Home რუბრიკები პოლიტიკა ბულგარელი ჟურნალისტის მასალის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ წაშალა სერვერიდან ინფორმაცია პენტაგონის...

ბულგარელი ჟურნალისტის მასალის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ წაშალა სერვერიდან ინფორმაცია პენტაგონის სამხედრო-ბიოლოგიური პროგრამის შესახებ

დილიანა გაიტანჯიევა

ჩვენი გაზეთის წინა, მე-4 ნომერში გამოქვეყნდა წერილირა კავშირია ლეიშმანიოზის გადამტან ბუზებსა და ლუგარის ლაბორატორიაში მომუშავე ორი ფილიპინელი სპეციალისტის დაღუპვას შორის”, რომლის შესახებსაქართველო და მსოფლიოწლების წინათ წერდა” (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #4, 2018 .) თბილისში, ალექსეევკის დასახლებაში მოქმედი .. ლუგარის ბიოლაბორატორიაში სახიფათო ვირუსებზე ექსპერიმენტების ჩატარების შესახებ, რომლებსაც აშშის თავდაცვის სამინისტრო აფინანსებს.

წერილში მოყვანილი იყო ამონარიდები ბულგარელი ჟურნალისტის, დილიანა გაიტანჯიევას, ჟურნალისტური გამოძიებიდან, რომელმაც დაადასტურა მოსაზრება, რომ თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში ძალიან სახიფათო ცდებს ატარებენ გამომწვევებზე ისეთი დაავადებებისა, როგორიც არის ციმბირის წყლული, ყვითელი და ყირიმ-კონგოს ციებ-ცხელებები, ანუ ლაბორატორიაში ამერიკელები, ამ დაავადებების საწინააღმდეგო საშუალებებზე კი არა, ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე მუშაობენ.

8 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სპეციალური ბრიფინგი გამართა რუსეთის საზღვრებთან ვაშინგტონის სამედიცინო-ბიოლოგიური აქტიურობის საკითხზე.

“ბოლო წლებში შეიქმნა ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია აშშ-ის სამხედრო უწყების სამედიცინო-ბიოლოგიური აქტიურობის გამო რუსეთის საზღვრებთან. ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ რესპუბლიკაში გაჩნდა მიკრობიოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც აშენებული და დაფინანსებულია აშშის თავდაცვის სამინისტროს თანხებით. იქ ამერიკელი სამხედრო ბიოლოგების მონაწილეობით წარმოებს კვლევები ძალიან სახიფათო დაავადებების გამომწვევებზე. შეშფოთებას იწვევს ის, რომ ვაშინგტონი, რომელიც, ერთი შეხედვით, ქვეყნებს საქველმოქმედო დახმარებას სთავაზობს სანიტარულ-ეპიდემიურ სფეროში, ამასთანავე, განუხრელად ზრდის ბიოუსაფრთხოების სფეროში ფარულად და მოულოდნელად ჩარევის პოტენციალს, რომელიც არაფრით და არავისგან კონტროლდება. ეს ძალიან მწვავე პრობლემებია. ვცდილობთ, ისინი დიალოგის გზით მოვაგვაროთ”, _ განაცხადა მარია ზახაროვამ.

სწორედ ამ გლობალური ხასიათის თემაზე ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება ბულგარელმა დილიანა გაიტანჯიევამ. მან წინა პლანზე წამოწია აშშ-ის სამხედრო ბიოლოგიური საქმიანობა, რომელიც შენიღბულია კეთილი მიზნით _ ე.წ. სამედიცინო ცენტრების აშენებით ქვეყნებში, რომლებიც ძალიან ახლოსაა რუსეთთან. სინამდვილეში კი ამერიკელები უკანონო, უფრო მეტიც, სახიფათო საქმიანობას ეწევიანბიოლოგიური იარაღის საწინააღმდეგო საშუალებების შექმნისცინიკური საბაბით. ანალოგიურად მოქმედებდნენ სირიაშიც, როცა მშვიდობის დასამყარებლად ტერორისტები შეაიარაღეს.

გამოძიების მასალების გამოქვეყნების შემდეგ, როგორც დილიანა გაიტანჯიევა წერს, საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ წაშალა NCDC-ის (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი _ ლ.მ.) სერვერიდან ინფორმაცია პენტაგონის სამხედრო-ბიოლოგიური ამერიკული პროგრამისა და თბილისში ბიოლაბორატორიის შესახებ.

აი რას ამბობს სამხედრო ექსპერტი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის კომისიის ყოფილი წევრი იგორ ნიკულინი:

“ბოლო ათი წლის განმავლობაში ამერიკელებმა 400-მდე ბიოლოგიური ლაბორატორია შექმნეს მსოფლიოს მასშტაბით. მათგან 13 უკრაინაშია, 3 თუ 4 _ საქართველოში, 2 _ ყაზახეთში, კიდევ _ ყირგიზეთში, აზერბაიჯანში… ამ მიზნით პენტაგონმა 500 მლნ დოლარი დახარჯა: უკრაინაში _ 175 მლნ, საქართველოში _ 150, ყაზახეთში _ 120. და ამის შემდეგ რუსეთში იფეთქა სხვადასხვა ეპიდემიამ, მათ შორის, ღორის აფრიკულმა ჭირმა, რომელიც ვრცელდება უკრაინიდან, ატიპური პნევმონია კი _ საქართველოდან. ცოტა ხნის წინათ გამოჩნდა ზიკას ვირუსი, რომელიც აფრიკაშია გავრცელებული. რუსეთმა რამდენჯერმე გამოხატა შეშფოთება ამ ფაქტების გამო, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც ბიოლოგიური ომი რუსეთის წინააღმდეგ, და ჩვენ შევეცდებით, მივაღწიოთ იმას, რომ ეს ლაბორატორიები დაიხუროს და გადატანილ იქნას ჩვენი საზღვრებიდან. ამ ლაბორატორიებში მუშაობენ სამხედრო მიკრობიოლოგები, ვირუსოლოგები აშშ-დან. ყველა ქვეყანა _ საქართველოც და უკრაინაც, პირველ რიგში, ხელს აწერენ დოკუმენტს გაუხმაურებლობის შესახებ, ანუ იქ ისეთი ვითარებაა, როგორც საელჩოებში. ბიოლაბორატორიის ტერიტორიაზე სანიტარულეპიდემიოლოგიურ სამსახურს შესვლა არ შეუძლია. რას აკეთებენ იქ, არავინ იცის. ამერიკელები თავიანთ ტერიტორიაზე არ ქმნიან ბიოლოგიურ იარაღს, ამისთვის იყენებენ .. ნაცრისფერ ზონებს. ქვეყნებს, რომლებსაც მყარი სახელმწიფოებრიობა არ აქვთ”.

მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

1 COMMENT

  1. arsebobs kidev raime gagamartlebeli pasuxi kartveli eris normalur da ketilbunovan erad moxseniebisa?? xalxno es didi xania vicit rom lugaris laboratoria ar emsaxureba sakartvelos, da sakartvelos gamyidveli mtavroba )dRevandeli tu carsuli) ar emsaxureba kartveli eris interesebs! ratom unda vitminot ratom, gindat bolomde gagvckviton?? tu ggoniat rom ruseti rom ar akavebdes kartvelta gaumadzgar kuchebs akamde ganadgurebuli ar viknebodit?? kidev kargi rusetia chveni mezobeli romelic nebsit tu uneblied gamodis chveni damcveli!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here