ცნობილი პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, საზოგადოების ინტერესი ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ განუზომლად გაიზარდა.
თუ რომელიმე ეროვნული მაუწყებელი (საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი) უზრუნველყოფს პირდაპირი ეთერის ტრანსლირებას, 14 ოქტომრიდან, როგორც ეს განცხადებული იყო, ბატონი ბიძინა მზად არის პრესსამდივნოს ოფისიდან ქართული მედიისთვის (ელექტრონული, ბეჭდვითი) გამართოს პრესკონფერენცია.
იგი მზად არის, პასუხი გასცეს ჟურნალისტების შეკითხვებს ნებისმიერ თემაზე.
ჩვენ ვთავაზობთ ეროვნული მაუწყებლის მესვეურებს, პირველ რიგში, საზოგადოებრივ მაუწყებელს, მოცემულ ფორმატში თანამშრომლობას, რაც მაყურებელთა უმრავლესობის ინტერესებს შეესაბამება. ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, ზუსტი თარიღი გამოცხადდება დამატებით.
ირაკლი ტრიპოლსკი