Home ახალი ამბები 21 წლის გოგონას ოფლის მაგივრად სისხლი სდის

21 წლის გოგონას ოფლის მაგივრად სისხლი სდის

 

იტალიაში  21 წლის გოგონას სისხლძარღვების უცნაური პათოლოგია დაუდგინეს, მას სახესა და ხელის გულებზე ოფლის მაგივრად სისხლი სდის.

ინფორმაციას ამის შესახებ Medical Association Journal-ი ავრცელებს.

პაციენტი აცხადებს, რომ მას აღნიშნული სიმპტომები სამი წელია აღენიშნება, თუმცა მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენელია. მისივე თქმით, სისხლდენა მოულოდნელად ეწყება და პროცესი ხუთ წუთამდე გრძელდება.

ექიმები მიიჩნევენ, რომ პაციენტის ოფლი სისხლს ერევა და შემდეგ გამოდის. ამის მიზეზად კი სისხლძარღვების გარკვეულ პათოლოგიას მოიაზრებენ.

21 წლის გოგოს შესაბამისი მკურნალობა უტარდება, თუმცა მისი გამოჯანმრთელების მაღალ შანსზე სამედიცინო პერსონალი ვერ საუბრობს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here