ესპანეთში, Virgen de la Arrixaca-ს საავადმყოფოში, 11 წლის გოგონამ იმშობიარა. უფრო შემზარავი კი ისაა, რომ ის 14 წლის ძმისგან აღმოჩნდა ორსულად.
ინფორმაციას ამის შესახებ dailymail-ი ავრცელებს.
ბავშვი მუცლის ტკივილის გამო გადაიყვანეს საავადმყოფოში. პოლიციასთან საუბრისას მანაც და მისმა მშობლებმაც თქვეს, რომ არაფერი იცოდნენ ორსულობის შესახებ.
მშობლები ამ დროის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ ბავშვს ნაწლავებზე ჰქონდა პრობლემა.
ესპანური კანონმდებლობის მიხედვით, ბავშვის მამა პასუხისგებაში ვერ მიეცემა, რადგან მას საკუთარი ასაკი იცავს.