რუსული ავიაგამანადგურებელი СУ-25 სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ იდლიბიმთან ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სირიის ობსერვატორიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ჯგუფის განცხადებით, პილოტმა კატაპულტირება მოასწრო.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელზეც თვითმფრინავის ფრთაზე წითელი ვარსკვლავი ჩანს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოგდებული სამხედრო თვითმფრინავის პილოტმა კატაპულტირების შესახებ ინფორმაცია გადასცა, თუმცა ის მეამბოხეებთან შეტაკების შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ამის საპასუხოდ, რუსეთმა იდლიბის პროვინციაში ავიაიერიში განახორციელა.
დაღუპულია სულ მცირე 30-მდე მებრძოლი. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სარაკეტო იერიში ჯებჰატ ან-ნუსრას პოზიციაზე მას შემდეგ განხორციელდა, რაც ტერიტორიიდან რუსული სამხედრო თვითმფრინავის, Су 25-ის მიმართულებით საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის საშუალებით ცეცხლი გახსნეს და რუსული თვითმფრინავი Су-25 ჩამოაგდეს.