ფოთში კლდიაშვილისა და გორგასალის ქუჩების კვეთაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, 33 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალებების დარღვევით ექსპლუატაციას გულისხმობს.