Home რუბრიკები სამართალი 49 წლის ქალმა 25 წლისწინანდელი გაუპატიურების გამო უჩივლა გარდაცვლილ რეპერს

49 წლის ქალმა 25 წლისწინანდელი გაუპატიურების გამო უჩივლა გარდაცვლილ რეპერს

აიანა ჯექსონი

თუ გსურს, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცე, ისეთი სისულელე უნდადააბრეხვო”, როგორიც მარიხუანის მოწევის ლეგალიზაციაა. მაგრამ ეს თემა საქართველოში არის თავის გამოჩენის საშუალება, საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად კი საჯაროდ უნდა აღიარო, რომ წლების წინათ ვიღაც ვნებიანად მოგაშტერდა ან მეტიც _ გაგაუპატიურა.

ამერიკელი ქალი, 44 წლის აიანა ჯექსონი, სწორედ ასე მოიქცა. მან 25 წლის შემდეგ უჩივლა რეპერ თუფაქს, რომელმაც ქალი თავის მეგობრებთან ერთად გააუპატიურა. იმხანად აიანა 19 წლისა იყო (1993 წელს), მასაჟის გასაკეთებლად სასტუმროში დადიოდა აწ გარდაცვლილ რეპერ თუფაქ შაკურთან. თავიდან მხოლოდ ვფლირტაობდითო და, როცა “მასაჟის” დრო დადგა (ეს მეორე მისვლაზე იყო), ოთახში რამდენიმე კაცი შემოვარდა და “დაამასაჟა” მასაჟისტი “მსხვერპლი”. თუფაქმა პირდაპირ უთხრა: ჩემს მეგობრებს უნდა გავუზიარო შენი თავიო. იმათაც “გაიზიარეს”.

რეპერს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ გისოსებს მიღმა მხოლოდ 9 თვეს დაჰყო. 3 წლის შემდეგ, 1996 წელს, კი მოკლეს გაურკვეველ ვითარებაში. მოკვდა ისე, რომ დანაშაული არ უღიარებია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here