მიხეილ სააკაშვილი სასტუმროსთან ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, სასტუმროში უცხოეულ მეგობრებთან ერთად ჩაის დასალევად მოვიდა, რა დროსაც შენობაში ავტომატით შეიარაღებული პირები შევიდნენ.
„ჩემი შეშინება შეუძლებელია, მითუმეტეს „ბარიგით“, შეაშინეთ ბებიათქვენი. ასობით მოწმეა, ისინი კალაშნიკოვებით იმყოფებოდნენ აქ. მათ არ ჰქონდათ სამართლებრივი საფუძველი. იცით, რომ მელოდება ჯგუფი, რათა დამაკავონ და უკრაინიდან ჩემი დეპორტაცია განახორციელონ. პრეზიდენტმა გადაწყვიტა, მოიშოროს თავისი მთავარი პრობლემა, ანუ მე. თუ მე ვცდილობდი, მომეწყო სახელმწიფო გადატრიალება, მსოფლიოში ვინ უშვებს ქვეყნიდან ადამიანს, ვინც სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობდა?!“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.