Home ახალი ამბები მსოფლიო ცხინვალსა და ნაურუს შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდა

ცხინვალსა და ნაურუს შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა და ნაურუს პრეზიდენტმა, ბარონ დივავეს ვაკამ სავიზო რეჟიმის ორმხრივად გაუქმების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. 

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შეთანხმების თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის მოქალაქეებს ნაურუს ტერიტორიაზე შეეძლებათ უვიზოდ 90 დღის განმავლობაში ყოფნა ყოველ 6 თვეში. ნაურუს მოქალაქეებს კი პირიქით – უვიზოდ ოკუპირებულ ცხინვალში ჩამოვლენ.

ცნობისთვის, 2009 წლის 15 დეკემბერს ნაურუმ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here