როცა იცით, რომელი ჯგუფის სისხლი გაქვთ, უკეთესად შეიცნობთ საკუთარ თავსა და ორგანიზმს.
მაშ ასე, გაეცანით სასარგებლო რჩევებს, რომლის მიხედვითაც ცოდნას გაიღრმავებთ.
სასარგებლო პროდუქტები:
პირველი ჯგუფის სისხლი: ხორცი, თევზი და ბოსტნეული. მოერიდეთ რძის პროდუქტებს, გადამუშავებულ საკვებს და დიდი რაოდენობის საკვების მიღებას.
მე-2 ჯგუფის სისხლი: ვეგეტარიანული საკვები, თევზი, ქათამი, იოგურტი. მოერიდეთ ლობიოს, ბარდას, ცხარე პროდუქტებს და ყავას.
მე-3 ჯგუფის სისხლი: რძის პროდუქტები, ცხვრის ხორცი, თევზი, ბოსტნეული და ჩაი. მოერიდეთ ალკოჰოლსა და კონსერვანტებს.
მე-4 ჯგუფის სისხლი: მიირთვით ახალი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები. უარი თქვით შემწვარ საკვებზე, რომელიც გართმევთ ენერგიას.
პიროვნების ტიპი:
პირველი ჯგუფის სისხლი: პრაქტიკული, ჟინიანი, ყურადღებიანი, მგრძნობიარე.
მე-2 ჯგუფის სისხლი: მგრძნობიარე, ორგანიზებული, ეფექტური, ლიდერი.
მე-3 ჯგუფის სისხლი: მოქნილი, მეგობრული, შედეგზე ორიენტირებული.
მე-4 ჯგუფის სისხლი: რაციონალური, მშვიდი, ძლიერი, თავისუფლად მოაზროვნე.
რეაქცია სტრესზე:
პირველი ჯგუფის სისხლი: შესაძლებელია სერიოზული აფეთქებები, რომელიც მემკვიდრეობით გადადის. რაიმე სასიამოვნოს ვიზუალიზაცია ეხმარება სიმშვიდის აღდგენაში.
მე-2 ჯგუფის სისხლი: მხარდაჭერა ესაჭიროება სტრესისგან გასანთავისუფლებლად. დიდი რაოდენობის სითხე დაეხმარება დამშვიდებაში.
მე-3 ჯგუფის სისხლი: ძირითადად მშვიდია, მაგრამ ხანდახან ვერ აკონტროლებს ემოციებს და გამოდის მდგომარეობიდან. ნელი სუნთქვა დაეხმარება ჰარმონიის დაბრუნებაში.
მე-4 ჯგუფის სისხლი: ძალიან კარგად უმკლავდება სტრესს, ძალიამ ძნელია მისი გამოყვანა წონასწორობიდან. აქტიურობა და ფიზიკური დატვირთვა ეხმარება დაძაბულობის მოხსნაში.
რისკ-ფაქტორი:
რეზუს-ფაქტორი შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. თუ მომავალ დედას რეზუსი უარყოფითი აქვს, მომავალ მამას კი – დადებითი, მაშინ ჩნდება რეზუს-კონფლიქტის საშიშროება, რომელიც იწვევს გართულებებს. სწორი მკურნალობა და პროფილაქტიკის განსაზღვრული ზომები ეხმარება ორსულს ნაყოფის შენარჩუნებაში.
შეთავსება სისხლის ჯგუფის მიხედვით:
მე-4 ჯგუფი უნივერსალურია სისხლის მიღებისას, მაგრამ შეუძლია იყოს დონორი მხოლოდ მე-4 ჯგუფისთვის.
მე-2 ჯგუფს შეუძლია მიიღოს სისხლი მე-2 და პირველისგან, დონორი კი იყოს მე-2 და მე-4 ჯგუფებისთვის.
მე-3 ჯგუფი იღებს სისხლს მე-3 და პირველისგან, დონორი კი შეუძლია იყოს მე-3 და მე-4-სთვის.
პირველი ჯგუფს შეუძლია მიიღოს სისხლი პირველისგან, მაგრამ უნივერსალური დონორია ყველასათვის.