე აქვს 20 კვ.მ ავტოსადგომიც, რომლიც მას ასევე საჩურად აქვს მიღებული, თუმცა დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი, ვისგან მიიღო ეს ძვირად ღირებული საჩუქარი.

* პარლამენტის თავმჯდომარის საკუთრებაა ავტომობილი VW Tiguan-ი რომელიც 2015 წელს 12500 აშშ დოლარად შეუძენია, ხოლო ავტომანქანა Nissan Tiida კობახიძეს 2014 წელს 4300 აშშ დოლარად აქვს ნაყიდი.

* დეკლარაციის შევსებისას ირაკლი კობახიძეს “თი-ბი-სი ბანკში” ანაბარზე 25 000 აშშ დოლარი ერიცხებოდა, ამავე ბანკში ანაბარზე ერიცხება მას 10 000 აშშ დოლარი. ამავე ბანკში, მიმდინარე ანგარიშზე პარლამენტის თავმჯდომარეს 1399,67 აშშ დოლარი ერიცხებოდა, ხოლო სახელფასო ანგარიშზე _ 3253,85 ლარი. “თი-ბი-სი ბანკში” სახელფასო ანგარიშზე 78,46 აშშ დოლარი, 1848,32 ევრო, 736,94 ლარი და 4605,03 ლარი ერიცხება პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე ნატალია მოწონელიძეს. ამავე პერიოდში, როდესაც კობახიძეს დეკლარაცია აქვს შევსებული, მას 13 000 აშშ დოლარი ჰქონდა ხელთ და განმარტავს, რომ ეს თანხა მას შრომის ანაზღაურებიდან დაზოგა.

* 2016 წლის 18 ნოემბრიდან ამავე წლის 31 დეკემბრამდე კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ანაზღაურება 9305,89 ლარი აუღია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თსუ-ს ასოცირებული პროფესორია და მისი ანაზღაურება 2016 წელს 9760 ლარი ყოფილა. თსუ-ში ასისტენტ-პროფესორია ნატალია მოწონელიძე და მისი ანაზღაურება 26425 ლარითაა განსაზღვრული, ხოლო შსს აკადემია ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მას 5567,5 ლარი აუღია.

გიორგი გელაშვილი

P.S. მას შემდეგ, რაც ცნობილი შეიქნა, რომ თბილისის მერი კახა კალაძე თმის შესაკრეჭად მილანში იმყოფებოდა, სოციალურ ქსელში ხუმრობენ, იქნებ ირაკლი კობახიძეც წაეყვანა თბილისის მერს მილანელ სტილისტთან და ბიუჯეტის ფულიც ალალი იყოსჩიჩილაკასთმის შესაჭრელადო

1 COMMENT

  1. საქართველოს მთავრობას და ბიძინას უნდათ თითო ბომბი…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here