ინდონეზიაში, ახალგაზრდა კაცმა შეკითხვის დასმისთვის მეზობელი სიცოცხლეს გამოასალმა.
28 წლის ფაის ნურდინი საკუთარი სახლის წინ იჯდა, როდესაც მისი ორსული, 32 წლის მეზობელი მივიდა და გამოელაპარაკა.
ეჭვმიტანილის თქმით ქალი მას სწრაფად დაოჯახებას ურჩევდა, რადგან სამეზობლოში უკვე ყველას ჰყავდა ცოლი. შემდეგ კი განუწყვეტლივ უმეორებდა მისთვის არასასიამოვნო კითხვას, თუ როდის აპირებდა დაოჯახებას, რამაც ის საბოლოოდ გამოიყვანა წყობიდან.
გაბრაზებული ნურდინი ამავე დღეს მეზობელის სახლში შევიდა და ქალი მოკლა. დანაშულის ადგილიდან კი ცოტაოდენი ფული და მსხვერპლის სმარტფონიც მოიპარა.
2018 წლის 19 იანვარს ინდონეზიაში მოხდა.