ვერსიებზე საუბარი მიჭირს, თუმცა ყაჩაღობას გამოვრიცხავ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დოდო გუგეშვილის მეგობარმა კაკო ვაშაკიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ოჯახი შეძლებულად არ ცხოვრობდა, შესაბამისად, ყაჩაღობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.
რაც შეეხება იმას, თუ სად საქმიანობდა დოდო გუგეშაშვილის შვილი, რომელიც შემთხვევის შედეგად მოკლეს, კაკო ვაშაკიძის თქმით, ნოდარ გუგეშაშვილი დაბადების დღის ცენტრში მუშაობდა.
„მე და დოდო გუგეშაშვილი თანამებრძოლები ვიყავით. რაც შეეხება მის შვილს, ვიცნობდი, თუმცა იშვიათი კონტაქტი მქონდა. ყაჩაღობის ვერსიას გამოვრიცხავ, რადგანაც არ იყო შეძლებული ოჯახი, ფულს ხან ვის ესესხებოდნენ, ხან ვის“, – განაცხადა ვაშაკიძემ.