ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით კიევშის ცენტრში, მარშს მართავენ.
ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
შევჩენკოს პარკში 5000-მდე ადამიანი შეიკრიბა, საიდანაც ისინი ევროპის მოედნისკენ გაემართებიან და აქცია გამართავენ.
აქტივისტებს შორისაა მიხეილ სააკაშვილიც. აქციასთან დაკავშირებით უკრაინის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.
მანამდე, სააკაშვილიმა სოციალურ ქსელ “ფეისბუზე” დაწერა,რომ ქრთამის სანაცვლოდ, ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობას გეგმავენ.