Home ახალი ამბები დათა ქაჯაია: ჰიბრიდული ავტომობილების მეშვეობით, დიდი ფინანსური რესურსის დაზოგვა მოხდება საწვავის ხარჯის...

დათა ქაჯაია: ჰიბრიდული ავტომობილების მეშვეობით, დიდი ფინანსური რესურსის დაზოგვა მოხდება საწვავის ხარჯის შემცირებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბ  MIA Force-ის მრბოლელის დათა ქაჯაიას განაცხადებით, ახალი, ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების მეშვეობით, დიდი ფინანსური რესურსის დაზოგვა მოხდება საწვავის ხარჯის შემცირებით.

მისი თქმით, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ასეთივე ეკომეგობრულ ავტომობილებზე გადასვლა, ხელს შეუწყობს დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

„ყველამ ვიცით, რომ დღესდღეობით მძიმე მდგომარეობაა ეკოლოგიის მხრივ ჩვენს დედაქალაქში და არა მარტო დედაქალაქში. სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ასეთ ეკომეგობრულ ავტომობილებზე გადასვლა, ეტაპობრივად, ვფიქრობ, დასახულ მიზანთან მიგვაახლოვებს და გავაუმჯობესებთ ჩვენს დედაქალაქში ეკოლოგიურ მდგომარეობას. ამასთანავე, ამ ავტომობილების მეშვეობით, რა თქმა უნდა, დიდი ფინანსური რესურსის დაზოგვა მოხდება საწვავის ხარჯის შემცირებით. ელექტრომობილები პირველი რამდენიმე მეტრის აჩქარებით სჯობს კიდეც შიდაწვისძრავიან ავტომობილებს და ეს ავტომობილები სრულიად მოსახერხებელი და კომფორტული იქნება პატრულის თანამშრომლებისთვის“, – აღნიშნა დათა ქაჯაიამ.

იაპონიის მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 45 ჰიბრიდული და 51 ელექტრომობილი გადასცა.

შსს-ის ინფორმაციით, ჰიბრიდული ავტომობილები თბილისის საპატრული პოლიციას გადაეცა, ხოლო 51 ელექტრომობილი სხვადასხვა დეპარტამენტზე გადანაწილდა.

2015 წელს იაპონიის მთავრობამ საქართველოს მთავრობას გადასცა არასაპროექტო საგრანტო დახმარება, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი თაობის ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომობილების შეძენას.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here