სომხეთის ქალაქ მასისის საავადმყოფოს დირექტორმა ნუნე ავანესიანმა თავის ლაბორატორიას ანალიზის გასაკეთებლად შარდის ნაყენი ჩააბარა და მიიღო… “გამოკვლევის შედეგები”(!)
“სხვადასხვა დროს სხვადასხვა გვარით ვაბარებდი ჩემს სისხლს და ყოველთვის სხვადასხვა პასუხს ვიღებდი. ამჯერად ლაბორატორიას ანალიზისთვის შარდის ნაცვლად ჩაის ნაყენი ჩავაბარე და მივიღე პასუხი ყველა უჯრედულ კომპონენტზე _ ერიტროციტების, ლეიკოციტების, ეპიტელიების შემადგენლობაში”, _ განუცხადა ჟურნალისტებს ქალბატონმა დირექტორმა.
მან თქვა, რომ საავადმყოფოს ლაბორატორიის თანამშრომლებს ხშირად აკრიტიკებდნენ. ამიტომ იძულებული გახდა, ჩაეტარებინა აღნიშნული ექსპერიმენტი. შედეგად 15 ლაბორანტმა დაწერა განცხადება და გათავისუფლდა.