Home ახალი ამბები “პლასტმასის ჭურჭელი ონკოლოგიური დაავადებების რისკს ზრდის”

“პლასტმასის ჭურჭელი ონკოლოგიური დაავადებების რისკს ზრდის”

ექსეტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პლასტმასის ბოთლები და საკვების შესანახი კონტეინერები ქიმიურ ნივთიერებას ბისფენოლ ა-ს შეიცავენ, რაც შესაძლოა სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებების მიზეზი გახდეს.

ამის შესახებ Telegraph-ი წერს.

ბრიტანელმა მეცნიერებმა 94 მოზარდის შარდის ანალიზი შეისწავლეს. გაირკვა, რომ მათგან 86-ს “ბისფენოლ ა” აღმოაჩნდა.

სპეციალისტების თქმით, ყველაზე დიდ საფრთხეს პლასტმასის წყლის ბოთლები წარმოადგენს.

თავის მხრივ, ორგანიზაცია British Plastics Federation-მა კვლევის შედეგები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ბისფენოლ ა-ს ზიანის შესახებ დასკვნები გაზვიადებულია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here