სახლიდან ისმოდა ხმაურის და ჩხუბის ხმა, თუმცა გასროლის ხმა არ გაგვიგია, – ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილის ერთ-ერთმა მეზობელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სახლში ის თავად არ იმყოფებოდა და ჩხუბის და ხმაურის შესახებ მისმა არასრულწლოვანმა ბიძაშვილმა შეატყობინა.
”ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა, რომ ესმოდა ხმაური – ქალბატონი ითხოვდა შველას, თუმცა როგორც მან თქვა, სროლის ხმა არ გაუგია და ვერ გაარჩია. რაც შეეხება ოჯახს, მე შორიდან ვიცნობდი. მათთან სტუმრები იშვიათად მიდიოდნენ”, – განაცხადა მანურელა ფიფიამ.