სომხეთი საკუთარი პოლიტიკის მსხვერპლია, დიახ, ჩვენ ვაქცევთ და მომავალშიც გვეყოლება სომხეთი იზოლაციაში, ჩვენი ძალისხმხევით სომხეთი გადაიქცა პოლიტიკურ , ეკონომიკურ,სატრანსპორტო ჩიხად, ეს განაცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, მმართველი პარტია “ენი აზერბაიჯანის ” მე-6 სხდომაზე გააკეთა.
– ” შეიძლება ითქვას,რომ ჩვენ მათი ყველა საერთაშორისო პროექტის იზოლიერება მოვახდინეთ,
ყველა სატრანსპოტრო და ენერგეტიკული მიმართულება მათი გვერდის ავლით ხორციელდება,ეს ჩვენ გავაკეთეთ.
სამწუხაროდ, პროსომხური ძალები მსოფლიოში, სომხური ლობი გამუდმებით ცდილობს ჩართოს სომხეთი ჩვენს ინიცირებულ პროექტებში.
აზერბაიჯანი ყოველთვის ახერხებდა შეწინააღმდეგებოდა ზეწოლას, ამის წყალობით პროექტები “ბაქო- თბილისი -ჯეიჰანი”, ბაქო-თბილისი-ერზერუმი”,სამხრეთის გაზის კორიდორი, “ბაქო-თბილისი-ყარის”, მათი გვერდის ავლით განხორციელდა.
არც ვმალავთ, რომ ახალი სატრანსპორტო კორიდორი “ჩრდილოეთი-სამხრეთი” მათი გვერდის ავლით შეიქმნება,მიუხედავად იმის, რომ ჩვენ სომხეთის იზოლაციაში გვადანაშაუელებენ.
დიახ, ჩვენ ვაქცევთ და მომავალშიც გვეყოლება სომხეთი იზოლაციაში, მანამდე სანამ ჩვენი მიწები არ გათავისუფლდება ოკუპაციისგან.
სერიოზული ინვესტორი სომხეთში ფეხს არ შედგამს. ეს ჩვენ გავაკეთეთ.
მარტო შარშან, მათივე მონაცემებით სომხეთი 40.000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა,ეს ტენდეცია გრძელდება. იქ დემოგრაფიული კრიზისია.
ჩვენი ძალისხმხევით სომხეთი გადაიქცა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სატრანსპორტო ჩიხად.
ასე, ამ ქვეყნის შემდგომი განვითარება საეჭვოა,”- განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ცნობისათვის: აზერბაიჯანის მოსახელობამ წელს 10 მილიონს გადააჭარბა.
2017 წელს აზერბაიჯანში დაიბადა 159,5 ათასი ახალშობილი, გარდაცვალებამ ხოლოდ მესამედი შეადგინა – – 56,6 ათასი.
ქორწინებათა რიცხვი – 66,8 ათასი და განქორწინდა 13, 1 ათასი ადამიანი.
სომხეთის მოსახლეობა მხოლოდ – 2 მილიონ 979 ათასია.
2017 წელს 17,169 სომეხით გამდიდრდა მსოფლიო, 7.234 ოჯახი შეიქმნა და 14 ათასამდე სომეხმა დატოვა წუთისოფელი.