Home ახალი ამბები სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის ცემაში ბრალდებულს, პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის ცემაში ბრალდებულს, პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გენდერული იდენტობის ნიშნით ცემისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

ბ.ო.-ს ბრალად ედება ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

”საქმე ეხება 2018 წლის 28 იანვარს გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით მ.ო.-ს ცემის ფაქტს, კერძოდ 04:00 საათზე, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ.ო.-ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმდინარე გამოძიებისათვის ხელის შეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 19 მარტს, 12:30 საათზე გაიმართება”, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

22 წლის ტრანსგენდერმა ქალმა მირანდა ფაღვამ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე 28 იანვარს ვაკის პარკთან მომხდარი ინციდენტის შესახებ დაწერა, რა დროსაც მას თავს უცნობი მამაკაცი დაესხა და სცემა.

1 COMMENT

  1. 22 წლის ქალს ღამის ოთხსააზე რაუნდოდა ვაკის პარკთან წესით მას უნდა ძინებოდა,ამდენად ღირსია რაც მიიღო,სამართალი კი ჩვენთან არც ყოფილა ბოლო ოცდაათი წელია და ალბათ არც იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here