ამერიკის შეერთებულ შტატებში მასშტაბური ავარია მოხდა. სამგზავრო მატარებელი, რომელსაც 139 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი გადაჰყავდა, რელსებიდან გადავიდა და სატვირთო მატარებელს დაეჯახა.
ამის შესახებ dailystar-ი წერს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამხრეთ კაროლინაში მომხდარ კატასტროფას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებული კი 50-ზე მეტია. თუმცა, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.
ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო და სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული.