დოდო გუგეშაშვილმა სამართალდამცავებს საოპერაციო განყოფილებაში შეყვანამდე თავდამსხმელის ვინაობა დაუსახელა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.
გუგეშაშვილის მეგობარი, რეჟისორი გოგა ჭყონია აცხადებს, რომ ის შთმხვევამდე ცოტა ხნით ადრე ტელეფონით ესაუბრა დოდო გუგეშაშვილს და მისთვის ,,შფოთვა ან რამე საეჭვო” არ შეუმჩნევია.
შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟს საკუთარ საცხოვრებელ სახლში დიღმის მასივში თავს დაესხნენ. დოდო გუგეშაშვილი მძიმედ დაიჭრა, მისი ვაჟი კი ადგილზე გარდაიცვალა.