Home რუბრიკები საზოგადოება რა კავშირია ლეიშმანიოზის გადამტან ბუზებსა და ლუგარის ლაბორატორიაში მომუშავე ორი ფილიპინელი სპეციალისტის...

რა კავშირია ლეიშმანიოზის გადამტან ბუზებსა და ლუგარის ლაბორატორიაში მომუშავე ორი ფილიპინელი სპეციალისტის დაღუპვას შორის, რომლის შესახებაც “საქართველო და მსოფლიო” წლების წინათ წერდა

ფილიპინური სიკვდილის ბუზები, ყირიმ-კონგოსა და ყვითელი ციებ-ცხელების კოღოები ლუგარის ლაბორატორიაში

ფილიპინური ბუზების გავრცელების არეალი საქართველოსა და დაღესტანში

წელიწადი არ გავა, საქართველოში სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადების ეპიდემიამ არ იფეთქოს. ქვეყანა, ფაქტობრივად, ვირუსული დაავადებების კერად იქცა: ფრინველის გრიპი, ღორის გრიპი, რომელმაც, სხვათა შორის, ერთდროულად იფეთქა საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში (კიევსა და დონბასის რეგიონში), ჯილეხი, ყირიმკონგოს ჰემორაგიული ციებცხელებაყვავილისმსგავსი უცნობი დაავადება, დენგესა და კოქსაკის ვირუსები, ვირუსული მენინგიტიახლა კი საქართველოს მოსახლეობას კვლავ ემუქრება წითელა, რომლის ეპიდემიამაც ბოლოს 2013-2014 წლებში იფეთქა და რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

“2018 წლის დასაწყისში აღინიშნება წითელას შემთხვევების ზრდის დინამიკა. მხოლოდ იანვარში საქართველოში გვაქვს წითელას 102 შემთხვევა, 84% ამ შემთხვევებისა აღირიცხა აჭარის რეგიონში, სადაც, ეპიდაფეთქების შეკავების მიზნით, უკვე ერთი თვეა, მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები. წითელა მწვავე ინფექციური დაავადებაა, ვირუსული, რომელიც იწვევს საკმაოდ სერიოზულ გართულებებს როგორც ფილტვების, ასევე სხვადასხვა მხრივ, რიგ შემთხვევებში, სამწუხაროდ, არის სავალალო შედეგიც. ჩვენს ქვეყანაში 2004-2005 და 2013-2014 წლებში გვქონდა საკმაოდ სერიოზული ეპიდაფეთქებები. პირველი აფეთქებისას იყო წითელას 8000-მდე შემთხვევა, ხოლო მეორე ეპიდაფეთქებისას _ 11 000. ჩვენ დროულად უნდა დავიწყოთ ე.წ. შემაკავებელი ღონისძიებები, რათა კვლავ არ მივიღოთ წითელას ეპიდემია. წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალება არის ვაქცინაცია. დამცველობითი ეფექტი წითელას აცრისა ძალიან მაღალია”, _ განაცხადა ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 30 იანვარს სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ბოლო წლებში გახშირებული ვირუსული ეპიდემიები დაკავშირებულია ე.წ. ლუგარის ლაბორატორიასთან, იმავე დაავადებების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან.

2004 წელს ამერიკელი სენატორის, რიჩარდ ლუგარის, თბილისში ვიზიტისას საფუძველი ჩაეყარა თბილისში, აეროპორტთან ახლოს, ალექსეევკაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის შექმნას, რომელიც 2011 წლის 18 მარტს გაიხსნა და რომელშიც ძალიან საშიშ ბაქტერიებსა და ვირუსებზე ატარებენ ცდებს. სხვათა შორის, წითელას ვირუსის გავრცელება დაიწყო აჭარიდან, სადაც ქალაქ ქობულეთში მუშაობს ლუგარის ლაბორატორიის ერთერთი ფილიალი.

ბევრი უცხოელი ექსპერტის აზრით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ მსოფლიოს 25 ქვეყანაში შექმნა ბიოლოგიური ლაბორატორიები, რომლებშიც ამერიკელი სამხედრო სპეციალისტები დიპლომატიური საფარვლით მოქმედებენ და ქმნიან ვირუსებს, ბაქტერიებსა და ტოქსინებს, ანუ ბიოლოგიურ იარაღს. სამუშაოები მიმდინარეობს ბიოლოგიური ექსპერიმენტების პროგრამით (CBEP). “ერთობლივი მონაწილეობის ბიოლოგიური პროგრამის” ბიუჯეტი 2,1 მლრდ დოლარს შეადგენს და მას აფინანსებს უსაფრთხოების მუქარების შემცირების სააგენტო (DTRA), დეკლარირებული მიზნებია: ვირუსების აღმოჩენის შესაძლებლობების განვითარება და მათი სწრაფი განეიტრალების ორგანიზება. სინამდვილეში, ასე არ არის, მაგრამ პასუხისმგებლობის დაკისრება აშშ-ისთვის, რომელიც არღვევს გაეროს კონვენციას ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ, პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან აშშ არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სამართალს.

კიდევ ერთი ეპიდემიის აფეთქება უბრალო შემთხვევითობაა თუ ვირუსული დაავადების ხელოვნურად გავრცელების მცდელობა? რა ცდებს აწარმოებს ე.წ. ლუგარის ლაბორატორიაში აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო? _ ამ საკითხებს ბოლო წლებში არაერთი წერილი მიუძღვნა “საქართველო და მსოფლიომ” და ვითარების შესაფასებლად არაერთი ინტერვიუ ჩამოართვა სპეციალისტებს.

აღსანიშნავია, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან მომდინარე საფრთხეებზე საჯაროდ პირველი ალაპარაკდა მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი, ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი, რომელმაც ჩვენი გაზეთისთვის 2016 წელს მიცემულ ინტერვიუში (“საქართველო და მსოფლიო” #2, 2016 წ.) განაცხადა, რომ 2014 წელს ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები მოიწამლნენ და ინფიცირებული პერსონალი გადაიყვანეს პირველ კლინიკურ (ე.წ. არამიანცის) საავადმყოფოში, მაგრამ ინფორმაცია დღემდე მკაცრად გასაიდუმლოებულია:

“ეს ინფორმაცია მომაწოდეს საავადმყოფოს თანამშრომლებმა. მითხრეს, რომ დაემუქრნენ, ამ შემთხვევაზე არავისთვის ეთქვათ. რომც ვიცოდე ამ ადამიანების ვინაობა, მაინც არ გავამჟღავნებდი. შემიძლია ვთქვა მხოლოდ ის, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სუნთქვის პრობლემები ჰქონდათ, ვინაიდან ლაბორატორიის მილგაყვანილობიდან მოხდა გაჟონვა. მადლობა ღმერთს, ყველა ცოცხალი გადარჩა. საავადმყოფოს ხელმძღვანელობაც გააფრთხილეს, ამ ამბის შესახებ არავისთან ესაუბრათ.

ერთი რამ კი შემიძლია გითხრათ: ეს ლაბორატორია არ დაარსებულა იმისათვის, რომ ქართველებს ემართათ და იქ ქართველები დასაქმებულიყვნენ… საკითხავია: რისთვის სჭირდებათ ამერიკელებს ასეთი ლაბორატორია საქართველოში? ამას გარდა, არავინ იცის, რეალურად რა ხდება და რა კვლევები ტარდება ამ ლაბორატორიაში _ ახალი შტამები გამოჰყავთ, ცდებს ატარებენ თუ არსებულ შტამებზე აწარმოებენ დაკვირვებას?! ამერიკელებს ერთი დოლარის ინვესტიციაც კი არ განუხორციელებიათ ქართულ ეკონომიკაში და, რადგან ლუგარის ლაბორატორიაში ამდენი თანხა დახარჯეს, ეს უკვე ნიშნავს, რომ მათ სერიოზული ინტერესი აქვთ… ყველაზე მეტ კითხვას აჩენს ის, რატომ გადაიხადეს ამერიკელებმა ამ ლაბორატორიისთვის ამხელა თანხა, თორემ ლაბორატორიის, სამეცნიერი კვლევითი ცენტრისა და სასწავლო დაწესებულების დაფუძნებაში ცუდი არაფერია. უბრალოდ, როცა ვერ ვხედავთ ლაბორატორიის საქმიანობის რეალურ პროდუქტს, ვერ ვხედავთ, რა სარგებლობა მოაქვს მას საქართველოსთვის და ისიც არ ვიცით, რა მიზნით აშენდა ეს ლაბორატორია, ბუნებრივია, ეს ყველაფერი საფუძვლიან ეჭვს აჩენს ქართველ საზოგადობაში საქართველოში ამ ლაბორატორიის გასახსნელად და შემდგომში უკვე მის ასამუშავებლად 300 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა პენტაგონმა. თვით ლუგარის ლაბორატორიის შესახებ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ან საერთოდ არ აქვს წარმოდგენა, ან მხოლოდ მინიმალურ ინფორმაციას ფლობს. რეალურად კი, აქ ბევრი გარემოება იწვევს ინტერესს. მაგალითად, 2013 წელს ამ ლაბორატორიის ხელმძღვანელი იყო გიორგი მაღლაფერიძე, რომელიც თავის დროზე ზოოვეტში სწავლობდა და მის მეცნიერულ ნამუშევრებზე ინფორმაცია არ მოიპოვება. ადრე ამ თანამდებობას საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა ჟვანია იკავებდა. რა კავშირია მეცნიერულ ლაბორატორიასა და დაზვერვას შორის, ამერიკელებმა უკეთ იციან. შეგახსენებთ, ეს ის ანა ჟვანიაა, რომელზეც აშშ-ის საელჩო საქართველოში საკმაოდ კარგ ნოტას აგზავნიდა სახელმწიფო დეპარტამენტში. ეს მომოწერა “ვიკილიქსმა” გამოაქვეყნა და ყველასთვის ხელმისაწვდომია. დირექტორის მოადგილის თანამდებობას კი ვინმე ვახტანგ ბერიაშვილი იკავებდა, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ლუგარის ლაბორატორიამდე ის ფონდ “ღია საზოგადოება _ საქართველოში” მუშაობდა. კავშირი მის წინა და ახალ სამუშაო ადგილებს შორის ყველასთვის ნათელია. ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში დაარსებული ლუგარის ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის უოლტერ რიდის უნივერსიტეტთან. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამ უნივერსიტეტს არა სამედიცინო, არამედ სამხედრო პროფილი აქვს. ინტერნეტში ამ უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ მოიპოვება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, ყველაფერზე არსებობს მასალები. ეს კიდევ ერთი დამატებითი კითხვის ნიშანია ლუგარის ლაბორატორიის თემის გარშემო”, _ განაცხადა ჯეფრი სილვერმანმა.

საქართველოში წითელას გავრცელებაზე ამირან გამყრელიძის განცხადებამდე ორიოდე დღით ადრე ინტერნტეში გამოქვეყნდა ბულგარელი ჟურნალისტის, დილიანა გაიტანჯიევას მასალა, რომელიც საქართველოში მოქმედ ლუგარის ლაბორატორიას ეძღვნება და რომელშიც ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციაა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის.

აი ამონარიდები ამ ვრცელი მასალიდან:

საქართველო: ბიოლაბორატორია დიპლომატიური საფარვლით

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი _ ეს არის პენტაგონის ბიოლაბორატორია საქართველოში; განლაგებულია “ვაზიანის” სამხედრო ბაზიდან 17 კილომეტრში; კვლევებს აწარმოებენ პენტაგონის სამედიცინო კვლევების ქართული შენაერთის (USAMRU-G) ბიოლოგები, დაქირავებულ სამოქალაქო მეცნიერებთან ერთად. ლაბორატორიის მესამე დონეზე ხელი მიუწვდებათ მხოლოდ აშშის მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საიდუმლო ინფორმაციაზე მუშაობის უფლება. ყველა ამ ადამიანს აქვს დიპლომატიური სტატუსი სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2002 წლის შეთანხმებების შესაბამისად

სამხედრო სააგენტო DთღA-მ სამუშაოების შესრულების დიდი ნაწილი კერძო კომპანიებს გადააბარა, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არ არიან კონგრესის წინაშე. მათგან სამი _ CH2M Hill-ი, Battela და Metabiota _ საქართველოში მოქმედ ბიოლაბორატორიაში მუშაობს. ეს კომპანიები ბიოლოგიურ კვლევებს, პენტაგონის გარდა, აწარმოებენ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და აშშ-ის სხვა სააგენტოებისთვის. CH2M Hill-მა საქართველოში, უგანდაში, ტანზანიაში, ერაყში, ავღანეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სამუშაოების შესასრულებლად 341,5 მლნ-იანი კონტრაქტი მოიპოვა. CH2M Hill-ის შესახებ წარდგენით ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამერიკული კომპანია უზრუნველყოფს ბიოლოგიური აგენტების შენახვას ლუგარის ცენტრში და სამუშაოების შესასრულებლად დაქირავებული ჰყავს გადამდგარი სამხედრო ბიოლოგები, ისინი CH2M Hill-მა დაიქირავა Battela memorial institute-ში, რომელიც, დიდი ხანია, მონაწილეობს პენტაგონის ბიოპროგრამებში. Battela memorial institute  კვლევისა და ცდების ჩასატარებლად ძლიერ ტოქსიკურ ქიმიურ და პათოგენურ ბიოაქტიურ ნივთიერებებს იყენებს.

ბუზები ფილიპინებიდან საქართველოსა და დაღესტანში

2014 წელს ლუგარის ცენტრი აღჭურვეს მწერების გასამრავლებელი სპეციალური დანადგარებით და დაიწყეს სამი პროექტი ქვიშის ბუზების შეგროვებასა და მათი ინფექციურობის დონის ტესტირებაზე. ერთ-ერთ პროექტს ეწოდებოდა “საქართველოსა და კავკასიაში ქვიშის ფლებოტომიური ბუზების ბარკოდირების (მეთოდი, რომლითაც დნმ-ში განისაზღვრება ორგანიზმის მიდრეკილება ამა თუ იმ ტოქსინისადმი _ ნ.კ.) შესახებ ცოდნის ამაღლება”. ქვიშის ბუზები ცნობილია იმით, რომ ნერწყვით გადააქვთ საშიში პარაზიტები, რომლებიც კბენის შემდეგ ადამიანის სისხლში ხვდება და ლეიშმანიოზს იწვევს. თუ ამ დაავადების საწინააღმდეგო მკურნალობა დროულად არ ჩატარდა, სიკვდილი გარდაუვალია. ქვიშის ბუზებით პენტაგონიცივი ომისპერიოდში დაინტერესდა. აშშის თავდაცვის სამინისტროს 1967 წლის ანგარიშშიაზიასა და სსრკის ევროპულ ნაწილში სამედიცინო მნიშვნელობის მწერების შესახებმითითებულია, რომ ეს ბუზები ბინადრობენ ფილიპინებზე.

ამერიკის არმიის გასაჯაროებული მოხსენებებიდან ირკვევა, რომ 1970 და 1972 წლებში პენტაგონმა რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარა პროგრამა Whitecoat-ის ფარგლებში: მოხალისეები დააკბენინეს ინფიცირებულ ქვიშის ბუზებს. ეს ბიოთავდაცვითი პროგრამა 1954-დან 1973 წლამდე ხორციელდებოდა. მისი ოფიციალურად დახურვის მიუხედავად, პენტაგონის სამედიცინო კვლევების შენაერთმა 1982 წელს მაინც ჩაატარა ექსპერიმენტი და შეისწავლა, შეუძლია თუ არა ქვიშის ბუზებს დაავადების გადატანა, მაგალითად, რიფტ ვალისა და დენგეს ციებცხელებების.

ლუგარის ლაბორატორია თბილისში
ლუგარის ლაბორატორია თბილისში

ნიშანდობლივია, რომ ლუგარის ცენტრში კვლევის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ თბილისელებმა და საქართველოსთან მოსაზღვრე რუსეთის, დაღესტნის მოსახლეობამ განაცხადეს უცნაური ბუზების გამოჩენის შესახებ. მოწმეები ყვებოდნენ, რომ ამ მწერებმა დაიბუდეს სააბაზანოსა და კანალიზაციაში და ადამიანებს შხაპის მიღებისას კბენდნენ. ნაკბენ ადგილას იწყებოდა ანთებითი პროცესი.

ყვითელი ციებცხელების გამომწვევი კოღოების ახალი სამშობლო

როგორ სერიოზულ მნიშვნელობას ანიჭებს პენტაგონი ბიოლოგიურ იარაღს, ჩანს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს 1981 წლის ნაწილობრივ გასაჯაროებული მოხსენებიდან. ამ მოხსენებაში სამხედრო უწყების სპეციალისტებმა მოწინააღმდეგის დიდ ქალაქზე შესაძლო ბიოლოგიური თავდასხმის ეკონომიკური ეფექტიანობის სამი სცენარი შეადარეს: ჰაერიდან და მიწიდან ერთდროულად 16 შეტევა ყვითელი ციებცხელების გადამტანი კოღოებითა და აეროზოლებით ტულარემიის გაფრქვევით. ანგარიშში ლაპარაკი არ არის ყველა ოპერაციის დეტალებზე, მაგრამ, მოყვანილია დანახარჯები აეროზოლებით შეტევისას: 625 ათასი ადამიანის განადგურების შემთხვევაში, თითოეულის სიკვდილი პენტაგონს 29 ცენტი დაუჯდებოდა. თუ მსხვერპლის რაოდენობა 10-ჯერ ნაკლები იქნებოდა, თითოეული სიცოცხლის ღირებულება 2,86 დოლარს მიაღწევდა. ანგარიშში კვლავ საიდუმლოდ დარჩა თავი; “ყვითელი ციებ-ცხელების გადამტანი კოღოების მასობრივი წარმოება”. და სრულიად შესაძლებელია, რომ პროგრამის ამ ნაწილის განხორციელება კვლავ გრძელდება. ყვითელი ციებ-ცხელების კოღო (Aedes Aegypti) ტროპიკული ციებ-ცხელების, აგრეთვე, ჩიკუნგუნიასა და ზიკას ვირუსების გადამტანია. აღსანიშნავია, რომ ზიკას ვირუსი ახალშობილებში გენეტიკურ ცვლილებებს იწვევს.

ამ დაავადებების გადამტანია სისხლისმწოველი კოღოების კიდევ ერთი სახეობა _ Aedes Albopictus-ი. ამ ტროპიკული მწერების ორივე სახეობას 2014 წლიდან აგროვებენ და იკვლევენ ლუგარის ცენტრში. პროგრამის სახელწოდებაა ვირუსი და სხვა არბოვირუსები საქართველოში”.

კოღო Aedes Albopictus საქართველოში ადრე არ შეუმჩნევიათ, ხოლო ყვითელი ციებცხელების კოღო ბოლოს 60 წლის წინათ ნახეს. ახლა კი საქართველოში, ხსენებული კოღოების ბინადრობისთვის არატიპურ ადგილას, ამ მწერების არსებობა დადასტურებულია დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მიერ. 2014 წლიდან, როდესაც პენტაგონის პროგრამა დაიწყო, კოღოები _ Aedes Albopictus და Aedes Aegypti გაჩნდა კრასნოდარის მხარესა (რუსეთი) და თურქეთშიც.

დამთხვევა(?): მას შემდეგ, რაც ლუგარის ცენტრში ყირიმკონგოს ციებცხელების შესწავლა დაიწყეს, საქართველოში მცხოვრებ 34 ადამიანს შეეყარა ეს სნეულება. საქართველომ ციმბირის წყლულის საწინააღმდეგო აუცილებელი აცრები 2007 წელს შეწყვიტა. შედეგად დაავადების დონემ პიკს 2013 წელს მიაღწია. სწორედ ამ წელს დაიწყო ნატომ ლუგარის ცენტრში ციმბირის წყლულის საწინააღმდეგო ვაქცინის შესწავლა. ციმბირის წყლული _ ეს არის ბიოლოგიური აგენტებიდან ერთ-ერთი, რომელსაც აშშ ბიოლოგიურ იარაღად იყენებდა წარსულში.

2014 წელს საქართველოში აღირიცხა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ციებ-ცხელება (CCHF). ამ დაავადებას ასე იმიტომ უწოდეს, რომ შემთხვევა პირველად 1944 წელს გამოვლინდა ყირიმის ნახევარკუნძულზე, 1969 წელს კი _ კონგოში, საქართველოში ყირიმკონგოს ციებცხელებით 34 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 4 წლის ბავშვი. ინფიცირებულთაგან 3 გარდაიცვალა. დაავადების გამომწვევი მიზეზები დღემდე უცნობია. ადგილობრივი ვეტერინარული დეპარტამენტის მონაცემებით, იმ სოფლებში აღებული სინჯებიდან, რომლებშიც აღმოჩნდა ციებ-ცხელება, მხოლოდ ერთი იყო დადებითი. ხოლო ხელისუფლების განცხადების მიუხედავად, რომ ადამიანებს ვირუსი ცხოველებისგან გადაედო, ცხოველების სისხლის სინჯებმა უარყოფითი შედეგი აჩვენა”.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ვირუსი გავრცელდა არა ბუნებრივი, არამედ ხელოვნური გზით და დრო, რომლის განმავლობაშიც ადამიანები დაინფიცირდნენ, ემთხვევა პენტაგონის სპეციალიზებული პროექტების განხორციელების პერიოდს საქართველოში.

2014 წელს ლუგარის ცენტრში დაიწყო პროექტი “ვირუს დენგესა და სხვა არბოვირუსებით გამოწვეული ფებრილური დაავადებების ეპიდემიოლოგია საქართველოში”. ამ პროექტით გათვალისწინებული იყო ციებ-ცხელების სიმპტომების მქონე პაციენტების ტესტირება. 2016 წელს DTRA-მ განაგრძო სამუშაოები, ოღონდ სხვა პროექტის მიხედვით, რომლის სახელწოდებაა “ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ციებ-ცხელების ვირუსისა (CCHFV) და ჰანტავირუსების სეროტიპისა და გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლა საქართველოში”.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების სამხრეთი კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა ბეთ სკაგასმა “ამერიკის ხმასთან” საუბარში უარყო, რომ ლუგარის ლაბორატორია ბიოლოგიურ იარაღს ამზადებს, ბულგარელმა ჟურნალისტმა დილიანა გაიტანჯიევამ, პრაქტიკულად, დაადასტურა ამერიკელი ჟურნალისტის, ჯეფრი სილვერმანის, მიერ კიდევ ერთ ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრება, რომ ე.წ. ლუგარის ლაბორატორიაში ამერიკელები ბიოლოგიური იარაღის შექმნას აპირებენ და ვირუსების მასშტაბური გავრცელებაც სწორედ ამ ლაბორატორიას უკავშირდება (“საქართველო და მსოფლიო” #6, 2016 წ.):

გრიპის ვირუსის აფეთქების დრო საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში, აგრეთვე, დონბასის რეგიონში ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს. ახლა უკვე ცნობილია, რომ ლუგარის ლაბორატორიის პროექტი უკავშირდება აშშის სამხედრო სამსახურს, ხოლო ლაბორატორიაში მომუშავე უცხოელი პერსონალი, როგორც ჩანს, თავის საქმესკარგადაკეთებსამ ვირუსების გავრცელება საქართველოში მხოლოდ ნაწილია რეგიონში განსახორციელებელი დიდი სამხედრო ოპერაციებისა”.

ჯეფრი სილვერმანთან ინტერვიუს შემდეგ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციას დაუკავშირდნენ ალექსეევსკის დასახლების მცხოვრებნი, რომლებმაც მანამდე საპროტესტო აქცია გამართეს ლუგარის ლაბორატორიის დახურვის მოთხოვნით, რადგან ფიქრობდნენ, რომ ამ ლაბორატორიაში საშიშ ექსპერიმენტებს ატარებენ. აი რა განაცხადა ალექსეევკის დასახლების ერთ-ერთმა მცხოვრებმა ეთერ სიხარულიძემ:

“ჩემი და ამ უბნის ბევრი მცხოვრებლის ჯანმრთელობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაურესდა. ვუჩივი თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, მაღალ წნევას. ისეთი საშინელი სუნია უბანში, ზაფხულში ფანჯარა თითქმის არ გაგვიღია. თუ ქარია, სუნი განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა ხოლმე. ყოფილი ბორტგამცილებელი ვარ და არასდროს არაფერი მაწუხებდა, სრულიად ჯანმრთელი ვიყავი, მაგრამ, ბოლო ორი წელია, ძალიან გამიჭირდა. ყველაფერი ერთად დამემართა. მხოლოდ მე რომ მჭირდეს, ვიტყოდი, მეჩვენება-მეთქი, მაგრამ ამ უბანში თითქმის ყველა ასეა. ბავშვებიც კი თავს ცუდად გრძნობენ, მოხუცებზე საუბარიც აღარ არის. 65 წლის კაცს მეორედ დაემართა წითელა ბატონები და გადაჰყვა კიდეც ავადმყოფობას.

რას აკეთებენ ამ ლაბორატორიაში კაცმა არ იცის, დახურული სივრცეა. რამდენიმე წლის წინათ ლაბორატორიის ოთხი თანამშრომელი ცხოვრობდა ჩვენს უბანში, ფილიპინელები იყვნენ, სწორედ მე დავეხმარე, ბინა ექირავებინათ. სულ ცუდად იყვნენ და ორი მათგანი გარდაიცვალა კიდეც, დარჩენილი ორი უცებ გააქრეს. მართალია, ლაბორატორიის ხელმძღვანელობა აცხადებს, საშიში არაფერიაო, მაგრამ ასე იმიტომ ამბობენ, რომ ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ამ ლაბორატორიის ასაშენებლად დიდძალი ფულია გადახდილი. ნუთუ არ შეიძლება ამ ლაბორატორიის დახურვა?! შეიძლება ითქვას, რომ უიარაღო ომი მიმდინარეობს”.

ალექსეევკის მცხოვრების განცხადება ლუგარის ლაბორატორიაში ფილიპინელების(?!) მუშაობის შესახებ და ბულგარელი ჟურნალისტის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომ თბილისში ლუგარის ლაბორატორიაში ფილიპინურ ქვიშის ბუზებზე ატარებდნენ ექსპერიმენტებს, შეუძლებელია, დამთხვევა იყოს.…

იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველო ექსპერიმენტების ჩატარების პოლიგონად არის შერჩეული. ამერიკული ბაქტეოროლოგიური ცენტრების მომრავლება კავკასიაში მკვეთრად ზრდის სახიფათო ვირუსების გავრცელების რისკს, რაც შეიძლება კატასტროფული შედეგით დამთავრდეს საქართველოს მოსახლეობისთვის.

აშშ-ის სამხედრო უწყების დაფინანსებით ევრაზიაში ბიოლოგიური ლაბორატორიების მშენებლობა მოწმობს, რომ აშშ-ს უარი არ უთქვამს ბიოლოგიური იარაღის შექმნის პროგრამაზე. აშშ-ის დაავადებებზე კონტროლის ცენტრმა (CENTER FOR DISEASE CONTROL) 1994 წლის მაისში აღიარა ბიოლოგიური იარაღის შექმნაში უშუალო მონაწილეობა. ეს ორგანიზაცია 1984-1989 წლებში ერაყში სამხედრო ოპერაციებისთვის ამზადებდა ისეთ აგენტებს, როგორიც არის ბოტულოტოქსინები, დასავლეთი ნილოსის ციებ-ცხელების ვირუსები, ჭირისა და დენგეს ციებ-ცხელების გამომწვევები. აშშ-ის დაავადებებზე კონტროლის ცენტრი თავის ლაბორატორიებში დღემდე ინახავს ყვავილის გამომწვევებს, რომლებიც გასული საუკუნის ბოლოს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გაანადგურეს.

როგორც ხედავთ, ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს, რომლის ასაშენებლადაც ამერიკელებმა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დახარჯეს, ქართველი საზოგადოებისთვის არანაირი სარგებელი არ მოუტანია, პირიქით _ ასეთი ლაბორატორიები, რომელთა რაოდენობაც მსოფლიოში 400-მდეა, ვირუსების უკონტროლო გავრცელების საფრთხეს ქმნის. და, როგორც ჩანს, “სტრატეგიულ პარტნიორსსაქართველოს მოსახლეობა მხოლოდ საცდელ ბოცვრებად სჭირდება.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

2 COMMENTS

  1. ხალხო, აღარ მოგბეზრდათ კრეტინიზმის გავრცელება? ლუგარზე საშიში თქვენ მიერ მოწყობილი ფსიქოლოგიური გენოციდია. სირცხვილია, ბოლოს და ბოლოს. დაანებეთ ხალხს თავი, მოშალეთ ხალხის ფსიქიკა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here