რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მეცნიერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სმარტფონი ისევ არ აქვს.
მეცნიერმა აღნიშნა, რომ 1 ხმოვანი შეტყობინების დამუშავებას იმდენივე ენერგია სჭირდება, რამდენიც 1 ლიტრი წყლის ადუღებას.
“თქვით, რომ სმარტფონი ყველას აქვს. აი, მე კი არ მაქვს”, – უპასუხა პრეზიდენტმა.
2014 წელს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინს მობილური ტელეფონი არ აქვს.