რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა. პუტინი გახდა პირველი, ვინც ამომრჩევლების ხელმოწერის შედეგების შემდეგ დაარეგისტრირეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ქსენია სობჩაკის და “რუსეთის კომუნისტების” პარტიის წევრის მაქსიმ სურაიკინის ხელმომწერებმა წარმატებულად გაიარეს შემოწმება.
კომისიაში ასევე განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში დარეგისტრირდებიან ბიზნესმენი ბორის ტიტოვი, გრიგორი იავლინსკი (პარტია “ვაშლი”) და სერგეი ბაბურინი (რუსული საზოგადოების კავშირი).
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტში გაიმართება.