მუსლიმი გოგონა, რომელსაც ფრანგული “ვოისის” ჟიური რამდენიმე წამში შემოუბრუნდა – ახლა კრიტიკის ობიექტია

ფრანგულ “ვოისში” მუსლიმი გოგონას, 22 წლის Mennel Ya -ს მიერ შესრულებულმა “ჰალილუიამ”ჟიურის მოწონება, რამდენიმე წამში დაიმსახურა და მას 4-ივე ჟიურის წევრი შემოუბრუნდა.
გოგონამ სიმღერის მეორე ნაწილი, არაბულ ენაზე შეასრულა, რასაც სოციალურ ქსელში უკმაყოფილება მოჰყვა.
მიზეზი კი, მის მიერ 2 წლის წინ, სოციალურ ქსელ “ფეიბუქში” გამოქვეყნებული სტატუსი გახდა.
სადაც მან, საფრანგეთის ხელისუფლების მისამართით კრიტიკა ნიცაში მომხდარი ტერორისტულ თავდასხმის შესახებ გამოთქვა, და დაწერა “რატომ არ შეუშალა ხელისუფლებამ აღნიშნულ ტერაქტს ხელი.
ფრანგული  Voice- ის მე-7 სეზონის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ახლა კრიტიკის საგანი გახდა.
ამის შემდეგ გოგონამ,სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა.
გუშინ, ბევრი რამ წავიკითხე, რაც დაიწერა ჩემზე, დავიბადე ბეზანკონში, მე მიყვარს საფრანგეთი, მე მომწონს ჩემი ქვეყანა, რა თქმა უნდა, მე მკაცრად ვგმობ ტერორიზმს, რაც ჩემი რისხვის მიზეზი იყო. მაშინ ეს შეტყობინებები შიშის გამოხატულება იყო, მე ღრმად ვწუხვარ ამ შეტყობინებების გამო“, – წერს იგი.
ფრანგული “ვოისის” წარმომადგენლების განცხადებით, სწუხან მომხდარის გამო და ასევე კონკურსის 22 წლის მონაწილის ბედით არიან დაინტერესებული, რადგან მისი მისამართით, გარკვეული მუქარის შემცველი კომენტარებიც დაიწერა.

ლეონარდ კოენის,ლეგენდარული სიმღერა “ჰალილუია”, სიყვარულზე, მშვიდობასა და შემწყნარებლობაზეა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here