Home ახალი ამბები გოგიჩაიშვილი: მე არ ვარ ნაციონალი, არც არასდროს ვყოფილვარ

გოგიჩაიშვილი: მე არ ვარ ნაციონალი, არც არასდროს ვყოფილვარ

„მე კი არ ვარ ნაციონალი, არც არასდროს ვყოფილვარ, არც მათი მხარდამჭერი ვარ”, – ამის შესახებ ჟურნალისტმა აკაკი გოგიჩაიშვილმა ჟურნალ „სარკესთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„კრიტიკული თემები იშვიათად მოდიოდა ჩვენამდე, მერე აღმოჩნდა რომ ბიზნესზე ზეწოლა იყო, მაგრამ თავად ბიზნესმენები ამის შესახებ ჩვენთან არ ლაპარაკობდნენ. ჩვენ თუ რამეს გავიგებდით, ვუკავშირდებოდით, მაგრამ უარყოფდნენ, გვთხოვდნენ არაფერი გვეთქვა.

კრიტიკულ სიუჟეტებს მაშინაც ვაკეთებდით, ვამბობდით, რომ სადღაც სიღარიბე იყო, პრობლემა იყო, მაგრამ ვიღაც რომ ღამე მიჰყავდათ და ქონების გადაფორმებაზე ხელს აწერინებდნენ, ასეთი ინფორმაცია ჩემამდე არ მოსულა.

„რუსთავი 2″ ასოცირდებოდა ნაციონალებთან. მე კი არ ვარ ნაციონალი, არც არასდროს ვყოფილვარ, არც მათი მხარდამჭერი ვარ”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

 

3 COMMENTS

  1. ა, კაცი, ა, ადამიანი!
    ამაზეა დაწერილი “კაცია, ადამიანი”?
    სხვათაშორის ყველა ყოფილი და დღევანდელი ნაციონალებიც ამას ამტკიცებენ.
    ასე რომ, ამგენისა და იმგენის განცხადებით, ისინი ვინც 2003-2004 წლებიდან 2012-2013 წლამდე და დღემდეც ვუპირისპირდებოდით ნაცებს, ნაცმიდრეკილებს, ნაცუკებსა, ნაცმელაკუდებს დაუბრაკავს თუ დაბრაკულს, არ ვყოფილვართ მართლები, პირიქით ჩვენ ვყოფილვართ ნაციონალები ხოლო ესენი ჩვენი მსხვერპლი!
    ესეც ასე, ისტორიული “სამართლიანობა” “აღდგა”!
    უკუღმა, უკუღმა ასინეთა და ასინეთებო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here