ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა, საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე მივიდა, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„დღეს ისტორიული დღეა. გიხაროდეთ ყველას, რომ დღეს სიკეთე არის დასჯადი და უნდა გამოკითხონ ის ადამიანი, ვისაც ამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული. მაგრამ, რა ვქნათ, ვნახოთ. იმედი ვიქონიოთ, რომ სამართალი იქნება“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
ბურჭულაძე სასამართლოში, ფონდ „იავნანას“ თანხების გაფლანგვის საქმეზე უნდა დაკითხონ.