Home რუბრიკები პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია შეთანხმდნენ

ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია შეთანხმდნენ

12 ოქტომბერს შედგა პირველი კონსულტაცია “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერთან, ირაკლი ალასანიასთან. შეხვედრაზე მხარეებმა ყველა ძირითად საკითხზე დააფიქსირეს პოზიციები და სრული თანხვედრა. შეთანხმდა თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.
12 ოქტომბერს ბატონი ბიძინა შეხვდა აგრეთვე ბატონებს დავით ბერძენიშვილსა და პაატა ზაქარეიშვილს. დიდი დრო დაეთმო პრესაში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან დაყენებული საკითხების განხილვას.
გამოვლინდა იდენტური ხედვა ქართულ სინამდვილეში ფსევდოოპოზიციური პოლიტიკური ძალების როლსა და ფუნქციებზე. სამწუხაროდ, დროის დეფიციტის გამო ვერ მოხდა მედიასაშუალებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
ბატონი ბიძინა ივანიშვილი კმაყოფილებას გამოთქვამს შეხვედრების შედეგებით და დარწმუნებულია რესპუბლიკურ პარტიასთან სტრატეგიული პარტნიორობის პერსპექტიულობაში.
ირაკლი ტრიპოლსკი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here